ლაშა ბუღაძე

3 Dec. 2017, 11:48

სკოლის მოსწავლეების მკვლელობა ნაციონალური ტრაგედიაა და ტრაგედია კვლავაც გაგრძელდება, თუკი ამ კატასტროფასაც ისევე მივივიწყებთ, როგორც არაერთი ტრაგედია ამოგვიშლია მეხსიერებიდან. არა მგონია, რომ მორალური იყოს დასახელებული ორი სკოლის ჩვეულებრივი ფუნქციონირება - პასუხისმგებლობა არ არის და არც უნდა იყოს აბსტრაქტული ცნება.

მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ახლა ამ საშინელ ტრაგედიაზე ვკონცენტრირდებით და მხოლოდ ოჯახების დრამად არ დარჩება ეს არანორმალური უბედურება, რადგან გუშინდელი ტრაგედია სხვა ქართულ-ნაციონალური უბედურებების - მჩაგვრელობის არსის მავნებლური იდეალიზაციის, ტრაგიკომიკური ძველბიჭობის, "ქუჩის აკადემიის" გავლის აბსურდული და იდიოტური მნიშვნელობის, ჩანაფტალინებული "კრიმინალური მენტალიტეტის", თავად ვერგაზრდილი მშობლების, ეპოქალურად რუდიმენტული სკოლის დირექტორების, უმოტივაციო მასწავლებლების და, ზოგადად, საზოგადოების არეულ-დარეული ღირებულებების, გულგრილობის, მეწვრილმანეობის, სიყეყეჩეში თავდაჯერებულობის, გამაოცებელი არაადეკვატურობის, ბეჯითი გაუნათლებლობის და აგრესიით კვების თუ აგრესიის გავრცელების ვნების შედეგია.

ახლა ისღა უნდა გვაფიქრებდეს, რომ დრამა უბნური რასიზმის "საუკეთესო" ქართულ ტრადიციებში არ გაგრძელდეს და ვენდეტები არ მოჰყეს უკვე არსებულ უბედურებას (როგორც ეს ჩვენს "ბედნიერ" 90-იან წლებში ხდებოდა), თუმცა, როგორც ჩანს, ერთი "ღირსეული" ტრადიცია ჯერაც ამაყად ფუნქციონირებს: მკვლელი "მამებმა" უნდა დამალონ. უბედური მკვლელი, რომელიც თავადაა მჩაგვრელური კულტურის მთავარი მძევალი. ამ დროს, რაღას უნდა დაემალოს ან ვის - რაღა დარჩა ან დასამალი ან მოსაფრთხილებელი?! თუკი ეს თინეიჯერული მკვლელობები ეროვნული ტრაგედიის მასშტაბით არ იქნება აღქმული და თუკი ისევ და ისევ ერთჯერადად მგლოვიარე გაგებით მოვეკიდებით "ბიჭების გარდაუვალ და ბუნებრივ კაცურ კონფლიქტს", მჩაგვრელური, ამორალურად ბრიყვული და აგრესიული კულტურა კვლავაც არაერთ სიცოცხლეს შეიწირავს ხვალ და ზეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…