აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეჯამება – ძლიერი და სუსტი გზავნილები
ფოტო: Reuters
24 ნოემბერს ბრიუსელში გამართული სამიტი და სამიტის დასასრულს მიღებული მთავარი დოკუმენტი, სამიტის დეკლარაცია, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ქართველი საზოგადოებისთვის. ზოგადად, სამიტის წარმატებულობა, მხოლოდ ცალკე აღებული დეკლარაციით არ შემოიფარგლება და იგი სამიტის წინა პერიოდსაც ითვალისწინებს. ამ მხრივ ბრიუსელის სამიტი განსაკუთრებულად აქტიური მოსამზადებელი პერიოდით ხასიათდებოდა, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაინტერესების განცდას აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ერთიორად ზრდიდა.
გაამართლა თუ არა სამიტის დეკლარაციამ რეალური მოლოდინები?
სანამ დეკლარაციის პრინციპულ ელემენტებს შევეხებით, მთლიანობაში შეფასებისთვის საჭიროა ვთქვათ, რომ დეკლარაციის სტილი და შინაარსი მოულოდნელობას არ წარმოადგენს. სამიტის დეკლარაცია იმ რიტორიკის დოკუმენტური დადასტურებაა, რასაც წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბოლო რამდენიმე თვეა ღიად აფიქსირებენ: სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დიფერენცირებული პოლიტიკა; ინტეგრაციის იმ დონის მიღწევა, რა დონის ამბიციებიც აქვს პარტნიორ სახელმწიფოს და ა.შ. დეკლარაციით დადასტურდა ევროკავშირის აბსოლუტური მზაობა, როგორც ფინანსურად, ასევე ინსტიტუციონალურად დაეხმაროს 6 ქვეყანას განვითარებისა და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე.
დეკლარაციის მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოსთვის:
- ევროკავშირი ერთგულია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მათი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ;
- იზრდება ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (20 შედეგი 2020 წლისთვის ფარგლებში);
- ვაჭრობის გაღრმავება განსაკუთრებით ასოცირებული ქვეყნებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მეშვეობით;
- ენერგო სექტორში თანამშრომლობა და მხარდაჭერა (20 შედეგი 2020 წლისთვის ფარგლებში).
დეკლარაციის სუსტი მხარეები:
რიგის დეკლარაციისგან განსხვავებით, ბრიუსელის დეკლარაცია ერიდება კონკრეტული ფაქტების აღნიშვნას. იგი არაფერს ამბობს არც მინსკის ხელშეკრულებაზე და არც კონკრეტულად საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე, თუმცა დეკლარაცია ძალიან მოკლედ ზოგადი ფრაზით აღნიშნავს კონფლიქტების თემას და ხაზს უსვამს სამიტის დამსწრე წევრების მზაობას გაძლიერდეს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარებასა და ნდობის მშენებლობის მიმართულებით (უკვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატებისა და პროცესების მეშვეობით).
დეკლარაციაში არაა ნახსენები EaP + ფორმატი. მიუხედავად ამისა EaP+ ფორმატის მთავარი სავარაუდო ელემენტი ენერგო სექტორში თანამშრომლობა დეკლარაციაში აღნიშნულია, თუმცა არა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლიუს ფორმატის ქოლგის ქვეშ.
დეკლარაციამ ფაქტობრივად უგულვებელყო ევროპარლამენტის რეკომენდაციები. სამიტიდან რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ტექსტი საკმაოდ ძლიერი შეტყობინებების მატარებელი იყო ასოცირებული ქვეყნებისთვის. სამწუხაროდ, რეკომენდაციები დეკლარაციაში არ აისახა, თუმცა მისი არსებობა ევროკავშირის ერთ-ერთი უმაღლესი ინსტიტუტის (ევროპარლამენტის) ფარგლებში თავის მხრივ პოზიტიური ელფერის მატარებელია.
სამიტის დღეს გაკეთებული განცხადებები – რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის
სამიტის დღეს გაკეთებული განცხადებები საკმაოდ მკაცრი იყო რუსეთის ქმედებების შეფასებისას. თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი ხაზს უსვამდა რუსეთის როგორც აგრესორის როლს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ, რუსეთის ინიცირებით დაწყებულ კონფლიქტებს უკავშირებდა უშუალოდ ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხს.
განცხადებებში გამოიყო, საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წამყვანი ძალა. აგრეთვე პოზიტიურად შეფასდა რიგის სამიტის შემდგომი ორწლიანი პერიოდიც.
რასაკვირველია, ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების პოზიციები და მათი ხედვა ასოცირებული ქვეყნების წარმატების შესახებ, თუმცა ის ფაქტი, რომ მიუხედავდ მთელი რიგი სექტორული დაახლოების დაანონსებისა, სამიტის დეკლარაციის წინადადებები შედარებით რბილი ტონით შემოიფარგლებოდა მაინც ტოვებს უკმაყოფილების განცდას.
მთლიანობაში, სამიტის დეკლარაციასა და მის მოსამზადებელ პერიოდს საქართველოსთვის ევროკავშირთან სექტორული დაახლოების მიმართულებით პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით (უახლოეს მომავალში) არც სამიტი და არც მისი დეკლარაცია არაფერს ამბობს.
**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოსა შეხედულებებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები