გიორგი ისაკაძე

30 Nov. 2017, 15:08

წუთს ან წამს არ ვტოვებ თვისუფალს, რომ შვილებთან, მეუღლესთან და ოჯახთან ერთად არ გავატარო. ყველაზე სამწუხაროა, რომ ეს დრო ყოველთვის დეფიციტშია და ამის აღნიშვნა მიწევს. შვილების აღზრდა როდის აქეთ გახდა მხოლოდ დედის დისკრეცია, ვერ გეტყვით, ეტყობა რაღაც ძველთან და სტერეოტიპულთან გვაქვს საქმე, ან იმ ხანაში ჩავრჩით,როცა მამრები სადავლზე ან ნადირობით დაკავდებოდნენ, ოჯახი რომ გამოეკვებათ.

ყველაზე დიდი კვება და ჟანგბადი რაც კაცმა შეიძლება მისცეს ოჯახს და შვილებს, არის სწორედ მათთან ერთად ყოფნა, აქტიური კონტაქტი, ურთიერთობა. ჩემს ოჯახს და შვილებს ყოველდღიურად გადავცემ მთავარს, რომ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც დავუშვი მე, ოჯახის სხვა წევრებმა და უფროსი თაობის წარმომადგენლებმა. რა კორექტივები უნდა შევიტანოთ ყოველდღიურობაში და ერთად ყოფნაში, რომ ვიყოთ უკეთესი შვილები, მეგობრები, ნათესავები, უბრალო მოქალაქეები და ადამიანები. მე მათთან ერთად ვიზრდები და ვცდილობ, მათთან ერთად გავხდე უკეთესი. და ალბათ განათლება, ეს არის მთავარი, რაშიც არასდროს არაფერს დავიშურებ.

მიხარია, რომ ოჯახში ბუნებრივად და მხოლოდ თავისუფალი დროის რეჟიმით გვაქვს გადანაწილებული საქმეები და არც ეს მიმაჩნია განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
  2. რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
  3. სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
  4. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
  5. საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…