ზურაბ ჯაფარიძე

21 Nov. 2017, 15:24

საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაზე რას ვფიქრობ აღარ გავიმეორებ. ახლა მითხრეს, რომ თურმე ახალი შენობის აშენება აქვთ დაგეგმილი. იქვე, სადაც ახლაა, ქალაქის ცენტრში. ანუ, რამდენიმე მილიონი გადასახადის გადამხდელების ფული უნდა დაიხარჯოს ცენტრში ტელევიზიის შენობის მშენებლობისთვის, რომელსაც არავინ უყურებს. ის ადგილი არის ერთ-ერთი საუკეთესო კომერციული თვალსაზრისით. აუქციონზე რომ გაიტანო, ალბათ ყიდვის მსურველების წყვეტა იქნება. მილიონი რამის გაკეთებაა იქ შესაძლებელი, რაც ეკონომიკურად გამართლებული იქნება, ანუ ფულს კი არ მოითხოვს, არამედ ფულს დაწერს და ხალხს დაასაქმებს. და ვინმეს სჯერა რომ ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რამე მნიშვნელობა აქვს საიდან იმაუწყებლებს, გმირთა მოედნიდან თუ რომელიმე სხვა ქალაქიდან? ამის დათვლას ჰარვარდის დამთავრება სჭირდება? გილოცავთ ტელევიზიის მსოფლიო დღეს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…