რუსეთის შეკავების ახალი მექანიზმი და ცივი ომი ძველი ტაქტიკით
ფოტო: AP
ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთის შეკავებისთვის სპეციალური ფართომასშტაბიანი ზომების მიღებაა საჭირო. კონგრესის ორივე პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტებში უკვე შეათანხმეს კანონპროექტი, რომელიც 4,6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ევროპაში რუსეთის შეკავება საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც გულისხმობს. კონკრეტულად, რა შეიძლება მოიაზრებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით, იქნება ეს სამხედრო, ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება. ამის შესახებ ჩვენთან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა ისაუბრა:
"მე ვფიქრობ, კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ მოვლენას. ესაა დადასტურება, ილუსტრაცია იმისა, რომ დასავლეთი, აშშ-ის ლიდერობით უკვე ძალიან კარგად ერკვევა, რა ხარისხის საფრთხე მოდის რუსეთის ფედერაციისგან, არა მხოლოდ უშუალოდ მეზობლებთან, არამედ ევროპულ უსაფრთხოებასთან მიმართებითაც. როდესაც ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი იქმნება, რომელსაც ორივე პარლამენტისა და პრეზიდენტის მხარდაჭერა აქვს, ის გრძელვადიანად მუშაობს. ეს იქნება ზეწოლისა და ზეგავლენის ინსტრუმენტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი თავის აგრესიულ და რევიზიონისტულ პოლიტიკას განახორციელებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირდაპირაა მოხსენებული ტექსტში, როგორც ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი და საჭიროებები, რაც დადგება ქვეყნის წინაშე, მოემსახურება ეს რესურსი. ჩვენ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ვართ რუსეთის მხრიდან. ეს ცნობილი პარადიგმაა ჰიბრიდული ომების, რომლის ინსტრუმენტები გამოიყენება ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორც არის პროპაგანდა, კიბერშეტევები, კამპანიები, რომელიც ცალსახად სამხედრო კამპანიის სახეს არ ატარებს, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს სახელმწიფოს."
ზოგადად, არაპროგნოზირებად რუსეთში დასავლეთი საფრთხეს ხედავს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხები ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისკენაც იქნება მიმართული. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევს საქართველოსთვის პრიორიტეტულად, რაც აშშ-ის ინიციატივით შესაძლოა იყოს მხარდაჭერილი, დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ ეს ეროვნული საკითხია:
"დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეროვნული მედეგობის გაზრდა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ეროვნული მიდგომით და იმ კომპონენტების გააქტიურებით, რაც ითვალისწინებს საზოგადოებრივ ჩართულობას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, მედია რესურსების გაძლიერებას. აქ არაა საუბარი სამხედრო და შეიარაღებულ ძალებზე, რასაც სხვა ტიპის პროგრამების ფარგლებში ახორციელებს აშშ."
იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი რუსული საფრთხეების განეიტრალებას ცდილობს, ამ საფრთხეებს შორის კი არც თუ უმნიშვნელო ადგილი პროპაგანდას უკავია, ქართული საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ორჯერ ასრულებდა ქვეყანაში, რუსული მედიით პუტინის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს და აცხადებს, რომ ის მისაბაძი პრეზიდენტია.
უშიშროების საბჭოს მდივანი ამის შესახებ აცხადებს: "როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური წარსული მქონე ადამიანი ხდება რუსული ნარატივის ტირაჟირების თანაავტორი, ბევრი ადამიანის გონებაში ეს დაბნეულობას იწვევს. ამ ნარატივის ნაწილია ის, რომ თურმე რუსეთში არის პლურალიზმი, სამართალი, თურმე ის ღირებულებების სისტემაზეა აგებული, რომელიც დასაცავია. ამგვარი ნარატივების ტირაჟირება საქართველოში სახიფათოა, ის დაბნეულობას იწვევს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამება. პუტინი ხომ მართლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ მოწადინებული პოლიტიკოსია, ის ხომ თავისი ქმედებებით ყოველთვის ცდილობს საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეასუსტოს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა და მათი პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ამბობენ, რა პოზიციაზე დგანან და რას ემსახურებიან."
ამერიკის ხმასთან საუბრისას რონდელის ფონდის მკვლევარი, შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ დღეს სახეზე გვაქვს ისეთი მწვავე დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის, როგორიც ცივი ომის დროს იყო. თუმცა, ამჯერად ამ პროცესს ეს სახელი არ აქვს. "რუსეთი იგივე ტაქტიკას იყენებს, რასაც ცივი ომის დროს იყენებდა," - ამბობს უტიაშვილი.
"აშკარაა, რომ ჩვენ შევედით ახალი დაპირისპირების ეპოქაში, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს აღარ მოსწონს არსებული მსოფლიო წესრიგი და ცდილობს მის შეცვლას. რუსეთის ამ მცდელობას წინ ეღობება "ფრონტისპირა" სახელმწიფოები: საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები. დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გაამაგროს და დაიცვას ისინი. სხვაგვარად რუსეთის შეჩერება უფრო რთული იქნება," - აცხადებს იგი.
ჩვენს კითხვაზე იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ვუწოდოთ "სკანდალური" თავად კანონპროექტის სათაურს ("ევროპაში რუსეთის შეკავება"), უტიაშვილი ამბობს, რომ ეს სკანდალური, შესაძლოა, რამდენიმე წლის წინ მოგვჩვენებოდა.
"მართალია, ამ პერიოდს "ახალ ცივ ომს" არ არქმევენ, მაგრამ ის, რომ თანამშრომლობის ეპოქიდან გადავედით კონფრონტაციის ეპოქაში, ამას ყველა აღიარებს. თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პოლიტიკა შეკავება იყო - ესეც ცნობილია. ტერმინი "ცივი ომი" ყურს ჭრის ყველას, მაგრამ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახალი გლობალური დაპირისპირების ეპოქაში, ცხადია. ისიც აშკარაა, რომ რუსეთი იგივე ტაქტიკას იყენებს, რასაც ცივი ომის დროს იყენებდა."
4,6 მილიარდი დოლარის გამოყოფა ევროპაში რუსეთის შეკავების მიზნით აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტში გაიწერება მას შემდეგ, რაც მას წარმომადგენელთა პალატა და სენატი მიიღებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები