რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, თბილისის მერიამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა. ახალი რეგულაციები ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა. ქუჩების ნაწილზე მოძრაობა ორმხრივი ხდება, ნაწილზე — ცალმხრივი, კლასიკურ გიმნაზიასთან მისვლას კი ორი გზით იქნება შესაძლებელი.
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა
რა იცვლება?
1-ელი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე, "9 აპრილის" ქუჩის ნაწილზე (ინგოროყვასა და ჟვანიას ქუჩების კვეთებს შორის) და ჟვანიას ქუჩის მონაკვეთში ("9 აპრილიდან" ჭიჭინაძის ქუჩამდე) ორმხრივი მოძრაობა დაწესდება.
ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
ბესიკის ქუჩის მონაკვეთი (ჟვანიასა და შევჩენკოს კვეთებს შორის) ცალმხრივი გახდება.
ცალმხრივი მოძრაობა იმოქმედებს შევჩენკოს ქუჩაზეც (ბესიკიდან ჭიჭინაძის მიმართულებით).
ლერმონტოვის ქუჩაზე შენარჩუნდება ცალმხრივი რეჟიმი, თუმცა შეიცვლება მიმართულება — ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა გახდება შესაძლებელი.
მძღოლები გიმნაზიასთან მისვლას ორი გზით შეძლებენ:
1. თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით "9 აპრილის" ქუჩაზე, საიდანაც მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და გააგრძელებენ გზას ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ.
2. ალტერნატივაა ჭონქაძისა ან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩებიდან მთაწმინდის ქუჩაზე გადასვლა და არსენას ქუჩის გავლით ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებთან დაკავშირება.
შევჩენკოს ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, "9 აპრილისა" და ინგოროყვას ქუჩების საშუალებით. იქიდან მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით დაუკავშირდებიან ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე თავისუფლების მოედანს.
მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოხვედრა 9 აპრილის ქუჩიდან, არსენას ქუჩის გავლით გახდება შესაძლებელი.
დედაქალაქის მერის თქმით, დროებითი სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვიდეორგოლის სახით გავრცელდება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ტელევიზიით.
"რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება, ასევე, ვისაუბრე რუსთაველის გამზირის მნიშვნელობაზე — მის წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა და რა პრობლემებია მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რასაც ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, განსაკუთრებით გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე, ხმაური და მტვერი, რაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება სხვანაირად აბსოლუტურად შეუძლებელია. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იყო, რომ ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე და მერწმუნეთ, როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება, ეს იქნება საუკეთესო პროექტი და ყველა ვიამაყებთ შესრულებული სამუშაოებით", — განაცხადა კალაძემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები