20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა გრინ პლანეტი გარემოზე ზრუნვას აგრძელებს — ამჯერად კომპანიის წარმომადგენლებმა საბურავების ნარჩენებისგან ტაბახმელა გაწმინდეს. მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, ტერიტორიიდან 20 ტონამდე, ანუ დაახლოებით 2 500-3000 ცალი, საბურავი გაიტანეს. პრობლემა თეგეტა გრინ პლანეტის გუნდმა თავად აღმოაჩინა, ინიციატივა შესაბამის უწყებებთან შეათანხმა და აქციის ლოგისტიკური მხარეც უზრუნველყო. ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ტაბახმელაში გამართული აქცია თეგეტას გარემოსდაცვითი და კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთჯერადი აქტივობა არ არის - ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვმუშაობთ საავტომობილო სექტორში და გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ იმაზეც, სად აღმოჩნდება პროდუქტი მას შემდეგ, რაც რესურსს ამოწურავს. ტაბახმელა სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, სადაც ბუნებას წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენით საფრთხე ექმნებოდა. დღეს კი ეს ტერიტორია სუფთაა.
ყოველი მსგავსი აქცია მხოლოდ გაწმენდილი ტერიტორია არ არის — ეს გზავნილია საზოგადოებისთვის. გვინდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ საბურავი არის რესურსი, რომელსაც სწორი მართვის შემთხვევაში ახალი სიცოცხლე და ეკონომიკური ღირებულება აქვს", — ამბობს თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი.
ფოტო: თეგეტა
ტაბახმელაში საბურავები დიდ ფართობზე იყო გაფანტული, რაც სამუშაოს როგორც ხანგრძლივობაზე, ისე ტექნიკის მობილიზებაზე აისახა.
"უკონტროლოდ დაყრილი საბურავები გარემოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნარჩენია — როგორც ხანძარსაშიშროების, ისე დაშლის ხანგრძლივი ვადის გამო. შესაძლოა, ისინი აალდეს და დიდი ტერიტორია დაზიანდეს. მეორე მხრივ, გახურებისას საბურავი სხვადასხვა მავნე აირს გამოყოფს, თუ მისი შენახვის წესები დაცული არ არის. ამასთანავე, ძალიან რთულია იმის კონტროლი, რაში გამოიყენებენ ამ ნარჩენებს — შესაძლოა, ვინმემ არაკეთილსინდისიერად მართოს და, მაგალითად, უბრალოდ, დაწვას.
ამიტომ ჩვენთვის, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ნარჩენები გარემოს ავარიდოთ და შესაბამისად ვმართოთ. ტაბახმელიდან გატანილი საბურავები თეგეტა გრინ პლანეტის პარტნიორ კომპანია რექსოლთან გადავიდა, თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებულ საბურავების გადამმუშავებელ საწარმოსთან, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს. რექსოლს საბურავების დასაწყობების ნებართვა აქვს და ნარჩენს შესაბამის პირობებში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ინახავს. მომდევნო ეტაპზე კი, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ნარჩენი უკვე საქართველოშივე გადამუშავდება. შედეგად, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც მინარევის სახით მოდიფიცირებულ ასფალტში ურევენ. ამ ტერმინს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი ჰქვია და ევროპულ ქვეყნებში საგზაო მშენებლობაში აქტიურად გამოიყენება", — ამბობს შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა გრინ პლანეტი მსგავს გარემოსდაცვით აქციებს რეგულარულად მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მასშტაბური სამუშაოები უკვე შესრულდა თბილისის შემოვლით გზაზე, ასევე ბაკურიანსა და გიორგიწმინდაში. ჯამში, კომპანიამ გარემოს უკვე 120 ტონამდე მეორადი საბურავი აარიდა.
თეგეტა გრინ პლანეტი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციაა და ავტორიზებულია სამი მიმართულებით - აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ნარჩენების მართვის. კომპანია საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე მუშაობს. მგვ ევროპულ პრაქტიკაში დამკვიდრებული პრინციპია, რომელიც საქართველოში ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში შეიქმნა. ეს არის მიდგომა, რომელიც მწარმოებელს ავალდებულებს, საკუთარი ნარჩენი თავადვე მართოს. თეგეტა გრინ პლანეტი მსგავსი ტიპის აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
--
გარემოს დაცვა თეგეტას CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით კილოგრამი საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.
თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს — ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია "არ გადაყარო, ჩააბარე" და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები