მიტროპოლიტი გრიგოლი: თავისუფალი იყო თუ არა პატრიარქი მოსაყდრის დასახელებისას?
ფოტო: kenozisi.ge
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ გაუჩნდა კითხვები ილია მეორის მიერ მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელებასთან დაკავშირებით. სინოდის წევრი სვამს კითხვას, რამდენად იყო თავისუფალი პატრიარქი მოსაყდრის დასახელებისას.
მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებაში აღნიშნული საკითხთან დაკავშირებული კითხვები თემატურადაა გამოყოფილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
- " თავისუფალი იყო თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ ჩნდება ეს კითხვა? ამ კითხვას ბადებს აღნიშნული მოვლენის მოულოდნელი ხასიათი! ქართულ სახელმწიფოს, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიას მეტისმეტად რთული გარე და შიდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფაქტორების პირობებში უწევს ცხოვრება და არსებობა. ამის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, რომ სინოდის წევრებს თვით სინოდის სხდომაზე მოესმინათ კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შესახებ, რაც საფუძველშივე გაფანტავდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ბუნდოვანებას. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილების თანმხლები ბუნდოვანება კი უკავშირდება სამართლებრივ-კანონიკური ურთიერთობების საკითხს მოსაყდრესა და მღვდელმთავრებს შორის, რადგან ამ ტიპის გადაწყვეტილებას სასურველია ახლდეს ან უმალ მოჰყვეს რეგლამენტი, თუ დამატებით რა უფლებამოსილებით აღიჭურვა (ან აღიჭურვება სამომავლოდ!) კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე თვით კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პირობებში.
- აქვე მივუთითებთ იმ სამართლებრივ კაზუსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვარაუდი გამოვთქით. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან და მისი საჯარო გავრცელების ფორმიდან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი დარჩა გადაწყვეტილების განხორციელების პროცედურა, თუმცა ჩვენ ამით თავად გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.
- კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევა-დადგინება არის მისი უფლება და ეს უფლება ჩვენ ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია!
- ჩვენ მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილების კომენტარი არ უკავშირდება ახლადადგენილი მოსაყდრის კანდიდატურას, რომელთანაც ძმური ურთიერთობა გვაქვს, ისევე, როგორც წმიდა სინოდის დანარჩენ წევრებთან. შესაბამისად, ვთვლით, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს ახლა მილოცვაზე მეტად გონივრული თანადგომა სჭირდება, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ კიდევაც, რადგან წმიდა სინოდის ერთობა და მისი სიმტკიცე არის ის, რაც განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მის წარმატებით მსახურებას ურთულესი გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე სამყაროში.
- საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ გამოირჩეოდა ერთსულოვნებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით. ამან კი იგი ისეთ ურთულეს ქარტეხილებს გამოატარა, როგორიც, მაგალითად, ათეიზმის ეპოქა იყო. საქართველოს ეკლესიის მესვეურები ყოველთვის იდგნენ მისი სიმტკიცის სადარაჯოზე, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებდა მართლმადიდებელი მრწამსის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და მისიონერული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ჩვენი ზემოთ დაფიქსირებული პოზიციაც სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნასაზრდოები".
ილია მეორემ შიო მუჯირი თავის მოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ეკლესიას მართავს იმ დროს, როცა პატრიარქი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, მისი ავადმყოფობის, გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ახალი პატრიარქის არჩევამდე. მოსაყდრის დანიშვნიდან 40 დღის შემდეგ, არა უგვიანეს ორი თვისა, იგი ეკლესიის გაფართოებულ კრებას იწვევს, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები