რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
ფოტო: Getty Images
კანიე ვესტი ოქტომბერში რუსეთში ორი მასშტაბური კონცერტის გამართვას გეგმავდა, თუმცა ახლა შოუების ბედი გაურკვეველია. სანქტ-პეტერბურგის Gazprom Arena-მ მოულოდნელად განაცხადა, რომ მუსიკოსის კონცერტები მათ სტადიონზე აღარ გაიმართება.
კანიე ვესტის კონცერტები 10 და 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, ბილეთები კი უკვე სრულადაა გაყიდული. თუ კონცერტები შედგებოდა, კანიე ვესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში გამომსვლელი პირველი დასავლელი მეგავარსკვლავი გახდებოდა.
Gazprom Arena სანქტ-პეტერბურგში.
ფოტო: Gazprom
სტადიონის განცხადებით, კონცერტების ორგანიზატორებთან სტადიონის იჯარის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილი არ ყოფილა, რის გამოც ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელი გახდა. თუმცა, კონცერტების ორგანიზატორი კომპანია Say Agency სხვა ვერსიას ავრცელებს. მათი თქმით, Gazprom Arena-ს განცხადების შესახებ თავადაც მედიიდან გაიგეს და ამ ეტაპზე კანიე ვესტის კონცერტები ოფიციალურად გაუქმებული არ არის.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტები სტადიონის ოფიციალური თანხმობის საფუძველზე დააანონსეს. მათი თქმით, ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ამისთვის განსაზღვრული ვადა ჯერ არ ამოწურულა. ახლა ისინი სტადიონთან დაკავშირებასა და პრობლემის გარკვევას ცდილობენ.
ფოტო: Getty Images
კანიე ვესტის რუსეთში გამოსვლას თავიდანვე არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბოლო წლებში მუსიკოსი ანტისემიტური განცხადებებისა და არაერთი სკანდალის გამო კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა, რამაც რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტაც გამოიწვია.
წინააღმდეგობა თავად რუსეთშიც გაჩნდა. პოლიტიკოსმა ნიკოლაი ნოვიჩკოვმა ჰიტლერის შექების გამო მუსიკოსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა და განაცხადა, რომ კონცერტები უნდა გაუქმდეს, თუ მუსიკოსი საჯაროდ არ გამოხატავს მხარდაჭერას რუსეთისა და უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიმართ. კიდევ ერთმა რუსმა პოლიტიკოსმა, ვიტალი მილონოვმა კი განაცხადა, რომ კანიე ვესტს კონცერტებზე ტრადიციული რუსული სიმღერები უნდა შეესრულებინა.
კანიე ვესტმა იანვარში თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ არც ნაცისტია და არც ანტისემიტი. მიუხედავად სკანდალებისა, მას ბოლო პერიოდში კონცერტები აშშ-ში, თურქეთში, ნიდერლანდებში, საქართველოში, ალბანეთში, პორტუგალიასა და ყაზახეთში ჰქონდა. მუსიკოსის ტურნე მის მე-12 სოლო ალბომს, "Bully"-ს უკავშირდება, რომელიც მარტში გამოვიდა.
ამ დროისთვის უცნობია, იპოვის თუ არა Say Agency კანიე ვესტისთვის სხვა ადგილს სანქტ-პეტერბურგში, ან შეძლებენ თუ არა ორგანიზატორები Gazprom Arena-სთან არსებული უთანხმოების მოგვარებას. ოქტომბრამდე კანიე ვესტის რუსული კონცერტების ბედი კვლავ გაურკვეველია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები