ევროსაბჭოს კომისარი ომბუდსმენის მიმართ კრიტიკაზე: მსგავსი თავდასხმა მიუღებლად მიმაჩნია
ფოტო: FrontNews International
ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისარმა ნილ მუიჟნიეკსმა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მიმართ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული შეფასება დაგმო და მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ წერს FrontNews International.
"შეშფოთებული ვარ იმით, რომ მსგავსმა სიტყვიერმა დაპირისპირებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ეფექტურობას. როგორც ყველა ომბუდსმენის მსგავსად, სახალხო დამცველმა უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებების დასაცავად, შეამოწმოს მთავრობების ძალაუფლება და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. აქედან გამომდინარე, მისი მთავარი ფუნქციაა კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და ანგარიშებში ამის ასახვა", - ნათქვამია კომისრის განცხადებაში.
კომისრის თქმით, ხელისუფლება შესაძლოა ხშირად არ ეთანხმებოდეს სახალხო დამცველის კრიტიკას და მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენმა თავისი ამოცანების შესრულება შეუფერხებლად განაგრძოს:
"ამ მიზეზის გამო სახალხო დამცველის ინსტიტუტზე მსგავსი თავდასხმა მიუღებლად მიმაჩნია. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, ვინც ჩართულია დებატებში, თავი შეიკავოს იმ განცხადებებისგან, რომელსაც სახალხო დამცველის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება შეუძლია ან, შეიძლება, მის საქმიანობაზე იქონიოს გავლენა".
სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული კრიტიკა
გუშინ, 16 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო ომბუდსმენია. მან ომბუდსმენის საქმიანობა ე.წ. ციანიდის საქმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ შეაფასა.
სახალხო დამცველის ე.წ. ციანიდის საქმის მონიტრინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომები არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართა, თუმცა გამოძიების პროცესში დაშვებულმა დარღვევებმა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
მმართველი პარტიისა და პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, შოთა შალელაშვილის თქმით, "ასეთი უპასუხისმგებლო" განცხადება, როგორიც წულუკიანმა გააკეთა, ქართული ოცნების არც ერთ ლიდერს გაუკეთებია. საპარლამენტო უმრავლესობიდან ის ერთადერთი დეპუტატია, ვინც მინისტრი მისი შეფასების გამო გააკრიტიკა.
იუსტიციის მინისტრის შემდეგ სახალხო დამცველი ჯანდაცვის მინისტრმაც, დავით სერგეენკომაც გააკრიტიკა. მისი თქმით, არავის აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მისივე თქმით, ის უერთდება იუსტიციის მინისტრის განცხადებას.
შალელაშვილის განცხადებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ჯერ გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს გარეთ განცხადებები. მისივე თქმით, თეა წულუკიანს აქვს იმის მორალური უფლება, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა შეაფასოს.
ომბუდსმენის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათივე განმარტებით, მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ.
მათივე განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები