თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი: ფილმები სექციიდან ჰორიზონტები
სექცია ჰორიზონტები ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, სადაც ბოლო ორი წლის საუკეთესო აზიური, აფრიკული, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შექმნილი ფილმებია წარმოდგენილი.
იქნება ეს ტაკეში მიიკეს სამურაის ისტორია, საბუს კულინარი მკვლელის ამბავი, ინდური სათავგადასავლო კინო სექსი დურგათი თუ მარტოსული ქალისა და წყლის მონსტრის სასიყვარულო ამბავი, ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული გილიერმო დელ ტოროს ფილმიდან წყლის ფორმა.
სექციაში ჰორიზონტები წარმოგიდგენთ:
უკვდავი სამურაის ხმალი (Blade of the Immortal, იაპონია, დიდი ბრიტანეთი 2017)
ბწყინვალე უნარების მქონე სამურაი მანჯის, ლეგენდარული ბრძოლის შემდეგ, სამუდამო სიცოცხლეს მიუსჯიან. მისი დის სასტიკი მკვლელობა მოსვენებას არ აძლევს მას და ხვდება, რომ მხოლოდ ბოროტებასთან ბრძოლის შემდეგ შეძლებს სულის დაბრუნებას. ის დახმარებას აღუთქვამს ახალგაზრდა გოგონას, სახელად რინს, რომ მისი მშობლების მკვლელობის გამო შურს იძიებს. გოგონას მშობლები პროფესიონალმა მეომრებმა მოკლეს, ულმობელი მებრძოლის ანოცუს მეთაურობით. ეს მისია სრულიად შეცვლის მანჯის და მის ცხოვრებას.
დამნაშავეები (Guilty Men, კოლუმბია 2016)
უილინგტონის ერთადერთი სიყვარული - მარიანა, უილინგტონის ბიძაშვილზე, რენეზე დაქორწინებას აპირებს. უილინგტონი მის დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ამ დროს რეგიონში არალეგალურ შეიარაღებულ ჯგუფთან დაკავშირებული დემობილიზაციის პროცესი იწყება. ახალი მკვლელობები და გაქცეული ქურდი მარინას ახალ ოჯახს საფრთხეს უქმნის.
ჟოაკიმი (Joaquim, ბრაზილია, პორტუგალია 2017)
მეთვრამეტე საუკუნის ბრაზილია. ქვეყანას კორუმპირებული კოლონისტი ოფიცრები მართავენ. ლეიტენანტმა ჟოაკიმმა ოქროს კონტრაბანდისტებზე მონადირის სახელი გაითქვა. უკვე დიდი ხანია ელოდება ჯილდოს, რომლის საშუალებითაც უნდა, თავისი შეყვარებული - ფერადკანიანი მონა გამოისყიდოს. სხვა საშუალებით ფულის შოვნის მიზნით, ის გადაწყვეტს, რომ მონაწილეობა მიიღოს ოქროს ახალი საბადოების აღმოსაჩენ სახიფათო ექსპედიციაში. რაც უფრო გრძელდება ძიება, მით უფრო ეჭვი იპყრობს ჟოაკიმს. თანდათან აცნობიერებს იმ უკანონობას, რომელიც მისმა ქვეყანამ კოლონიას მოუტანა.
ძაღლები (Los Perros, ჩილე, საფრანგეთი, არგენტინა, პორტუგალია 2017)
42 წლის მარიანა მაღალი წრის ჩილეელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც პრივილეგიას ნორმად მიჩნევენ. მამის და ქმრის მიერ უარყოფილი მარიანა უჩვეულო ლტოლვას გრძნობს თავისი ჯირითის ინსტრუქტორის, 60 წლის ხუანის მიმართ. ხუანი ყოფილი პოლკოვნიკია, რომელიც დიქტატურის დროს, ადამიანის უფლებათა დარღვევაში იყო ეჭვმიტანილი.
მალარია (Malaria, ირანი 2016)
ახალგაზრდა გოგონა მამამისს ატყობინებს, რომ მოიტაცეს და თხოვს, რომ გამოსასყიდი მიიტანოს. შეშინებული მამა და ძმები თეირანში მის მოსაძებნად მიდიან. მაგრამ მათ არ იციან, რომ სინამდვილეში ის შეყვარებულთან ერთად გაიპარა და ახლა დროს ქუჩის მუსიკოსების გარემოცვაში ატარებს. ჯგუფის ლიდერის დაპატიმრების შემდეგ, თავის ბოიფრენდზე უზომოდ შეყვარებული გოგონა საეჭვო გზას ირჩევს.
ნათება (Radiance, იაპონია, საფრანგეთი 2017)
"არაფერია იმაზე ლამაზი, რაც შენი თვალთახვედვიდან ქრება" - ამ ფრაზას არაერთხელ იმეორებს ფილმის მთავარი გმირი ნაომი კავასეს სენტიმენტალურ ფილმში. პროტაგონისტი ასაკით უფროს ფოტოგრაფ ნაკამორის ხვდება, რომელიც ნელ-ნელა კარგავს მხედველობას. მისაკო მალე აღმოაჩენს ნაკამორის ფოტოებს. ნაკამორი მას რატომღაც საკუთარ წარსულში დააბრუნებს. ისინი ერთად ისწავლიან იმ მანათობელი სამყაროს დანახვას, რომელიც მისაკოსთვის აქამდე უხილავი იყო.
სექსი დურგა (Sexy Durga, ინდოეთი 2017)
ჩრდილოეთ ინდოელი მიგრანტი დურგა და კერალელი ახალგაზრდა, კაბირი, შუაღამისას იპარებიან. ისინი უახლოეს რკინიგზის სადგურზე ტრანსპორტს ელოდებიან, რომ შორეულ მხარეში წავიდნენ. ორი უმნიშვნელო განგსტერი, რომლებსაც იარაღი გადააქვთ, წყვილს დახმარებას შეთავაზებენ...
წყლის ფორმა (The Shape of Water, აშშ 2017)
არაამქვეყნიური ზღაპარი, რომელშიც მოქმედება ცივი ომის ხანის ამერიკაში, დაახლოებით 1962 წელს ვითარდება. ფარულ, განსაკუთრებულად დაცულ სამთავრობო ლაბორატორიაში ელიზა დატყვევებულია და მარტოსულის ცხოვრებით ცხოვრობს. ელიზას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როდესაც ის, თანამშრომელ ზელდასთან ერთად, საიდუმლო ექსპერიმენტს აღმოაჩენს.
სიმულაცია (Simulation, ირანი 2017)
უიკენდის დროს, სამი ახალგაზრდა მშობლიურ ქალაქში გასართობ ადგილს ეძებს. ისინი რამდენიმე ალტერნატივის შესახებ საუბრობენ. ბოლოს, ერთი მოხუცის სახლში წავლენ, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. მართალია, მოხუცი სიხარულით დათანხმდება მათ ინიციატივას თუმცა შემდგომი მოვლენების განვითარება თითოეულისთვის ტრაგიკულად სრულდება.
მისტერ ლონგი (Mr. Long, იაპონია, ჰონგ კონგი, ჩინეთი, ტაივანი, გერმანია 2017)
პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელს იაპონიაში საქმეზე დაუძახებენ. როდესაც ვითარება აირევა, მას გაქცევა მოუწევს. მძიმედ დაჭრილი ლტოლვილი თავშესაფარს პატარა ქალაქის უდაბურ ნაწილში იპოვის. ლონგი ნახევრადდანგრეულ სახლში დასახლდება, სადაც ის საჭმელს ამზადებს რვა წლის იუნისთვის. იუნის დედა ლილი - ნარკომანია და ლონგის მსგავსად, ისიც ტაივანიდანაა. ლონგის კულინარიული სასწაულების შესახებ ხმა გავარდება და ლონგის მეზობლები მას საკვებ ობიექტს გაუხსნიან.
შემდეგი დღე (The Day After, სამხრეთ კორეა 2017)
პატარა გამომცემლობაში არეუმს სამსახურის პირველი დღე აქვს. მის უფროსს, ბონგვანს აქამდე ერთი ქალი უყვარდა, რომელიც მანამდე მასთან მუშაობდა და რომელთანაც ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. დღესაც დაოჯახებული ბონგვანი დილაადრიან გამოდის სახლიდან და სამსახურში მიდის. მოსვენებას არ აძლევს იმ ქალზე ფიქრი, რომელმაც მიატოვა. ზუსტად იმ დღეს, ბონგვანის ცოლი პოულობს სასიყვარულო ბარათს, მივარდება ქმრის ოფისში და არეუმი ის ქალი ეგონება, რომელმაც ბონგვანი მიატოვა.
თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გაიგეთ მეტი: თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები