2018 წელს გერმანულ ენაზე ოთხი ქართველი მწერლის წიგნი ითარგმნება
2018 წლისთვის გერმანულენოვანი მკითხველი ქართულ თანამედროვე ლიტერატურას კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს.
შემდეგ წელს გერმანულ ენაზე სხვა წიგნებთან ერთად, გამომცემლობა წიგნები ბათუმშის ოთხი ქართველი ავტორის - თამთა მელაშვილის (მარინეს ანგელოზები), ეკა ქევანიშვილის (ევაკუაციის გეგმა), ზურაბ აბაშიძის (როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი) და გურამ მაცხონაშვილის (გლდანი [შეუძლებელი რომანი]) წიგნიც ითარგმნება.
"ეს არის ჩემი ბოლო პოეტური კრებული "ევაკუაციის გეგმა" - რომელიც წელს ლიტერატურული პრემია "საბას" შორტ ლისტშიც მოხვდა და ნომინანტი იყო. მე ვფიქრობ ეს წიგნი არის
ერთგვარი მცდელობა. ვილაპარაკო უხერხულ თემებზე ხმამაღლა. ცოტა აღიარებების, ცოტა წერტილოვანი დარტყმების, ცოტა სიყვარულის მონანიების, ცოტა ბარიკადებზე მდგომი ადამიანის სათქმელების, პროტესტის და ცოტა ყვირილის წიგნია. განსაკუთრებით და სუბიექტურად მიხარია ხოლმე, როდესაც პოეზია ითარგმნება. რადგან სულ მესმის, რომ პოეზია არ იყიდება ან ცუდად იყიდება. არადა, მინახავს, რა ემოციის მოტანა შეუძლია სწორედ პოეზიას, დავსწრებივარ პოეტურ საღამოებს ლაიფციგისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობებზე და სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეიძლება ეს არ იყიდებოდეს? ამიტომ, ცხადია, რომ როდესაც ეს ახალი ამბავი გავიგე, რომ გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" პროზაული ტექსტების გარდა ჩემ წიგნსაც, "ევაკუაციის გეგმას" გაყიდის, საშინადლ გამიხარდა. ჯერ არ ვიცი, სრული კრებული იქნება ეს თუ ნაწილი ლექსებისა, რომელიც ანთოლოგიაში შევა, მაგრამ მე ორივე შედეგი ძალიან გამახარებდა. არ ვიცი, რა შეიძლება ამან შეცვალოს ავტორის ცხოვრებაში, ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ ის შეგრძნება, რომ შენს ლექსებს სხვა ენაზე, სხვა კულტურის ხალხი წაიკიხავს და შეიძლება მათგან შეფასებებიც მოისმინო, არ დავმალავ, ძალიან სასიამოვნოა.", - ამბობს ეკა ქევანიშვილი.
"ძალიან მაგარია, როცა სადებიუტო წიგნი ამდენ რამეს აკეთებს ავტორისთვის, ჯერ იყო მკითხველის დიდი სიყვარული, მერე საბა, მალე გერმანულ ენაზეც გამოიცემა და უკვე სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები და სხვა ქვეყანაში მცხოვრები ხალხები რომ წაიკითხავენ ჩემს კრებულს. ამისთვის პირველ რიგში ჩემს გამომცემლობას ვუხდი დიდ მადლობას, ძალიან სასიხარულოა, როცა ქართველ ავტორის ცნობადობის ამაღლებაზე ასე ზრუნავს გამომცემლობა და ისეთივე პრიორიტეტული არის ჩვენი წიგნები, როგორც ნათარგმნი ლიტერატურა.", - ამბობს ზურა აბაშიძე.
გერმანულად თარგმნილ წიგნებს შორის მოხვდება გურამ მაცხონაშვილის სადებიუტო რომანიც, რომლის შეძენაც ქართველ მკითხველს თბილისის წიგნის დღეებზე შეეძლება.
"ორმაგი დამოკიდებულება მაქვს - პირველი წიგნის საავტორო უფლებების გაყიდვა და მისი თარგმნა, ალბათ, განსაკუთრებული ამბავია, მოულოდნელი. მეორე მხრივ, როგორღაც ვახერხებ ამ ამბიდან დისტანცირებას და საკუთარი რომანის თანამედროვე ქართული პროზის ნაწილად აღქმას და ამ წარმატების ასე, საერთო სურათში დანახვას. თამთას, ზურას და ეკას ძალიან კარგი ტექსტების გვერდით "გლდანის" ჩემთვის აღმოჩენა ძალიან სასიხარულოა და ვთვლი, რომ ეს მთლიანად ჩემი გამომცემლის, ამ ძალიან მაგარი გუნდის დამსახურებაა.", - ამბობს გურამ მაცხონაშვილი.
წიგნების საავტორო უფლებები გამომცემლობებმა Rowohlt Verlag, Wieser Verlag და Groessenwahn Verlag-მა შეიძინეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები