მაია ცირამუა

2 Dec. 2017, 22:52

სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სიმპტომებს აჩვენებენ ბავშვები. ყოველთვის, ოჯახში არსებული პრობლემები, რაღაცნაირად სიმპტომური სახით გამოვლინდება ბავშვში. პრაქტიკა ამას ადასტურებს, რომ ზოგადად ის, რაც მოხდა, ეს არ ლაპარაკობს მხოლოდ ოჯახზე, მხოლოდ განათლების სიტემაზე, არამედ ეს ლაპარაკობს ჩვენს ქვეყანაზე, იმაზე რაშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ. იმ ძალადობრივ აბსოლიტურად დევალვირებულ გარემოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ძალადობა არის წახალისებული ყველა დონეზე, იქნება ეს საპარლამენტო დარბაზი თუ ქუჩა, თუნდაც სატელევიზიო სტუდიები. ეს არის ის რაშიც დღევანდელი ახალგაზრდები ცხოვრობენ. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება - ამ ქვეყანაში იყო ქართული მარში, ამ ქვეყანაში აწამებდნენ ადამიანებს, ამ ქვეყანაში წამების კადრებს აჩვენებდნენ მოსწავლეებს, ამ ქვეყანაში ძალადობენ ოჯახში ბავშვებზე, ამ ქვეყანაში კლავენ ქალებს კაცები და ამას მაინც და მაინც დიდი დამცავი მექანიზმები არ აქვს. მე ყოველდღიურად მაქვს შეხება ბავშვთან, რომელმაც არ იცის რა გააკეთოს და როგორ დაიხსნას თავი ამ ძალადობრივი გარემოსგან. ამ ქვეყანაში იყო 17 მაისი და გამოვიდნენ სამღვდელოების წარმომადგენლები, ისინი რომლებიც სიმშვვიდის, ჰარმონიის, მიმტევებლობის და ა.შ. მაგალითები უნდა იყვნენ. არ მიკვირს რომ ასეთი სისატიკეა ჩვენს ახალგაზრდებში. 

ეკა კვესიტაძის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში, ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების სავარაუდო გამომწვევ ფაქტორებს აფასებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…