რუსეთიდან მართული ტვიტერის ყალბი ექაუნთები ძირითადად ბრექსიტის სასარგებლო ბმულებს აქვეყნებდნენ
გავრცელებული აზრი რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ არჩევნებში, კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 400 ყალბი ტვიტერის ექაუნთის შესახებ, რომელიც სანქტ-პეტერბურგის ე.წ. ტროლების ქარხნიდან იმართებოდა. აღნიშნული ყალბი ექაუნთები ძირითადად ბრექსიტის შესახებ ბმულებს აქვეყნებდნენ.
The Guardian წერს, რომ ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაშკარევეს ტვიტერის 419 ყალბი ექაუნთი, რომლებიც ძირითადად ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის სასარგებლო ბმულებს და ინფორმაციას აქვეყნებდნენ და აზიარებდნენ. დაახლოებით, 3 ათას ყალბ ექაუნთზე ავრცელებს ინფორმაციას ტვიტერი აშშ-ში.
ყალბი ექაუნთები ძირითადად ანტიევროპული ხასიათის ინფორმაციას აზიარებდნენ. გამოკვეთილი იყო, ასევე, ანტისაიმიგრაციო და ანტიისლამური ხასიათის პუბლიკაციებიც.
კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარის, დემიენ ქოლინზის განცხადებით, რუსეთი სხვადასხვა საინფორმაციო არხით, აქტიურად ერევა ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ცდილობს საზოგადოებრივი აზრის რუსეთის სასარგებლოდ შეცვლას, პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციას. აღნიშნული კომიტეტი საზოგადოებრივი დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების საკითხზე მუშაობს.
"როგორც ჩანს, რუსეთმა შექმნა და ჩამოაყალიბა დეზინფორმაციის გავრცელების უზარმაზარი ქსელი, მათ შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ თუ რამდენად გავრცელებულია ეს მოვლენა და როგორ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე", - მიაჩნია ქოლინზს, რომელმაც ტვიტერისგან, ასევე, მოითხოვა ყველა ყალბი ექაუნთისა და დეზინფორმაციის შემთხვევების სრული გასაჯაროვება.
რუსეთის ჩარევისა და დეზინფორმაციის საკითხი ბრიტანეთში განსაკუთრებით, აქტუალური გახდა აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენების შემდეგ. აღნიშნულ მოსმენებზე ტვიტერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, დაახლლოებით, 3 ათასამდე ყალბი ექაუნთი აქტიურად აზიარებდა ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო ინფორმაციას. კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელია მხოლოდ აისბერგის წვერია.
ყალბი ექაუნთების გარდა სხვადასხვა მედიასაშუალება, ათასობით დაქირავებული ბლოგერი სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად ავრეცელებდა ყალბ ახალ ამბებსა და ანტიდასავლური ხასიათის ინფორმაციას. აღნიშნულ საკითხზე, ასევე, განაცხადა ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ. პრემიერის თქმით, რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამართალს რომელზეც, უკლებლივ ყველა ქვეყანაა დამოკიდებული.
რუსეთის ჩარევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტვიტერის იმ ექაუნთების ნახევარი, რომელიც კატალონიის გამოყოფას უჭერდა მხარს, რუსეთშია დარეგისტრირებული, ხოლო 30 პროცენტი ვენესუელაში.
ამერიკის კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ჩარევის დამადასტურებული სხვადასხვა დოკუმენტაცია შეაგროვა, მათ შორის, ასობით ყალბი ფეისბუკის ექაუნთი, რომელიც რუსეთშია დარეგისტრირებული. ყალბი ექაუნთების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კონგრესის ცნობით, 126 მილიონი ამერიკელი გაეცნო.
აღნიშნული ბრალდებებს სრულად უარყოფს რუსული მხარე. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს არჩევნებს დასავლეთში, თუმცა არასდროს არ ჩავრეულვართ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ რუსეთში დიდი სიხარულით შეეგებნენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას, ასევე, ზეიმის საბაბი გახდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება. შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთში იმედოვნებდნენ, რომ ბრიტანეთის გამოყოფა და ტრამპის გამარჯვება შეასუსტებდა წნეხსა და სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარება არსებული ხმაურის ფონზე ნაკლებად სავარაუდოა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები