IEA: საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა
ფოტო: Wikimedia
International Energy Agency-ის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველო პირველია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით 100 ათას მოსახლეზე. სიის მეორე და მესამე ადგილს ბულგარეთი და ჩინეთი იკავებენ, ბოლო სამეულში კი აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ბრუნეი შედიან.
ჰაერის დაბინძრებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნებში. მონაცემები ასახავს დაღუპულთა რაოდენობას 100 ათას ადამიანზე
"ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ლეტალური შედეგები დაკავშირებულია გოგირდის დიოქსიდთან, აზოტის ოქსიდთან, მყარ ნაწილაკებთან, ასევე მყარი საწვავის დაწვის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებთან. წარმოდგენილი გრაფიკი არ მოიცავს კლიმატის ცვლილებისა და სათბურის გაზებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს".
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყებულ ანგარიშში დეტალურად არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხვდა საქართველო ამ სიის თავში, თუმცა აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გზებზე ძველი, დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება, დაბინძურების მაჩვენებლის კვლევა კი პრაქტიკულად არ ხორციელდება:
"იმის გამო, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისად განვითარებული არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტომობილებით გადაადგილდება. შედეგად, აღნიშნული ავტომობილების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ბოლო 5 წლის პერიოდში კი თითქმის გაორმაგდა".
IEA-ს კვლევაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებსაც ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ საქართველოში მანქანების ვარგისიანობა არ მოწმდება, ამიტომ ქუჩებში უამრავი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება. ასევე წერია, რომ იაფფასიანი საწვავის გამოყენება და საცობების წარმოქმნა მკვეთრად უწყობს ჰაერის დაბინძურებას ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ბულგარეთი აღნიშნულ სიაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც ინდოეთი და ჩინეთია უფრო მეტია დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რადგან ამ ორ უკანასკნელ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობაც გაცილებით დიდია.
IEA 1974 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულია 29 ქვეყანა და მისი მიზანია სანდო და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობის შექმნა. ორგანიზაციას მუშაობის 4 მიმართულება აქვს: ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, გარემოს შესახებ ინფორმატიულობის გაზრდა და ამ პროცესებში მსოფლიო ქვეყნების ჩართვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები