ლუის სი ქეის პირველი კომენტარი სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე: ეს ისტორიები ნამდვილია
ფოტო: Getty Images
ამერიკელი იუმორისტი ლუის სი ქეი მის წინააღმდეგ წარდგენილ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხუთივე ისტორია სიმართლეა. სი ქეი ბოდიშს იხდის.
"ეს ისტორიები ნამდვილია. ამ დროს, მე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ჩემს საქციელში პრობლემა არ იყო, რადგან ქალებს ჩემს პენისს გაფრთხილების გარეშე არ ვაჩვენებდი. მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ როდესაც შენი ძალაუფლებით სხვა ადამინზე მაღლა დგახარ, მათთვის იმის თქმა, რომ შენს პენისს შეხედონ, კითხვა არაა. ეს მათთვის არასასიამოვნო, რთული მდგომარეობაა. ამ ქალებზე ჩემი ძალაუფლება ის იყო, რომ ისინი ჩემით აღტაცებულნი იყვნენ და მე ამ მდგომარეობას უპასუხისმგებლოდ მოვექეცი" - წერს სი ქეი.
ლუის სი ქეი ამბობს, რომ ამ ქმედებებს საკუთარ თავს არ პატიობს და მათგან გაქცევას ცდილობდა:
"მე ასევე ვისარგებლე იმ ფაქტით, რომ იმ საზოგადოებაში, რომელთან ერთადაც ვცხოვრობით, მე ფართოდ აღიარებული ვიყავი, რაც კიდევ უფრო ართულებდა ამ ქალებისთვის მათი გამოცდილების მოყოლას. იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც მე მაფასებდნენ, მათ არ მოუსმენდნენ. მე არ ვფიქრობდი, რომ ჩემი მდგომარეობა მეხმარებოდა ამ ყველაფრის გაკეთებაში".
ლუის სი ქეი ამბობს, რომ, ისურვებდა მისი მსხვერპლი ქალებისთვის კარგი კაცის მაგალითი ყოფილიყო და მათ პროფესიულად განვითარებაში დახმარებოდა, რადგან, მისი თქმით, ამ ქალების ნიჭით ისიც აღტაცებული იყო.
"ყველაზე რთული იმ სინანულის შეგრძნებაა, როცა იცი, რომ ვიღაცას გული ატკინე" - ამბობს სი ქეი და დასძენს, რომ მისი მსხვერპლი ქალების გარდა იმ ადამიანებსაც გულისხმობს, რომლებიც მას კარიერით და პირადი ცხოვრებით უკავშირდებიან.
"მე ტკივილი მოვუტანე ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს შვილებს და ჩემი შვილების დედას. ჩემი გრძელი და იღბლიანი კარიერის განმავლობაში ვლაპარაკობდი და ვამბობდი იმას, რაც მსურდა. ახლა კი ნაბიჯს უკან ვდგამ და დიდ დროს თქვენს მოსმენაში გავატარებ" - წერს ლუის სი ქეი.
ლუის სი ქეი სექსუალურ შევიწროებაში ხუთმა ქალმა დაადანაშაულა. The New York Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2002 წელს ლუის სი ქეი ორი იუმორისტი ქალის წინაშე მასტურბირებდა. 2003 წელს ის ასევე კომედიანტ ქალთან ტელეფონზე საუბრის დროს მასტურბირებდა, 2005 წელს კი მან მორიგ იუმორისტ ქალს სთხოვა, რომ მის წინაშე იმასტურბირებდა, რაზეც უარი მიიღო. HBO-ში დასაქმებულმა ქალმა ასევე დაადანაშაულა სი ქეი მის წინაშე მასტურბირებაში.
ქალები, რომლებიც სი ქეის 2002 წელს მომხდარ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ მათ ინციდენტის შესახებ ხმამაღლა ისაუბრეს, თუმცა მოგვიანებით შეიტყვეს, რომ სი ქეის მენეჯერი, დევიდ ბექი, მათზე გაბრაზებული იყო და კარიერის დაკარგვის შიშით გაჩუმდნენ.
ქალი, რომელიც სი ქეის 2003 წელს სატელეფონო საუბრისას მასტურბაციაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მას მასტურბაციის ხმები ესმოდა, ამის გარდა ლუისი მას სექსუალურ ფანტაზიებზე ესაუბრებოდა, მძიმედ სუნთქავდა და დაბალ ხმაზე ესაუბრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, HBO-მ სი ქეისთან სამომავლო ურთიერთობა გაწყვიტა და მისი სთენდაფები თავისი ონლაინ სერვისიდან აიღო. HBO-ზე 18 ნოემბრიდან Night of Too Many Stars: America Unites for Autism Programs იწყება, რომლის ერთერთი მონაწილე ლუის სი ქეიც უნდა ყოფილიყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები