თბილისის მერია მთაწმინდის პანთეონის რესტავრაციისთვის 115 ათასის დახარჯვას გეგმავს
თბილისის მერიამ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი აღდგენა-რესტავრაცია მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 115 591 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში მერიამ შპს სენსონს დაუკვეთა პანთეონის აღდგენა-რესტავრაციის პროექტის მომზადება. აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთულია შპს სენსონის მიერ მომზადებული პროექტიც.
პროექტის მიხედვით, მთაწმინდის პანთეონში არაერთი საზოგადო მოღვაწის საფლავია დაზიანებული, ზოგი ქვა გაბზარულია, ზოგან კი წარწერა მყარად არ არის მიმაგრებული ქვასთან. დოკუმენტაციაში დეტალურადაა აღწერილი ყველა დაზიანება და შესასრულებელი სამუშაო.
შპს სენსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში საუბარია პანთეონის დაარსების ისტორიასა და იქ დასაფლავებულ ადამიანებზე.
თბილისში პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა 1915 წელს აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში. პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის
გარდაცვალების მე-100 წლისთავზე.
მთაწმინდის პანთეონში დაკრძალულნი არიან:
XIX-XX საუკუნეების მწერლები და საზოგადო მოღვაწენი
- ალექსანდრე გრიბოედოვი (1857);
- ნინო ჭავჭავაძე (1857)
- დიმიტრი ყიფიანი (1887)
- ილია ჭავჭავაძე (1907)
- აკაკი წერეთელი (1915)
- ოლღა გურამიშვილი (1927)
- ნიკო ნიკოლაძე (1928 )
- დავით ერისთავი (ნეშტი გადმოასვენეს კალოუბნის ეკლესიიდან 1930)
- დავით კლდიაშვილი (1931 )
- ზაქარია ჭიჭინაძე (1931)
- ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი (1932)
- ვასილ ბარნოვი (1934)
- ვაჟა-ფშაველა (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან 1935)
- ნიკოლოზ ბარათაშვილი (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან 1938)
- იაკობ გოგებაშვილი (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან 1940)
- მერაბ კოსტავა (1989 წელი)
- ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გადმოსვენებულ იქნა2005 წელს საფრანგეთიდან)
- ზვიად გამსახურდია (2007 წელს ჩეჩნეთიდან გადმოსვენებულ იქნა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი)
საბჭოთა ეპოქის მწერლები
- შალვა დადიანი (1959);
- გალაკტიონ ტაბიძე (1959);
- ლეო ქიაჩელი (1963);
- იოსებ გრიშაშვილი (1965);
- გიორგი ლეონიძე (1966);
- სიმონ ჩიქოვანი (1966 );
- ოთარ ჭილაძე (2009 );
- ნოდარ დუმბაძე (ნეშტი გადმოასვენეს საბავშვო ქალაქ „მზიურიდან“ (2009);
- ანა კალანდაძე (2008 წელი);
- მუხრან მაჭავარიანი (2010 წელი).
ხელოვნების მოღვაწენი
- ვასო აბაშიძე (გადმოსვენებულია 1926 წ.);
- ლადო გუდიაშვილი (1980 წ.);
- სერგო ზაქარიაძე (1971 წ.);
- კოტე მარჯანიშვილი (ნეშტი გადმოასვენეს თბილისის ოპერისა და ბალეტის
თეატრის სკვერიდან 1964); - იაკობ ნიკოლაძე (1951 წ.);
- ივანე ფალიაშვილი (1934 წ.);
- აკაკი ხორავა (1972 წ.).
მეცნიერები
- ნიკოლოზ ბერძენიშვილი;
- ილია ვეკუა;
- ექვთიმე თაყაიშვილი (ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონიდან);
- ნიკოლოზ მუსხელიშვილი;
- ალექსანდრე ცაგარელი;
- მოსე ჯანაშვილი;
- სიმონ ჯანაშია.
აგრეთვე
- ე.გელაძე-ჯუღაშვილისა - კეკე ( ი. ბ. სტალინის დედა)
პანთეონში იყვნენ
- სილიბისტრო თოდრია (ნეშტი გადასვენებულია ვაკის სასაფლაოზე);
- ფილიპე მახარაძე (ნეშტი გადასვენებულია კუკიის სასაფლაოზე);
- მიხეილ (მიხა) ცხაკაია (ნეშტი გადასვენებულია კუკიის სასაფლაოზე).
მთაწმინდის პანთეონი რამდენიმე წლის წინ დახურულად გამოცხადდა, თუმცა 9 ნოემბერს იქ დაასაფლავეს ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც 2017 წლის 6 ნოემბერს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები