გალერია თბილისში H&M-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა - ფოტორეპორტაჟი
ფოტო: On.ge
დღეს, 12:00 სთ-ზე, გალერია თბილისში, შვედური ბრენდის, H&M-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, გახსნის ცერემონიას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა. მაღაზიის დათვალიერებისა და ტანსაცმლის მყიდველთა რიცხვი იმდენად ბევრი იყო, რომ რიგი თავისუფლების მოედნის მეტროდან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე გრძელდებოდა.
რიგებს შორის, დაცვის თანამშრომლებს, სპეციალური ბარიერები ჰქონდათ ჩადგმული, რათა თავიდან აეცილებინათ ქაოსი და ჭყლეტვა.
გალერია თბილისის შენობასთან საზეიმო ღონისძიება 11:30 სთ-ზე დაიწყო, რომელიც H&M-ის კონსულტანტებმა ორიგინალურად გახსნეს. ცერემონიას მსახიობი სალომე კოკუაშვილი და ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია უძღვებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად Dj Rembo აფორმებდა, რომლის დაკრულ მუსიკაზე რიგში მდგომი ადამიანები ენერგიულად ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.
H&M-ის გადაწყვეტილებით, ყველაზე მონდომებული მომხმარებლები ფასდაკლების ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. კერძოდ, იმ ადამიანებმა, ვინც გახსნის ცერემონიაზე პირველი, მეორე და მესამე მივიდნენ, სასაჩუქრე ბარათები მიიღეს. რიგში მყოფ პირველ ადამიანს 200 ლარიანი, მეორეს 100 ლარიანი, ხოლო მესამეს 50 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
რიგში დგომა სხვა მომხმარებლებსაც დაუფასდათ და უსაჩუქროდ არც ისინი დარჩენილან. კომპანიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაზე მისულ პირველ ათას ადამიანს 30 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
მაღაზიის გახსნაზე მოსული ადამიანების განწყობაზე კონსულტანტებიც ზრუნავდნენ, რომლებმაც ჯერ სპეციალური ფლეშმობი შეასრულეს, შემდეგ კი მაღაზიის შესასვლელთან გადაინაცვლეს, საიდანაც გამარჯვებულ მომხმარებლებს ამხნევებდნენ.
H&M-ის მაღაზიის კარები ზუსტად 12:00 სთ-ზე გაიხსნა და პირველ კლიენტებს უმასპინძლა. რამდენიმე წუთში, მაღაზიის სამივე სართულზე ადამიანები სასურველ ტანისამოსს ათვალიერებდნენ და ირგებდნენ. მიუხედავად ხალხმრავლობისა, ქაოსს ადგილი არ ჰქონია. დაცვის თანამშრომლები ზრუნავდნენ, რომ ადამიანები ორგანიზებულად შესულიყვნენ მაღაზიაში, ისე რომ ხელი არავის შეშლოდა.
H&M-ის მაღაზია სამ სართულად იყოფა. პირველ სართულზე ქალების ტანსაცმელია, მეორეზე კაცების, ხოლო მესამეზე ბავშვების. მაღაზიაში ზამთრის კოლექცია ჭარბობს, თუმცა არც ზაფხულის ტანსაცმლის პოვნა გაგიჭირდებათ. ფასები ბრენდის შესაბამისია, რაც ხელმისაწვდომს ნიშნავს. თუ ჯერ კიდევ არ მისულხართ ახლადგახსნილ მაღაზიაში, გეტყვით, რომ ამ დრომდე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ H&M-ის მაღაზიის პირველი გახსნის ცერემონია 16 ნოემბერს შედგა, რომელსაც VIP სტუმრები ესწრებოდნენ. დღეიდან კი, მაღაზიის კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა













კომენტარები