კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიპტოინვესტიციების სქემებთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს. სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, კრიპტოაქტივებით თანხის გამომუშავების შეთავაზებებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ და დაფიქრდნენ რისკებზე, ვიდრე საკუთარ დანაზოგს დააბანდებენ.
გზირიშვილის განმარტებით, სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს კრიპტოაქტივებით სწრაფ მოგებასა და სქემაში ახალი წევრების ჩართვის სანაცვლოდ დამატებით შემოსავალს ჰპირდებიან.
"ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-ის გვერდებსა და ჯგუფებში, გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივებში ინვესტირებას და ამ გზით თანხის გამომუშავებას სთავაზობენ. ასევე, მათ სთხოვენ, რომ სქემაში ახალი ადამიანებიც გააწევრიანონ და ამ გზით დამატებითი შემოსავალიც მიიღონ", — აღნიშნავს გზირიშვილი.
სებ-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთავაზებები ხშირად კლასიკურ ფინანსურ პირამიდას წარმოადგენს, სადაც მოგების წყარო არა რეალური ბიზნესსაქმიანობა, არამედ ახალი მონაწილეების მიერ შეტანილი თანხებია.
"გვურს, მოსახლეობა გავაფრთხილოთ, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა, შესაძლოა, ფინანსური პირამიდის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდეს, როდესაც მთავარი მიზანი არა მოზიდული სახსრების მომგებიან საქმიანობაში ინვესტირებაა, არამედ რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანის და თანხების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ მოზიდული თანხებით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თანხის გადახდა", — ამბობს გზირიშვილი.
ლაშა გზირიშვილის თქმით, პირამიდა თავიდან შესაძლოა მომგებიანად ჩანდეს, თუმცა ახალი წევრების ნაკადის შეწყვეტისთანავე ის აუცილებლად ჩამოიშლება, რაც ინვესტორების დანაკარგით სრულდება.
"თავდაპირველ ეტაპზე, როდესაც სქემა კარგად ფუნქციონირებს და მასში ბევრი ადამიანი წევრიანდება, შესაძლოა კომპანია მომგებიანიც ჩანდეს და მომხმარებლებმა გარკვეული სარგებელიც კი მიიღონ, მაგრამ დროის გარკვეულ მონაკვეთში, როდესაც ახალი წევრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, სქემა აუცილებლად დაიშლება", — აღნიშნა გზირიშვილმა.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალურად შეამოწმონ კომპანია და არ ენდონ მხოლოდ დაპირებებს.
"ამის გამო, გვურს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ და მოვუწოდოთ, რომ ნებისმიერი შემოთავაზების დროს, მათ შორის კრიპტოაქტივებში ინვესტირებასთან დაკავშირებით, წინასწარ დეტალური ინფორმაცია მოიძიონ შეთავაზების შესახებ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. მე გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში", — აღნიშნმავს, სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
როგორ ავარიდოთ თავი თაღლითობას? — სებ-ის რჩევები
შეამოწმეთ ბიზნესის არსი: დაინტერესდით, კონკრეტულად რაში აბანდებს კომპანია თქვენს ფულს და შესაძლებელია თუ არა მოგების მიღება ახალი წევრების მოყვანის გარეშე.
"პირველ რიგში, როდესაც მსგავს შემოთავაზებას ნახავთ, აუცილებლად დაინტერესდით, კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია, თქვენგან მოზიდულ სახსრებს რა ბიზნეს საქმიანობაში დაბანდებს, ასევე — რატომ არის სქემაში ახალი ადამიანების გაწევრიანება საჭირო და ამის გარეშე შესაძლებელია თუ არა თანხის გამომუშავება", — ამბობს გზირიშვილი.
გადაამოწმეთ ლიცენზია: ხშირად კომპანიები ნდობის მოსაპოვებლად ფინანსურ ტერმინოლოგიას იყენებენ, თუმცა შესაბამისი ნებართვა არ გააჩნიათ.
"ასევე, ხშირად მსგავსი კომპანიები მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით ხშირად იყენებენ ხოლმე ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "საფინანსო", "საბროკერო" და ა.შ. აუცილებლად დაინტერესდით, ამ კომპანიას აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზია და არის თუ არა რომელიმე მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული სუბიექტი", — აღნიშნა გზირიშვილმა.
გააანალიზეთ რისკები: დაელაპარაკეთ სქემის არსებულ მონაწილეებს და გამოიკვლიეთ არა მხოლოდ წარმატებული, არამედ წაგებული ინვესტიციების მაგალითებიც.
"და ბოლოს, სქემის უშუალო მონაწილეებისგან გაარკვიეთ როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის მაგალითები. კარგად მოიძიეთ ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილება", — აღნიშნმავს, სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები