შენჯენი — ჩინეთის სილიკონის ველი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს ბლოგში Medium-ზე.
იცოდით თუ არა რომ, სხვადასხვა შეფასებებით მთელი მსოფლიოს კომპიუტერებისა და მობილურების 80–90% მდე ჩინეთის ქალაქ შენჯენში მზადდება. ჩემი კომპანიის Huawei-ის სათაო ოფისიც ამ ქალაქშია, ამიტომაც ბევრი რამ საინტერესო და გასაოცარი მაქვს მოსაყოლი საკუთარი თვალით ნანახი თუ პირველი პირიდან მოსმენილი.
შანხაისა და პეკინის ცათამბჯენების სურათები ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, ამ მხრივ არც შენჯენი ჩამოუვარდება ჩინეთის სხვა მეგაპოლისებს, ამიტომ ისედაც რომ იცით იმის ნაცვლად, ერთი-ორ ისეთს მოგიყვებით მეც რომ გამაოცა და განმაცვიფრა.
ელექტრონიკის ბაზრობა
ელექტრონიკისა და რობოტიკის მოყვარულთა მექქა — განთქმული Shenzhen Electrnic Market-ი ჩინურად Huaqiangbei სინამდვილეში რამდენიმე ათეული მრავალსართულიანი შენობის ერთობლიობას წარმოადგენს. როგორც წესი სართულები თემატურადაა გადანაწილებული მაგ. ერთ სართულზე მხოლოდ LED, მეორეზე მხოლოდ დრონები, მესამეზე — ეკრანები და ა.შ. შენობები მხოლოდ ფართსა და საწყობ სივრცეს აქირავებენ. დახლები ინდივიდუალურ მეწარმეებს ეკუთვნის, რომლებიც ჩვენი ვაგზლისა და ისნის ბაზრობის მაგვარად hi-tech ელექტრონიკით ვაჭრობენ.
საინტერესო სანახავია საბითუმო გარიგებებისათვის განკუთვნილი სააუქციონე სივრცე. აქ შეგიძლიათ ათასობით hi-end ნოუთბუკისა თუ უიაფესი USB-Blootooth-ვენტილატორის შეძენა, სურვილისამებრ “სახლზე მოტანით” მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ყველაზე საინტერესო მაინც მწარმოებლებთან შეხვედრაა. ვთქვათ ელექტრონიკაში ერკვევით და რამე მოწყობილობისა თუ გაჯეტის შექმნის იდეა გაქვთ. მოდიხართ აქ, ხვდებით მწარმოებელს, აცნობთ ნახაზებს, აგებინეთ რა გნებავთ და … ერთ თვეში მაგიდაზე თქვენი პროდუქტის რამოდენიმე საცდელი ეგზემპლიარი გიდევთ, ორ-სამ თვეში კი პირველი პარტია ჩამოგდით.
ტაქსის მძღოლები და თავგადასავალი პოლიციაში
ტაქსის მძღოლები არ ლაპარაკობენ ინგლისურად. ინგლისურად კი არა, ბევრს წერა-კითხვა უჭირს. ახლა მეტყვით ასე განზოგადებაც არ შეიძლებაო, იქნებ შენ ვინც შეგხვდა ის არ ლაპარაკობდაო გამამტყუნებთ. არა, სინამდვილეში საქმე ბევრად მარტივადაა - ვინც ინგლისური იცის იმას სხვა სამსახური აქვს, იქ სადაც შრომითი ბაზარი მოთხოვნა მიწოდების კანონებს ემორჩილება ხალხი თავისი შესაძლებლობისამებრაა დასაქმებული. ვერა, ჩვენსავით “ორუმაღლესიან” ტაქსის მძღოლს ვერ შეხვდებით.
მარტივი ყოველდღიური კომუნიკაციისათვის ტაქსის მძღოლსა თუ გამყიდველთან ვსარგებლობდი Google Translate-ით offline რეჟიმში. სინქრონული ორმხრივი თარგმნის ფუნქციის გამოყენებით თითქმის უწყვეტი საუბრების წარმოებაც კია შესაძლებელი, თუკი ორივე მხარე შედარებით მარტივი წინადადებებითა და გარკვევით ილაპარაკებს.
“რა არ უნდა დაგემართოს ჩინეთში” TOP 5 სიის პირველ ადგილზე დგას პასპორტის დაკარგვა.
მერფის კანონი იყო თუ კანონზომიერება მოკლედ პასპორტი დავკარგე და როგორც საზღვარზე ჩემთვის გადმოცემულ ინსტრუქციაში ეწერა (იხ. სურათი) როგორც ჩვეულებრივი რიგითი “Alien”-ი გამოვცხადდი პოლიციაში. სპოილერი: პასპორტი სამსახურში იპოვეს და მოგვიანებით დამიბრუნეს, აქ სხვა რამის თქმა მინდა, ჩემს მიერ პოლიციაში განაცხადის გაკეთების გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ.
მოკლედ დიდი ძრწოლვით მივაღწიე პოლიციას სადაც ჩრდილო კორეის დააფგრეიდებულ ვერსიას მოველოდი. დამხვდა ეს:
- შემომეგება პატრულის სტილში ჩაცმული, თანამედროვედ აღჭურვილი მომღიმარი ახალგაზრდა.
- პოლიციის მისაღებიდან საოფისე სივრცეში გამავალი კარი როგორც ჰოლივუდის საუკეთესო ფილმებშია თვალის გუგის მიშუქებით გააღო.
- ქამრიდან რეზინის სქელ დამცავ ჩარჩოში ჩასმული პლანშეტი-თარჯიმანი ამოიღო, მაგიდაზე დადო და მისი საშუალებით ჩემი მონაცემები და პასპორტის დაკარგვის გარემოებები გამომკითხა.
- ერთი ღილაკის დაჭერით ჩვენი ორენოვანი გასაუბრების პროტოკოლი პრინტერზე ამოუშვა, ხელი მომაწერინა და სიახლის შემთხვევაში WeCaht-ით ( ჩინური WhatsApp-ი) დაკავშირებას დამპირდა.
ეგ კიდე არაფერი, ზოგიერთ მზესუმზირისა და ნაყინის გამყიდველთან მობილურიდან ბარკოდის დასკანირებითაა შესაძლებელი უნაღდო გადახდა. მეტნაკლებად სოლიდურ ბიზნესებზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია.
რატომ ვერ დაეხმარა გუტენბერგი ჩინელებს
გუტენბერგის მიერ გამოგონებული სტამბა ძალზე მარტივი მოწყობილობაა.
ეს არის ჩარჩო + რამდენი ასო და სიმბოლოც გაქვს ენაში, იმდენ უჯრიანი შტამპების სეტი. ასეთი ტიპის სტამბამ სწრაფი გავრცელება ჰპოვა რამაც 15 დან 18 საუკუნემდე მთელს ევროპაში დამზადებული წიგნის ასლების რაოდენობა წელიწადში რამოდენიმე ასეულიდან რამოდენიმე მილიონზე აიყვანა. ამან წიგნიერების სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი და შედეგად ფეოდალიზმის დასასრულისა და ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
ეს საოცრება სანამ ჩემით არ ვნახე ბოლომდე არ მქონდა გააზრებული. ეს არის მუზეუმში გადაღებული ჩინური სტამბისათვის საჭირო შტამპების რაოდენობის მესამედი.
ამით იმის თქმა მინდა რომ, გუტენბერგის საბეჭდმა მანქანამ დიდად ვერ შეცვალა წიგნიერების სიტუაცია ჩინეთში. სამაგიეროდ კომპიუტერი ჩინური წიგნიერებისა და განათლებისათვის ბევრად უფრო დიდი ნახტომი აღმოჩნდა, ვიდრე ევროპულისათვის და ჩინელების ძალზე დაგვიანებული ინდუსტრიალიზაციაც ნაწილობრივ ამის მიზეზი თუ დამსახურება მგონია.
მეთევზეთა სოფლიდან მსოფლიო ქალაქამდე
ცენტრალური მოედნები და სკვერები ჩინეთშიც და რიოშიც რომ ლამაზად და სუფთად გამოიყურება ცხადია არავის უკვირს. აი ეს არის შენჯენის გარეუბანი, როგორც ახსნის შედეგად გავიგე, ჩვენი ვაზისუბნისა და გლდანის ექვივალენტი.
ეს 15 მილიონიანი ქალაქი ერთ დროს მეთევზეთა დასახლების ადგილას დაარსდა. ოთხმოციან წლებში დენ ქსიაოპინგ-ის ეკონომიკური რეფორმის ერეთ-ერთი ღონისძიება იყო ე.წ. “სპეციალურ ეკონომიკური ზონის” შექმნა ამ ადგილას, ჰონკონგის სიახლოვეს. გამარტივებულად რომ ვთქვათ დიდი ღობე ააშენეს და ამ ღობის იქით იმდროინდელი ჩინეთის სოციალიზმი იყო თუ კომუნიზმი მთლიანად გამორთეს. დაუშვეს კერძო საკუთრება მიწის ჩათვლით, მათ შორის უცხოელებზე. დაუშვეს ნებისმიერი ვალუტის მიმოქცევა, გააუქმეს ერთი სახის გადასახადის გარდა ყველა. შექმნეს გავლენისგან თავისუფალი(ბიზნეს საკითხებში) სასამართლო და პოლიცია. მიუშვეს ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.
ამან შედეგად პროვინციებიდან ხალხის მასობრივი მიგრაცია გამოიწვია. იქმნებოდა ქარხნები და საწარმოები. გლეხები ტოვებდნენ ტრადიციულ ბრინჯის ფერმებს, სადაც მონსუნთან ბრძოლით ქანცგაწყვეტილები საარსებო მინიმუმს ძლივს შოულობდნენ და მოდიოდნენ ქალაქში.
შენჯენი 1980–2011
ინდუსტრიულ ბუმსა და მიგრაციას ახლდა სამშენებლო ბუმიც. ჰოდა ზემოთ რომ მწვანეში ჩაძირული კოპწია კორპუსები ჩანს და ქუჩებზე მოძრავი ელექტრო ავტობუსებსა და ელექტრო ტაქსებს ხედავთ, ყოველთვის ასე როდი იყო.
სახელმწიფო არამარტო ეკონომიკაში არამედ ქალაქის მშენებლობაშიც ნაკლებად ერეოდა. სახლები ერთმანეთზე მიტყუპებით შენდებოდა, ყოველგვარი სტანდარტის მიღმა, ხშირად კანალიზაციისა და წყალმომარაგების გარეშე. სახლის მობინადრეები როგორც კი ფინანსურად მომძლავრდებოდნენ მაშინ დააშენებდნენ სახლს წყლის ბაკს. კანალიზაციის მილსაც მერე მიამაგრებდნენ გარედან. კანტიკუნტად მაგ დროის შენობები დღესაცაა შემორჩენილი ქალაქში. დგას ცარიელი და დანგრევას ელოდება.
მოკლედ ეს ქალაქი სულ რაღაც 30 წელიწადში აი ასე “გაიქაჩა”. შენჯენით ჩემს აღფრთოვანებას რომ ვერ ვმალავდი ჩემი ჩინელი კოლეგები სულ მახსენებდნენ — “შენ ხომ გესმის აქ და შანხაიში რასაც ხედავ ეს დანარჩენ ჩინეთზე არ ვრცელდებაო”. ანუ მხოლოდ ჩინურ ხასიათს და ჰავას ვერ მივაწერთ ამ ქალაქის აღზევებას. არც სახელმწიფო სუბსიდიების ბრალი უნდა იყოს. ამ “სპეციალური ზონების” შექმნით სახელმწიფო პირიქით ცდილობდა იქ უცხოური ფული მოეზიდა და არა თავისი ფული ჩაეტენა. არც გლეხები დაუკავებიათ მაღალმთიან ბრინჯის მინდვრებზე და არც მონსუნისგან დაზარალებულებისათვის ანაზღაურებით მგონია დანაკარგი. არც ერთმანეთზე მიტყუპებული სახლები დაუნგრევინებიათ და არც “ინოვაციური ტექნოლოგიები” დაუფინანსებიათ. აბა რა ქნეს? უბრალოდ შემოღობეს და შეეშვნენ. ჩვენც რო შემოვღობოთ ჩვენი წილხვედრი და შევეშვათ. ვერა?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები