გურამ კაშია

4 Nov. 2017, 12:23

ეს იყო ჩვეულებრივი კამპანია. რაც მე ვთქვი ინტერვიუში, მე ყოველთვის აგრესიის წინააღმდეგი ვარ. მარტო იმ აგრესიის არა, რომელიც გარკვეული კატეგორიის მიმართ არის. არა, რამდენ რამეში შეიძლება აგრესია ნახო: სკოლა, ბავშვები, ცოლი, ქმარი, კაცი, ქალი, შავი, თეთრი, რელიგია. რამდენი მიმართულებით აქვთ ადამიანებს აგრესია. მე ამის წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები. ჩემი აზრით, ყველა უნდა იყოს.

ბევრი ლაპარაკი გამოიწვია ამან, რაც არ მსიამოვნებს. ჩემი საქმე სპორტია, ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს, იმას ვაკეთებდე. ეს ფაქტი, კამპანია, ინციდენტი, სკანდალი - რა არ შეარქვეს ამას - იყო ჩვეულებრივი თამაში-ტური, სადაც ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა [ლგბტ სამკლაური].

არავისზე გაბრაზებული ან იმედგაცრუებული არ ვარ. თავისუფლებაა და აზრის დაფიქსირების უფლება ყველას ააქვს, მაგრამ იქ იყო შეურაცხყოფა. ამაზე გული დამწყდა, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის განერვიულდა. იმით დავიღალე, რომ ყოველ წუთს ზარი შემოდის თბილისიდან და ყველა მეკითხება რა მოხდა. ამ დროს არაფერი არ მოხდა. 

რამდენიმე დღე იყო, რომ არ მესიამოვნა, მაგრამ ვიცი, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციო. ვიცი, რომ მთელი ჩემი კონცენტრაცია ფეხბურთია. ამიტომ ამით თავს არ ვიღლი, იქ რა ხდება და რას იტყვის ხალხი ჩემზე.

საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და კლუბ ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ გადაცემა სპორტის საათში ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…