7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
ფოტო: Pinterest
თუ შვებულებიდან დაბრუნებულს, პირველივე ორშაბათს ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს არსად ყოფილხარ — არც ზღვა გახსოვს დიდად და არც ის, რაზე ფიქრობდი იქ ყოფნისას — დიდი ალბათობით, ეს ბლოგი გამოგადგება.
ისეთი გადაღლაც არსებობს, რომელსაც ვერც ძილი შველის და ვერც ათდღიანი შვებულება. იმიტომ, რომ თუ არასდროს ჩერდები, ძალების აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ჰოდა, ახლა 7 ნიშანზე მოგიყვები, რომლებიც იმის ამოცნობაში დაგეხმარება, როდის აღარ გშველის უბრალო დასვენება და როდის გჭირდება გაჩერება.
1. ისვენებ, მაგრამ დასვენების შემდეგ უფრო დაღლილი ხარ
თუ შვებულება მხოლოდ მანამ მუშაობს, სანამ სხვაგან ხარ, ხოლო ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისთანავე დაღლილობაც მომენტალურად გიბრუნდება — ნამდვილად გაჩერება გჭირდება. სხვანაირად სულს ვერ მოითქვამ.
ფოტო: Pinterest
2. თავისუფალ დროსაც ისე გეგმავ, როგორც სამუშაო დღეს
თუ შაბათ-კვირა წინასწარ გაქვს გაწერილი — რომელ საათზე რა უნდა მოასწრო (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სიაში მხოლოდ სასიამოვნო აქტივობებია: კინო, მეგობრების ნახვა, გასეირნება), დროზე კონტროლს მაინც კარგავ. თითქოს შენ კი არ წყვეტ, რას აკეთებ, არამედ რაღაც გეგმა გმართავს. არადა, ძალებს სწორედ არჩევანის თავისუფლება აღადგენს და არა უბრალოდ აქტივობების მექანიკური შესრულება.
3. აღარ იცი, რა გინდა — მხოლოდ ის იცი, რა აღარ გინდა
თუ კითხვაზე — სად წავიდეთ? — შენი პასუხი მხოლოდ უარყოფითია ("იქ არა", "ეგრე არა", "ამ ხალხთან არა") და სურვილები საერთოდ აღარ გიჩნდება, ამაზე მკაფიო ნიშანს, რომ გამოფიტული ხარ, ვერც სხეული და ვერც გონება ვერ მოგცემს.
და თუ სურვილების გაქრობა კვირებია გრძელდება, საყურადღებო ამბავია და შესაძლოა, სპეციალისტის კონსულტაციაც დაგჭირდეს.
4. უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღება გირთულდება
ტანსაცმლის ამორჩევა, იმის გადაწყვეტა, რა ჭამო, პასუხის გაცემა მარტივ შეტყობინებაზე — თუ ეს რიგითი არჩევანიც კი ტვირთად გექცა, ასეთ დროს უბრალო გამოძინება ხშირად ტვინს ვეღარაფრით ეხმარება.
5. ხალხის ნახვა გიხარია მანამ, სანამ მათ შეხვდები
ვიდრე გეგმავ და წარმოიდგენ, როგორ ნახავ მეგობრებს, პროცესიც და ფიქრიც სასიამოვნოა. თუმცა, შეხვედრიდან ნახევარ საათში თუ მიზეზის ძებნას იწყებ, როგორ გაიქცე სახლში, ეს ემოციური და სოციალური გამოფიტვის მკაფიო სიგნალია.
ფოტო: Pinterest
6. სხეული ისვენებს, ტვინი კი მაინც მუშაობს
სახლში მისული და კომფორტულად მოკალათებული გონების გასათიშად სერიალს უყურებ, მაგრამ მაინც მომდევნო დღის გეგმებს სახავ ან ფიქრებში მეილს პასუხობ? — ესეც მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საათები, რომლებსაც ფორმალურად დასვენებას უთმობ, რეალურად ვერაფერს გშველის.
7. ხშირად იმეორებ: "როცა ეს პერიოდი გაივლის..."
თუ საკუთარ თავს გამუდმებით ეუბნები: "ჯერ ეს გავაკეთო, ამ პერიოდმა გადაიაროს და მერე ვიზამ" — ეს აღარ არის დროებითი მდგომარეობა, რეჟიმია, რომელიც იმდენად გფიტავს, ძალების აღდგენა სულ უფრო და უფრო რთული გახდება.
ეს არ ნიშნავს, რომ სამსახური უნდა მიატოვო ან ორთვიანი უხელფასო შვებულება აიღო. კვირაში თუნდაც ერთი საათი, რომელიც წინასწარ არ არის გაწერილი, უკვე დიდი შვებაა. იმით დაიწყე, რომ თავს დროის თუნდაც მოკლე მონაკვეთი დაუთმო, რომელიც არც "სასარგებლო" და არც "პროდუქტიული" საქმით არ იქნება დატვირთული.
თუ იმ ერთ საათში არაფერს გააკეთებ, ჩათვალე, რომ გაჩერდი. ჩათვალე, რომ გაამართლა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები