ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ბრალია, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმებიდან გაქრა, ოცნების დეპუტატი ლევან მახაშვილი ამბობს, რომ "მარტა კოსის გარდა, ვერავის ბრალს ვერ ხედავს".
შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ელჩების კონფერენციაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა, თუმცა საქართველო უხსენებია.
"ვისი ბრალია? მარტა კოსის ბრალია. მარტა კოსის გარდა, მე აქ სხვა არავის ბრალს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვერ ვხედავ. ერთადერთი ჩვენი, საქართველოს "წვლილი", "ბრალი" (ბრჭყალებში) ამ პროცესში არის ის, რომ საქართველომ არ გადაწყვიტა ომის ფერხულში ჩართვა. აი, ეს არის ერთადერთი, ბრჭყალებში, საქართველოს "ბრალი" და დღეს საქართველო, ასევე ბრჭყალებში, იხდის აი ამ მშვიდობის ფასს.
საქართველო გადაწყვეტილებებს იღებს იმის გათვალისწინებით, რა რეგიონში ვიმყოფებით, რა მეზობელი გვყავს, რა ტიპის მეზობელი გვყავს და ასე შემდეგ. ბრიუსელში თბილად, გემრიელად, არ ვიცი, ესპრესოს ყავაზე შეიძლება ლამაზია დანახვა ამ რეგიონის — ჩამოვიდნენ საქართველოში, წავიდეს, საოკუპაციო ხაზზე წავიდეს, ნახოს, რა ხდება საოკუპაციო ხაზზე, რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა", — განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილი ამბობს, რომ "გაფართოების პოლიტიკა არ არის მხოლოდ გაფართოების პოლიტიკა, ის დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე".
"მარტა კოსისთვის, მე მგონი, არც საქართველო არ არსებობს. ისე დაფრინავს აზერბაიჯანში თუ ყაზახეთში, რომ შეიძლება არც სჭირდებოდეს საქართველოზე გადაფრენაც. არაფერი ჩემთვის გასაკვირი არ არის ამ ადამიანისგან. ჩვენ ბევრი თარიღი გვინახავს. ხან 2022 წელი იყო გადამწყვეტი, ხან 2023 წელი იყო ისტორიული, ხან 25, 26 და ასე გაგრძელდება. და, როგორც ჩანს, საზოგადოება მივა იმ დონემდე, რომ იტყვიან, მერე 2045 წელი იქნება და არაფერი არ ხდება.
ამიტომ გავიზარდეთ, დავღვინდით და, მე მგონი, უკვე საზოგადოება გაიზარდა, დაღვინდა, დაბრძენდა... და ჩვენ სიტყვების ნაცვლად შევხედავთ, კონკრეტული რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ევროკავშირის მხრიდან. რომ გაფართოების პოლიტიკა არ არის მხოლოდ გაფართოების პოლიტიკა, ის დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე... შევხედავთ და ვნახავთ", —– განაცხდა მახაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები