როგორ ასრულებს საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს - ევროპარლამენტის ანგარიში
რა მდგომარეობაა საქართველოში ევროპულ საკანონმდებლო აქტებთან დაახლოების მხრივ და როგორ შესრულდა ასოცირების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები? - ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტმა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მდგომარეობაზე კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტი სამ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ეხება.
"როდესაც ევროკავშირმა საქართველოსთან მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი გააუქმა, თბილისმა ამით ყველაზე პრაქტიკულ ინტეგრაციას მიაღწია. საქართველომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდისკრიმინაციული კანონი და საკანონმდებლო აქტები ადამიანის უფლებათა დასაცავად, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს სასამართლო სისტემისა და პროკურატურის დამოუკიდებულობასთან დაკავშირებით. ეს ინსტიტუტები და ზოგადად პოლიტიკური ცხოვრება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძლიერი ზეგავლენის ქვეშაა", - წერია ევროპარლამენტის კვლევაში.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის უფრო ხელშესახები შედეგების დანახვისათვის, კვლევის ავტორები დაინტერესებული მხარეების უფრო მეტად ინფორმირებულებაზე მიუთითებენ.
პოზიტიურად აფასებენ ენერგეტიკისა და კვების უსაფრთხოების სექტორში აღებული ვალდებულებების შესრულებას.
მიუხედავად ამისა, მაგალითად არის მოყვანილი საქართველოს ეკონომიკის განვითარების დონე მსოფლიო ბანკის მიხედვით, როგორც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა:
"სიღარიბეს, უთანასწორობის მაღალ მაჩვენებელსა და პატერნალისტურ მიდგომებს უარყოფითი ზეგავლენა აქვს ქართული პოლიტიკის დემოკრატიულობაზე, რამეთუ ქვეყნის ბევრ რეგიონში დომინირებენ ადგილობრივი "ბარონები", რომლებიც პოლიტიკურ კონკურენციას ახშობენ".
კვლევაში პრობლემად არის მიჩნეული ქალთა დაბალი ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი ტრადიციული გამოწვევა პატრიარქალურ საზოგადოებაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2013 წელს, ისევ გაიხსნა, შედეგად კი გაიზარდა ქართული ექსპორტი რუსეთში და რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში:
"მიუხედავად ამისა, მთავრობა არც ისე მონდომებული ჩანს რუსეთთან კიდევ უფრო სერიოზულ დიალოგში ჩაებას და ქვეყნის პრო-ევროპული მიმართულება კვლავ ძლიერი რჩება. ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების, 2012 წელს უსაფრთხო და მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილებისა და რუსეთთან და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზების შემდეგ, საქართველო ნამდვილად რჩება სამ ქვეყანას შორის "წარმატების მაგალითად".
ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების შეფასება
ევროპარლამენტის კვლევის თანახმად, 2014 წლიდან 2017 წლამდე 6 კანონი, 24 განკარგულება და 70 საკანონმდებლო ცვლილება მიიღო საქართველომ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დასაახლოებლად.
ამათგან, სანიტრული და ფიტოსანიტარული სტანდარტიზაციის პროგრამა უმნიშვნელოვანესად არის მიჩნეული. თუმცა, ევროპარლამენტი მიღებული საკანონმდებლო აქტების განხორციელებას კვლავ საკვანძო გამოწვევად ტოვებს.
ევროპარლამენტი პოზიტიურად აფასებს იმას, რომ ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების პროგრამის (MFA) ფარგლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესია სიღარიბის დაძლევის, უთანასწორობასთან ბრძოლის, მათ შორის, საყოველთაო, უნივერსალური სამედიცინო დაზღვევის სისტემისა და პენსიების ზრდის მხრივ.
კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებისა, რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მაინც განუხორციელებელი რჩება, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი და ახალი ეროვნული ანტი-კორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ასევე, ნეგატიურად არის შეფასებული ისიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს გარემოს ეროვნული თუ მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რაც კვლევის ავტორების აზრით, ეკონომიკურ სექტორთან ინტეგრაციას უზრუნველყოფდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები