2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი თავისი შვილის საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. ქალი ამბობს, რომ შვილი სწორედ პოლიციელებმა მოუკლეს.
ის დღეს ქუთაისის რაიონულ პროკურატურასთან გულშემატკივრებთან ერთად მივიდა და გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მოსთხოვა, ბოლომდე მიიყვანოს მისი შვილის მკვლელობის საქმე.
"ორი წელია ჩემი ოჯახისთვის არა და არ დადგა სამართალი. გუშინ გავეცანით სამედიცინო ექსპერტიზას, კომისიურს, გამოვაქვეყნე და ნახეთ ალბათ, როგორი გამეტებული ჰყავთ ჩემი სიმწრით ნაზარდი და ნალოლიავები შვილები. დღეს ორი წელი გახდა ჩემი ოჯახის ამ ტრაგედიიდან. მე მოგმართავთ ყველას — გელოდებით არა საფლავზე, არამედ პროკურატურასთან. 12:00 საათზე ერთად დავიტიროთ ჩემი შვილის ნატანჯი სხეული და ერთად მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ამ საქმეში ურევია. სიკვდილამდე, ბოლომდე ჩავყვები. არ გავჩერდები შენთვის შვილო", – ამბობს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი ვიდეომიმართვაში.
მანამდე, 24 აგვისტოს, გარდაცვლილის ოჯახს სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა. დოკუმენტის თანახმად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა "გვამის მკვეთრად გამოხატული ლპობითი ცვლილებების გამო" ვერ მოხერხდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ახალგაზრდას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები — ორივე თვალბუდისა და ქუთუთოების მიდამოებში ბლაგვი საგნით მიყენებული სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.
ფოტო: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გარდაცვლილის დედა აქვეყნებს
"დღეს პროკურატურაში გავეცანით სამედიცინო ექსპერტიზას, ამჯერად კომისიურს, რაც იდენტურია და არაფერი სიახლის მომცემი! (რასაც აქამდე ველოდებოდით და თან დროს გვიწელავდნენ).
გარდაცვალება ვერ დადგინდა. რატომ? იმიტომ რომ ასე აწყობთ! კვალი გააქრეს! საქმე გამოძიებულია! დარჩა მოქმედება! ბოლომდე უნდა გავიდეთ. უკანდასახევი გზა არ არსებობს!
ამაზე მოგვიანებით გავაკეთებ ვიდეომიმართვას... ნაცემია ხალხო ჩემი შვილი სიკვდილამდე!!!
მოგიკვდეს დედა. მიწიდან ამოგთხრით დამელოდეთ", — დაწერა გარდაცვლილის დედამ, ნინო გვიშიანმა და სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა გამოაქვეყნა.
ტრაგედია 2024 წელს მოხდა — თბილისიდან ქუთაისისკენ მიმავალ თემო ხადურს, ოჯახის ცნობით, პოლიცია აედევნა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა. სამი დღის შემდეგ ბიჭის ცხედარი მდინარე წაჩხურაში მწყემსმა იპოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები