სენატორი შაჰინი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად
ფოტო: AP
სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დასახმარებლად. ამასთან, მიაჩნია, რომ ამერიკის მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს რუსეთის კიბერთავდასხმების მოსაგერიებლად და შეერთებული შტატების უკეთ დასაცავად. შეერთებული შტატების ერთ-ერთ წამყვან ქალ სენატორს ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ქალბატონო ჯინ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სენატორი ბრძანდებით, რომელიც ამერიკის კიბერუსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს. როგორ აფასებთ უსაფრთხოების დღეს არსებულ დონეს?
ჯერ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. კიბერუსაფრთხოება ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და მას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ამ თემას მთავრობა ერთიანად უნდა განიხილავდეს და მიდგომა არ უნდა იყოს ცალკეული უწყებების დონეზე.
თქვენ ფედერალური მთავრობისთვის კასპერსკის კომპიუტერული პროგრამის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოხვედით. როგორ აფასებთ ამ მოთხოვნაზე მთავრობის რეაგირებას?
მომწონს ის, რომ ადმინისტრაცია ამ საკითხს გამოეხმაურა. ახლა უკვე კანონის ძალით აეკრძალება მთავრობას კასპერსკის პროდუქტების გამოყენება. ადმინისტრაციამ ნებაყოფლობით დაიწყო პროგრამების მოხმარებიდან ამოღება. სამწუხაროდ, ნელა ვმოქმედებთ, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი რეაგირება გვაქვს.
რატომ გსურთ კონკრეტულად ამ კომპანიის პროგრამების აკრძალვა?
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია როგორც ღია, ასევე დახურულ წყაროებზე დაყრდნობით, რომ კასპერსკი კრემლთან და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიას შესაძლებლობა აქვს ამერიკის მთავრობის საიდუმლო ინფორმაცია კრემლს გაუზიაროს.
აქამდე გამოწვეული ზიანის მასშტაბები ვიცით?
ამ თემაზე ბევრი რამ გამოქვეყნდა - ანგარიშები იქნება ეს თუ სტატიები. მე, ძირითადად, საიდუმლო ინფორმაცია მაქვს და ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მასშტაბურია ეს ზიანი - თუნდაც მინიმალური ასეთი ზიანი დასაშვებზე მეტია. ეს საფრთხე უნდა შევისწავლოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ მსგავსი რამ აღარასდროს მოხდება.
ამერიკის სენატში რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. რა არის ამ გამოძიებების მიზანი და, თქვენი აზრით, რა მოხდება მათი დამთავრების შემდეგ?
ვფიქრობ, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გამოავლენს ისინი. ამ გამოძიებების დიდი ნაწილი საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა, თუმცა, ასევე, არის საიდუმლო ინფორმაციაც. იმედი მაქვს... არ მინდა ამ გამოძიებებმა აჩვენოს, რომ რუსეთი მასშტაბურად ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ან მჭიდრო კავშირი ჰქონდა ამ ქვეყნის მაღალჩინოსნებთან. ვნახოთ რა მოხდება...
ჩვენ ვიცით, რომ კრემლი ჩვენს არჩევნებში ჩაერია. ვიცით, რომ [რუსები] პროცესებში ჩარევას დღესაც აგრძელებენ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, აწარმოებენ კიბერთავდასხმებს როგორც მთავრობის, ასევე ჩვენი კერძო სექტორის წინააღმდეგ. გამოძიების დამთავრების შემდეგ განვიხილავთ რეკომენდაციებს და იმას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ.
ეს არ არის საფრთხე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რუსეთი დემოკრატიულ ინსტიტუტებს მთელ დასავლეთში უქმნის საფრთხეს. ცხადად ჩანს ის, რომ რუსეთი ინფორმაციას ომის იარაღად იყენებს. კრემლი ცდილობს ადამიანებს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა შეურყიოს, დაბნეულობა და გაურკვევლობა დათესოს და ამით მთავრობებიც კი შეცვალოს.
რუსეთის წინააღმდეგ ახალ ზომებს ან დამატებით სანქციებს მხარს დაუჭერთ?
უდავოდ! ვფიქრობ, დღემდე დაწესებული სანქციები უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა შევასრულოთ. კონგრესში სანქციები ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით გავიდა 98 2-ის წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმაზე, რაც გააკეთა.
რუსეთის საინფორმაციო ომი ახსენეთ. თქვენი აზრით, კონგრესი ყველაფერს აკეთებს რუსული დეზინფორმაციისთვის ხელის შესაშლელად? და როგორ შეაფასებდით ამ მხრივ ადმინისტრაციის საქმიანობას?
არ მგონია, ადმინისტრაცია ბოლომდე აცნობიერებდეს ამ საფრთხეს. საინფორმაციო ომი მხოლოდ ამჟამინდელი ადმინისტრაციისკენ არ არის მიმართული. მისი სამიზნე ამერიკული დემოკრატიაა.
კონგრესს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ყველამ ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ ეს საფრთხე და შესაბამისად ვიმოქმედოთ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის თავდაცვითი ჯავშან-საწინააღმდეგო იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე? უნდა დაეხმაროს თუ არა ამერიკა საქართველოს უსაფრთხოების ხარისხის გაზრდაში?
მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. საქართველოს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ყველას გვახსოვს 2008 წლის ომი. საქართველოს ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია. ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ. ამასთან, მათ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაში, რაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერთ?
მას შემდეგ, რაც ისინი საჭირო რეფორმებს დაასრულებენ. ვფიქრობ, ეს [რეფორმები] პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები