გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
ფოტო: PInterest
თუ ოდესმე სამსახურიდან უზომოდ დაღლილი წამოსულხარ და ტრანსპორტის ნაცვლად ფეხით წასვლა აგირჩევია — თან ისე, რომ იცი, სხეულს კიდევ უფრო მეტ ფიზიკურ დაღლას ამატებ — სწორ ადგილას მოხვდი.
წესით, სახლში დროულად მისვლა უნდა გინდოდეს და თან, რაც შეიძლება სწრაფად. და მაინც, სამსახურიდან გამოსული, ფეხით სიარულს იწყებ, ზოგჯერ შორს გზასაც არჩევ ან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდიხარ ტრანსპორტიდან. ვინმემ რომ გკითხოს, რატომ იღლი თავს უფრო მეტადო, შეიძლება პასუხიც ვერ გასცე.
ის, რასაც ამ დროს აკეთებ, უცნაურია, მაგრამ ძალიან ლოგიკური: ფიზიკურ დაღლას იყენებ იმისთვის, რომ გადაღლილი გონება დაასვენო.
ფოტო: Pinterest
გარდა ამისა, ეს გზა, მხოლოდ სახლში მისასვლელი გზა არაა, დერეფანია ორ მდგომარეობას შორის.
არ აქვს მნიშვნელობა, სახლში ოჯახი გელოდება, რომელიც უამრავ პასუხს ითხოვეს შენგან თუ სრულიად მარტო ცხოვრობ და კარს რომ შეაღებ, სიჩუმე დაგხვდება. თუ სამსახურიდან სახლში დროზე ადრე აღმოჩნდები, სამუშაო დღის ხმაურს, ტვირთს და დაძაბულობასაც აუცილებლად შეიყოლებ.
სწორედ ფეხით დამატებითი 15-20 სიარული არის ის ერთადერთი მონაკვეთი დღეში, როცა არავისი ხარ — არც სამსახურის, არც ოჯახის და არც საკუთარი პასუხისმგებლობების.
ამიტომ არის ეს გზა ასეთი ძვირფასი. არა იმიტომ, რომ ლამაზ ხედებს ეძებ, სუფთა ჰაერი გინდა ისუნთქო (რომც გვქონდეს) ან დღის მანძილზე გადასადგმელი ნაბიჯების ლიმიტი გაქვს შესავსები, არამედ იმიტომ, რომ დროის იმ მონაკვეთში შენგან არავინ არაფერს ელოდება.
სამუშაოსგან გონებრივი გამოთიშვა — ის, რომ სამსახური თავშიც დაასრულო და არა მხოლოდ კომპიუტერთან — დაღლილობის შემცირებას პირდაპირ უკავშირდება. ფეხით სეირნობა კი ამ შედეგის მიღების ყველაზე მარტივი გზაა.
ამიტომ, თუ ხვალაც გრძელ გზას აირჩევ და დაღლილი მაინც ფეხით დაბრუნდები სახლში, გახსოვდეს, რომ ეს ტყუილად გაფლანგული ენერგია არ არის. პირიქით, ზუსტად გეცოდინება, რომ შინ ნამდვილი და საკუთარი თავი დაბრუნდი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები