„ტოიოტა კავკასიამ“ 2018 წლის უახლესი Land Cruiser Prado შატო მუხრანის ტერიტორიაზე წარადგინა
საქართველოში Toyota-ს ოფიციალურმა დილერმა, „ტოიოტა კავკასიამ“, 2018 წლის მოდელის Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია შატო მუხრანის ტერიტორიაზე გამართა. პრეზენტაცია ხარისხიანი ღვინის, მუსიკისა და თეატრალური დადგმის ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა მიუხედავად მომხიბვლელი ქორეოგრაფიისა, დღის მთავარი გმირი მაინც უახლესი ტოიოტა პრადო იყო.
პრეზენტაციაზე „ტოიოტა კავკასიის“ წარმომადგენლებმა განახლებული პრადოს შესახებ ისაუბრეს და მოწვეულ სტუმრებს სხვდასხვა ვიდეორგოლები აჩვენეს. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა პრადოს, როგორც რეგიონში ლიდერი ავტომანქანის მნიშვნელობას. დღეისთვის, თავის სეგმენტში, პრადო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაყიდვების ლიდერია, ხოლო მისი სანდოობის ზრდის ტენდენცია ყოველწლიურად ზრდადია. საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში კი, მაღალი გამავლობის ავტომანქანებში Land Cruiser Prado-ს კონკურენტი არ ყავს. 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 194 ქვეყნიდან, ტოიოტა თავისი მანქანების რეალიზაციას 190 ქვეყანაში ახორციელებს, რითაც ბევრი ბრენდი ვერ დაიკვეხნის.
Land Cruiser Prado 2018-ის მახასიათებლები
Toyota Land Cruiser Prado მისი შექმნის დღიდან კომფორტისა და სიმძლავრის შეუდარებელ ჰარმონიასთან ასოცირდება. პრადო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი გამავლობისა და დახვეწილი დიზაინის სინთეზით გამოირჩევა, რასაც მისი გაყიდვები და მომხმარებლების დადებითი შეფასებები ადასტურებს.
ახალი Land Cruiser Prado გამოირჩევა მისი განახლებული დიზაინის შტრიხებით, რომელიც გამოიხატება სალონის, საჭის, მანქანის წინა ნაწილის, ფარების, უკანა ნაწილისა და გარსაცმის ცვლილებაში. გარდა ამისა, 2018 წლის მოდელში მთელი რიგი ტექნიკური ცვლილებებია შეტანილი, რაც პრადოს სრულიად ახალ საფეხურზე აყენებს.
აღსანიშნავია, რომ პრადოს 2018 წლის მოდელი აღჭურვილია გაფართოებული MTM (Multi-Terrain Monitor) სისტემით, რაც ქართულად მულტი-რელიეფურ მონიტორს ნიშნავს. ამ განახლებით, ახალი პრადო არამარტო იატაკქვეშა (Underfloor View) და წინა ხედვის (Front View) კამერებით, არამედ პანორამული ხედვისა და გაფართოებული უკანა ხედვის კამერებითაც არის აღჭურვილი. ახალი MTM სისტემა საშუალებას მოგცემთ თქვენი მანქანა 360º-ით აკონტროლოთ.
კიდევ ერთი სიახლე, რაც 2018 წლის პრადოშია, გაუმჯობესებული MTS (Multi-Terrain Select) ფუნქციაა, რომელსაც ავტომატური მართვის რეჟიმი (Auto Mode) დაემატა. MTS სისტემა გაუვალი ადგილებზე სიარულისთვის განკუთვნილი რეჟიმია, რომელიც დაუძლეველი დაბრკოლებების დაძლევაშიც დაგეხმარებათ. ამ სისტემის დახმარებით, ერთი შეხედვით გაუვალ ადგილებში, თქვენი ავტომობილი ავტომატურად რთავს აღნიშნულ რეჟიმს და მძღოლზე დატვირთვას მნიშვნელოვნად ამცირებს.
პრადოს უახლესი მოდელის MTS სისტემას სამის ნაცვლად, ახლა უკვე ხუთი მთავარი რეჟიმი აქვს. როდესაც საჭესთან მოხვდებით და რთულად მისადგომ ადგილებში გადაწყვეტთ სიარულს, MTS სისტემის ჩართვის შემდეგ, აირჩევთ რელიეფის შესაბამის რეჟიმს და თქვენი მანქანისთვის პრობლემა გადაჭრილი იქნება. ერთ-ერთი ასეთი რეჟიმია ცოცვის კონტროლი (Crawl Control), რისი ჩართვის შემდეგაც, ავტომობილი 1-დან 5 კმ/სთ სიჩქარით იწყებს გადაადგილებას, რაც უგზოობის პირობებში უსაფრთხო გადაადგილებას ამარტივებს. პრინციპი კი ასეთია: მოცემული სიჩქარის სიდიდეს თავად ირჩევთ იმის მიხედვით, თუ რამდენად გაუვალია გზა. რაც უფრო რთული გასავლელია, უფრო ნაკლებ სიჩქარეს ირჩევთ და ავტომობილი აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში იწყებს სიარულს.
უფრო მეტი ეფექტისთვის და ინფორმაციისთვის, ნახეთ ვიდეო:
Test Drive-ის შთაბეჭდილებები
შატო მუხრანში პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს საშუალება გვქონდა 2018 წლის პრადო რთულ საგზაო პირობებში პირადად დაგვეტესტა. Test Drive-ის გავლის მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, დასატესტი მანქანების რაოდენობა კი ორი იყო. პირველი შთაბეჭდილება პრადოს ფერმა მოახდინა. შავი და ბრინჯაოსფერი გარშემოწერილობა იმდენად თვალშისაცემია, რომ შეუძლებელია ამ მანქანის დაუფლების სურვილი არ გაგიჩნდეს. მკვეთრად გამოკვეთილი ფერი მანქანას მდიდრულ იერს მატებს, თუმცა ამასთან, ახალი პრადო ნამდვილი ტრანსფორმერია, რომლისთვისაც დაბრკოლებები ფაქტობრივად არ არსებობს.
ავტომობილში ჩაჯდომისთანავე იგრძნობა, რომ Land Cruiser Prado 2018-ის ინტერიერი განსაკუთრებულია თავისი დიზაინითა და მომხიბვლელობით. მხოლოდ ვიზუალურ მხარეს რომ შევეშვათ, სავარძლები, საჭე და დამატებითი აქსესუარები იმდენად კომფორტულია, რომ გადმოსვლის სურვილიც არ გაგიჩნდება. ამასთან, უსაფრთხოების ღვედის გადაკვრის შემდეგ, მაშინვე გრძნობ, რომ ამ მანქანაში საფრთხე არ გემუქრება. დაცულობის განცდას ამყარებს ყველა ის რეჟიმი, რომელიც მანქანას შემქმნელებმა ჩაუნერგეს.
როგორც კი რთულად გასავალ გზაზე გავედით, მაშინვე მივხვდი, რომ Prado 2018-ისთვის ის რაც ერთი შეხედვით გაუვალი გზა ჩანდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. მანქანა ღრმულებში გავლისას რბილად რეაგირებს, საჭე ადვილად სამართავია, ხოლო განცდა, რომელიც მანქანაში ყოფნისას გეუფლებათ, შეუდარებელია.
თუ გსურთ, რომ მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ავტომობილის ფასებისა და კომპლექტაციის შესახებ, ტოიოტას ოფიციალურ ვებ-გვერდს ეწვიეთ. ასევე, შეგიძლიათ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს, ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტასაც მიმართოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა



კომენტარები