ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია"
გლაციოლოგი ლევან ტიელიძე 26 აგვისტოს ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარ ტრაგიკულ სტიქიურ მოვლენას აფასებს და წერს, რომ "იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერება, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, სადაც 2025 წლის ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია".
მისი თქმით, "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია".
ქართველი მეცნიერი მიიჩნევს, რომ "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს: გეომორფოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატოლოგიისა და სხვა მიმართულებების გაძლიერებული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში".
"ნეპალ-ტიბეტის საზღვრის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული სტიქიური მოვლენა, წინასწარი შეფასებით, გლაციალური ღვარცოფის ტიპის უეცარი წყალმოვარდნა იყო. თითქმის დადასტურებულია, რომ იგი მყინვარის ჩამონგრევამ ან კლდოვან-ყინულოვანი მასის ზვავმა გამოიწვია, რასაც, სავარაუდოდ, წინ უძღოდა მიწისძვრის მიერ გამოწვეული ბიძგი. ამას ემატებოდა ბოლო დღეებში ნეპალსა და სამხრეთ ტიბეტში მოსული უხვი ნალექიც. ამ დროისთვის დაკარგულად დაახლოებით 400 ადამიანი ითვლება.
მყინვარული სტიქიური პროცესები, შესაძლოა, მიწისძვრების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენაა. სამწუხაროდ კლიმატის ცვლილების ფონზე მყინვარებთან დაკავშირებული საფრთხეები კიდევ უფრო აქტიური ხდება.
ასეთ პირობებში პრევენცია და რისკების სწორად მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება, მაღალმთიან რეგიონებში სწორი და უსაფრთხო განაშენიანება, მათ შორის ჰიდრო-ელექტრო და სხვადასხვა საინჟინრო ნაგებობების შესაფერის უბნებში განთავსება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სტიქიური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამეცნიერო დარგების გაძლიერებაც, რომლებიც ბუნებრივი საფრთხეების შესწავლასა და პროგნოზირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს: გეომორფოლოგიის, ფიზიკური გეოგრაფიის, გეოლოგიის, გლაციოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოფიზიკის, კლიმატოლოგიისა და სხვა მიმართულებების გაძლიერებული სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც სადაც 2025 წლის ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. შესაბამისად, მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია", — წერს ლევან ტიელიძე სოციალურ ქსელში.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება.
ლევან ტიელიძე ქართველი გლაციოლოგი და გეოგრაფია, რომელიც მყინვარებს, მათ ცვლილებასა და კლიმატის გავლენას იკვლევს. ის ავსტრალიაში მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები