საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია დომუსი თბილისში, იალბუზის ქუჩა #14-ში, ახალ მრავალფუნქციურ პროექტს — დომუს ავლაბარს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 37.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 26.3 მლნ. აშშ დოლარია.
დომუს ავლაბარი 6,282 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ვითარდება და საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს. A ბლოკი 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობაა და 220 ბინას მოიცავს, B ბლოკი კი 10-სართულიან საოფისე და კომერციულ შენობას წარმოადგენს, რომლის 9 სართული საოფისე სივრცეებს დაეთმობა, პირველ დონეზე კი ფუდკორტი განთავსდება. კომპლექსი ასევე მოიცავს გამწვანებულ სივრცეს საბავშვო ზონით, ოთხდონიან მიწისქვეშა პარკინგს ელექტრომობილების დამტენის მოწყობის შესაძლებლობითა და კონსიერჟის სერვისს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის ურთიერთკავშირია. დომუს ავლაბარი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიტუალების სასახლის მიმდებარედ მდებარეობს. MUA Architecture & Placemaking-ის მიერ შემუშავებული კონცეფცია ისტორიულ გარემოსთან ფრთხილ დიალოგს ეფუძნება: შენობების განლაგება ისეა გააზრებული, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს რიტუალების სასახლის ხედვის არეალი, ხოლო ფასადის მასალები მის ქვის არქიტექტურას ეხმიანება. განსხვავებული სიმაღლის საცხოვრებელი და საოფისე ბლოკები კი ერთიან არქიტექტურულ კომპოზიციას ქმნის.
"დომუსისთვის პროექტის შექმნა მხოლოდ ახალი შენობის განვითარებას არ ნიშნავს, ჩვენი სურვილია, თითოეულმა პროექტმა თავისი ადგილი იპოვოს ქალაქის ისტორიაში და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების ხარისხი შექმნას. დომუს ავლაბარის შემთხვევაში ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოწვევა იყო. ავლაბარი ჩვენთვის ახალი ეტაპია, პირველად ვქმნით პროექტს ისეთ ისტორიულ და გამორჩეულ ურბანულ გარემოში, სადაც თანამედროვე არქიტექტურას ქალაქის მეხსიერებასთან უწევს დიალოგი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, არქიტექტურა გარემოსგან განცალკევებულ ობიექტად კი არ დარჩენილიყო, არამედ ბუნებრივად გამხდარიყო მისი ნაწილი. ამ მიდგომას პროექტის მთელი კონცეფცია მიჰყვება: საცხოვრებელი, სამუშაო და ყოველდღიური საჭიროებები ერთიან გარემოშია გაერთიანებული. პანორამული ხედები ძველ თბილისზე, ბუნებრივი სინათლე, გამწვანებული სივრცე, საბავშვო ზონა, ფუდკორტი და კონსიერჟის სერვისი ქმნის გარემოს, რომელიც თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს.
პროექტში ასევე აისახება დომუსის მთავარი ღირებულებები: ხარისხი, ინოვაცია და მწვანე არქიტექტურა. ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის გათვალისწინება, აკუსტიკური კომფორტი, გამძლე მასალები და თანამედროვე საინჟინრო სისტემები იმაზეა ორიენტირებული, რომ პროექტმა დროთა განმავლობაშიაც შეინარჩუნოს თავისი ღირებულება.
დომუს ავლაბარის განხორციელებაში საქართველოს ბანკთან მრავალწლიან პარტნიორობას ვაგრძელებთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დომუსი საქართველოს ბანკის იპოთეკურ პროგრამაში ერთვება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის პროექტში სპეციალური შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა და პროექტის კონცეფცია ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი თბილისის ხასიათი და თანამედროვე ქალაქური ცხოვრების კომფორტი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ", — განაცხადა დომუსის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, თათია მიხელიძემ.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მხარდაჭერა. მოხარული ვართ, რომ დომუსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვუჭერთ მხარს. გვჯერა, რომ მსგავსი თანამედროვე საცხოვრებელი, სამუშაო და კომერციული სივრცეების განვითარება თბილისში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ურბანული გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს", — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები