ლატარიის ლიცენზიის ახალ მფლობელს ბულგარეთში კრიმინალური კავშირები აქვს
ეროვნულ ლატარიას ახალი კომპანია ჩაატარებს. კომპანიის თანამფლობელი ბულგარელი ვასილ ბოჟკოვია, მეტსახელად "თავის ქალა."
4 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ლატარიის ორგანიზების ლიცენზია შპს ჯი ენ ელ-ს გადასცა. კომპანიის 25 პროცენტის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია. ის ბულგარეთში აზარტული თამაშების ბიზნესითა და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებით არის ცნობილი.
საქართველოში დაფუძნებულ კომპანიაში ბოჟკოვის პარტნიორი კობა ღურწკაიაა (75%).
ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღურწკაიასა და ბოჟკოვს ლიცენზიაში მინიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ. 2011 წლის აგვისტოდან დღემდე სახელმწიფომ, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა, რადგან ლიცენზიის ყოფილ მფლობელს, შპს საქართველოს ლატარიის კომპანიას კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადების გადახდა არ შეეძლო. ამ კომპანიას სათავეში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ყიფიანი ედგა.
2017 წლის პირველ სექტემბერს ლატარიის კომპანია დროებით დაიხურა. ლატარიის ბიზნესის შესახებ აი, ფაქტი გასულ თვეებშიც წერდა.
ამჯერად სამინისტროს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ახალ მფლობელს ლატარიის ბიზნესის მართვის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა, რაც ბულგარელ ბოჟკოვს ნამდვილად აქვს.
მეტსახელი "თავის ქალა" ბოჟკოვს არასტანდარტული თავის ფორმის გამო შეარქვეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 წლის ერთ-ერთ ანგარიშში, რომელიც ვიკილიქსით გავრცელდა, ბოჟკოვის საქმიანობა ფულის გათეთრებას, პრივატიზაციასთან დაკავშირებულ თაღლითობას, დაშინებას, გამოძალვასა და რეკეტირებას უკავშირდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოჟკოვი დაკავშირებული იყო ორგანიზებული კრიმინალის სხვა ჯგუფებთანაც.
საქართველოში ბოჟკოვის გამოჩენისა და ქართულ ლატარიასთან მისი კავშირების შესახებ პირველად ინფორმაცია On.ge-მ გამოაქვეყნა.
ბოჟკოვმა ბულგარეთში აზარტული თამაშების ბიზნესი 90-ანი წლების დასაწყისში, ქვეყნის საბჭოთა კავშირის გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლების შემდეგ წამოიწყო. 1992 წელს დაარეგისტრირა ფინანსური კომპანია Nove, ხოლო 1993 წელს - კომპანია Eurofootball. ორივე კომპანია, განსხვავებული სახელებით, დღემდე ფუნქციონირებს.
1993 წელს ბოჟკოვმა, პარტნიორებთან ერთად, კაზინო IGM დააფუძნა. ამ ბიზნესში მისი პარტნიორი იყო ილია პავლოვი, რომელიც 2003 წელს მოკლეს. ერთი დღით ადრე კი პავლოვმა ბულგარეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ანდრეი ლუკანოვის მკვლელობის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. წლების განმავლობაში IGM ბულგარეთის აზარტული თამაშების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშე იყო.
ლატარიის ლიცენზიის მფლობელი ახალი კომპანიის მეწილე, ბოჟკოვთან ერთად, კობა ღურწკაიაცაა. იგი შპს სი ბი ეს ჯგუფის (CBS Group) აღმასრულებელი დირექტორია. სი ბი ეს ჯგუფი ჰოლდინგში აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა კავკასუს ონლაინი, ბილაინი, რკინიგზის ტელეკომი, GMC ჯგუფი, რომელშიც შედის თბილისის მაღალი კლასის რესტორნები და თბილისის მუნიციპალური მიკროავტობუსი. ღურწკაია Iberia Wine Company-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელიცაა.
კავკასუს ონლაინი ფლობს ქალაქ სოფიაში რეგისტრირებული Caucasus Cable System Bulgaria-ს 100 პროცენტს. კავკასუს ონლაინმა და ბულგარულმა Sofia Connect-მა შექმნეს კომპანია Caucasus Cable System შავი ზღვის სანაპიროზე წყალქვეშა კაბელის გასაყვანად. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერნეტ მარშრუტი ევროპის, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის.
ჰოლდინგ სი ბი ეს ჯგუფის წევრია შპს Georgian Service Network-ც, რომელიც ბულგარული კომპანია Daisy Technology-ის წარმომადგენელია საქართველოში. GSN-ის 50 პროცენტს ბულგარელები ფლობენ: შპს Daisy Technology (1%) და ბულგარეთის მოქალაქე ივაილო ველევი (49%). კომპანიის საქმიანობა საქართველოში ახალი GPRS სისტემის საკონტროლო სალარო აპარატების რეალიზაციასა და ტექნიკურ-საგარანტიო მომსახურებას უკავშირდება.
ლატარიის კომპანია ბილეთების გაყიდვას თებერვლიდან გეგმავს. ფინანსთა სამინისტრომ არ გვიპასუხა, რატომ გადასცა ბოჟკოვის კომპანიას ლატარიის ჩატარების ლიცენზია. ბოჟკოვთან პარტნიორობის შესახებ კითხვებს არც სი ბი ეს ჯგუფმა უპასუხა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები