გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი წარმატებით გადალახა. ესპანეთის, უკრაინისა და დანიის ჯგუფში დაკავებული მე-3 ადგილის შემდეგ, ჩვენი გუნდი მეორე, გადამწყვეტ რაუნდში გადავიდა, სადაც მიზანი ერთია — ზედიზედ მეორედ მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება.
მსოფლიო ჩემპიონატისკენ გადამწყვეტ სვლას ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი უმნიშვნელოვანესი მატჩებით იწყებს:
- 28 აგვისტო, 19:30 | საქართველო v მონტენეგრო;
- 31 აგვისტო, 22:00 | პორტუგალია v საქართველო.
ოფიციალური მატჩების წინ, ჩვენმა ნაკრებმა ორი მოსამზადებელი სპარინგი ჩაატარა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. ჯერ იყო დახურული შეხვედრა ლიბანთან, რომელიც სასურველი ანგარიშით, 93:74 დასრულდა, 23 აგვისტოს კი, ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში, ქართველმა გულშემატკივარმა ისრაელის წინააღმდეგ შთამბეჭდავი სანახაობა (101:90) იხილა.
ისრაელთან შეხვედრაში ერთბაშად ექვსმა ქართველმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ბარიერი. საუკეთესო მოთამაშე კი გოგა ბითაძე გახდა — 22 ქულით და 8 მოხსნით. მას მხარი აუბეს თორნიკე შენგელიამ (21 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი) და სანდრო მამუკელაშვილმა (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა). გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მარკის რიდმა (12 ქულა, 4 პასი), რატი ანდრონიკაშვილმა (12 ქულა) და დუდა სანაძემაც (11 ქულა).
ამ ორ მატჩში, ჯიკიჩმა გაფართოებულ შემადგენლობას უხმო. ოფიციალურ მატჩებში კი მის შემადგენლობაში 12 კალათბურთელი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდებს პირველ რაუნდში დაგროვილი ქულები გადმოჰყვა, შედეგად, სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
- ესპანეთი — 11 ქულა;
- უკრაინა — 10 ქულა;
- მონტენეგრო — 10 ქულა;
- პორტუგალია — 9 ქულა;
- საბერძნეთი — 9 ქულა;
- საქართველო — 9 ქულა.
მეორე რაუნდში ჩვენი ნაკრები მხოლოდ მონტენეგროსთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან გამართავს მატჩებს (შინ და გასვლაზე — სულ 6 შეხვედრა), თუმცა საგზურისთვის ბრძოლაში ქულებით ესპანეთსა და უკრაინასაც ვეპაექრებით. ამ ჯგუფიდან, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს 3 ნაკრები მოიპოვებს, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი, გადამწყვეტი უპირატესობა ბურთების სხვაობას მიენიჭება.
წინ გადამწყვეტი ბრძოლებია — საქართველოს ნაკრები ისტორიის ახალი ფურცლების დასაწერად ემზადება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები