14 მითი ცხოველების შესახებ, რომელთა დაჯერება ამ წამსვე უნდა შევწყვიტოთ
ფოტო: erezmarom
ცხოველთა სამყაროში ყველა ფაქტი ერთმანეთზე საოცარია.
ჩამოვთვალოთ რამდენიმე: კაშალოტებს სუნთქვის შეკავება ერთი საათის განმავლობაში შეუძლიათ; ყველაზე შხამიანი ცხოველი დედამიწაზე ლოკოკინაა; მტკნარ წყალში მცხოვრები პაწაწინა ჰიდრების სიცოცხლის ხანგრძლივობა იმხელაა, რომ ისინი შესაძლოა უკვდავებიც იყვნენ.
თუმცა, ცხოველების შესახებ საოცარი ფაქტების მიუხედავად, არსებობს მრავალი გადაჭარბებული, არასწორად გაგებული ან უბრალოდ მცდარი ფაქტი.
ქვემოთ კი არის ყველაზე პოპულარული მითები ცხოველების შესახებ, რომელთა შესახებ ნამდვილი, ან მასთან მიახლოებული ფაქტები უკვე ვიცით.
მითი: თახვების ანალური გამონადენი ვანილის ნაყინსა და სხვა საკვებში გამოიყენება
ალბათ გაგიგიათ, რომ გამონადენი (სახელად კასტორიუმი), რომელიც იზოლირებულია თახვის ანალური ჯირკვლიდან, გამოიყენება არომატიზირებისთვის და გვხვდება სუნამოებში.
მაგრამ კასტორიუმი იმდენად ძვირი ღირს (~$140 კილოგრამი), რომ დიდი ალბათობით ის არ არის გარეული შენს ყოველდღიურ საკვებში.
2011 წელს, ვეგეტარიანული რესურსის ჯგუფმა მისწერა ხუთ უდიდეს კომპანიას, რომლებიც ვანილის არომატს აწარმოებდნენ და ჰკითხა, იყენებდნენ თუ არა კასტორიუმს. პასუხი: რეგულაციების ფედერალური კოდის თანახმად, მათ არ შეუძლიათ ეს (FDA მკაცრად არეგულირებს, თუ რა შევიდეს ვანილის არომატსა და ექსტრაქტებში).
მითი: კატები და ძაღლები დალტონიკები არიან
ძაღლებსა და კატებს ფერების იმაზე ბევრად უკეთესი აღქმა აქვთ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ძაღლები და კატები ლურჯ და მწვანე ფერებში ხედავენ და ადამიანზე უფრო მეტი ჩხირი აქვთ თვალებში - სინათლის მგრძნობიარე უჯრედები. აქედან გამომდინარე, დაბალ განათებაში ისინი ბევრად უკეთ ხედავენ.
ამ მითის მიზეზი ალბათ ის არის, რომ თითოეული ცხოველი ფერებს ადამიანისგან განსხვავებულად ხედავს.
წითელი და ვარდისფერი კატებისთვის უფრო მწვანედ გამოიყურება, ხოლო მეწამული შესაძლოა ცისფერის ჩრდილს ჰგავდეს.
ძაღლებს კი ბადურის კოლბები (ფერის აღმქმელი უჯრედები თვალში) უფრო ცოტა აქვთ - აქედან გამომდინარე კი, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ ფერების აღქმა 7-ჯერ ნაკლებად მკვეთრია, ვიდრე ჩვენი.
მითი: ადამიანები შიმპანზეებისგან ევოლუციონირდნენ
ადამიანები და შიმპანზეები საკმაოდ ახლო ნათესავები არიან. ჩვენი და შიმპანზეების დნმ-ის დაახლოებით 98,8 პროცენტი იდენტურია.
თუმცა, ევოლუცია ასე არ მუშაობს. სინამდვილეში, ჩვენ და შიმპანზეებს საერთო წინაპარი გვყავდა 6-8 მილიონი წლის წინ, რომლისგანაც ორი ახალი სახეობა - ადამიანები და შიმპანზეები წარმოიქმნენ.
მითი: ლემინგები მასობრივი სუიციდის მიზნით, კლდეებიდან ხტებიან
ლემინგები მასობრივ სუიციდს არ აწყობენ.
ლემინგები მიგრაციისას ან მათთვის უცხო გარემოში ხეტიალისას, ხანდახან კლდეებიდან ნამდვილად ხტებიან, თუმცა, განზრახ ნამდვილად არა.
ზუსტად არავინ იცის, ეს მითი საიდან იღებს სათავეს, თუმცა, ეჭვმიტანილად 1958 წლის დისნეის ვიდეო მიიჩნევა, სახელად „თეთრი უდაბნო“, რომელმაც ოსკარი საუკეთესო დოკუმენტურის ნომინაციაში აიღო.
მითი: ღამურები ბრმები არიან
„ღამურასავით ბრმა“ სულაც არ ნიშნავს ბრმას.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ნავიგაციის ძირითადი საშუალება ექოლოკაციაა, არც ერთი ღამურა არაა ბრმა.
მითი: სირაქლემები დამალვის მიზნით თავს ქვიშაში რგავენ
სირაქლემები თავს არ რგავენ მიწაში, როდესაც ისინი საფრთხეს ხედავენ. სინამდვილეში, ისინი საერთოდ არ აკეთებენ ამას.
როდესაც ისინი საფრთხეს გრძნობენ, ზოგჯერ მიწაზე წვებიან და თავს იმკვდარუნებენ.
მითი: ბაყაყს ან გომბეშოს თუ შევეხებით, მეჭეჭები გაგვიჩნდება
ბაყაყები ან გომბეშობი მეჭეჭებს ვერ ამოგიყვანენ სხეულზე, თუმცა, თუ იმას ჩამოართმევთ ხელს, ვისაც მეჭეჭები აქვს, შეიძლება თქვენც ამოგივიდეთ.
ადამიანის პაპილომავირუსი არის ის, რის გამოც ადამიანებს მეჭეჭები ამოსდით და ის უნიკალურია ადამიანებისთვის.
მითი: ზვიგენებს შეუძლიათ, რომ ერთი წვეთი სისხლის სუნი კილომეტრებიდან იგრძნონ.
ეს ფაქტი ზედმეტად გაზვიადებულია. ზვიგენები ვერ იგრძნობენ სისხლის სუნს ოკეანის გადაღმიდან, თუ წყალში ხელს გაიჭრი.
ზვიგენების ტვინში სუნის მგრძნობიარობისთვის საკმაოდ დიდი რეგიონია გამოყოფილი, რაც მათ საშუალებას აძლევთ, უხეშად რომ ვთქვათ, ოლიმპიური ზომის აუზში ერთი წვეთი სისხლის სუნი იგრძნონ.
მაგრამ ოკეანე ბევრად, ბევრად უფრო დიდია და საკმაო დრო სჭირდება სუნის მოლეკულებს გასავრცელებლად. იდეალურ სიტუაციაში, ზვიგენს შეუძლია მსხვერპლის სუნი რამდენიმე ფეხბურთის მოედნის დაშორებიდან იგრძნოს და არა კილომეტრებიდან.
მითი: ჟირაფებს დღეში დაახლოებით 30 წუთი სძინავთ
ჟირაფებს, შენგან განსხვავებით, ძილის საკმაოდ ნორმალური რეჟიმი აქვთ.
ამ მითის გასანადგურებლად, მკვლევრები ახლოდან აკვირდებოდნენ ხუთ ზრდასრულ და სამ ახალგაზრდა ჟირაფს 152 დღის განმავლობაში და აღრიცხავდნენ, როდის ჩათვლემდნენ და როდის დაიძინებდნენ ღრმად. ეს ცხოველები ღამის განმავლობაში სრულად გამოიძინებენ და შუა დღისას ცოტა ხნით წაუძინებენ (გეცნო სიტუაცია?).
მთლიანობაში, თითოეულ ჟირაფს დაახლოებით 4,6 საათი სძინავს ყოველდღე.
მითი: მარწყვის ფრაპუჩინოში ხოჭოებია
ეს ადრე ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს უკვე აღარ.
2012 წლის აპრილამდე, სტარბაქსის მარწყვის ფრაპუჩინო შეიცავდა საღებავს, რომელიც დამზადებული იყო მიწიდან აღებული ათასობით მცირე მწერისგან, რომელსაც კოხინეალური ხოჭო, ან Dactylopius coccus ეწოდება.
საღებავში შემავალ ხოჭოებს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები ფერმერები მოიპოვებენ. მათი დაპრესილი სხეული წარმოქმნის მუქ წითელ მელანს, რომელიც გამოიყენება საკვების ბუნებრივი გაფერადებისთვის. მას ადრე „კოხინეალური“ წითელი ერქვა, თუმცა, დღეს მას „კარმინის ფერს“ უწოდებენ.
სტარბაქსმა კარმინის ფერის გამოყენება მარწყვის ფრაპუჩინოში 2012 წელს შეწყვიტა. თუმცა, ეს საღებავი კვლავ გამოიყენება საკვების სხვა ათასობით პროდუქტში.
ზვიგენებს კიბო არ ემართებათ
ჯერ კიდევ 2013 წელს, მკვლევრებმა დიდი თეთრი ზვიგენის პირში უზარმაზარი ზომის კიბო აღმოაჩინეს, რომელიც ზრდის პროცესში იყო. მეცნიერებმა სხვა შემთხვევაც დააფიქსირეს, ოღონდ ის ბრინჯაოს ზვიგენს ეხებოდა და პირის ნაცვლად, თავზე ჰქონდა.
ეს ერთეული შემთხვევები არაა, რომელიც ზვიგენის კიბოს აღწერს: სხვა მეცნიერებმაც აღმოაჩინეს კიბო ზვიგენთა ათობით სხვადასხვა სახეობაში.
ეს მითი, რომ ზვიგენს კიბო არ ემართება, გაავრცელა უილიამ ლეინმა, რათა ზვიგენის ხრტილები კიბოს წამალად გაეყიდა.
მითი: ოქროს თევზს ერთ წამზე მეტხანს არ შეუძლია რამის დამახსოვრება
ოქროს თევზს საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს.
მათ თვეების განმავლობაში შეუძლიათ რაღაცების დამახსოვრება და არა წამების განმავლობაში, როგორც ამას უამრავი ადამიანი ამბობს.
მითი: ადამიანებში HIV იმიტომაა გავრცელებული, რომ ვიღაცას მაიმუნთან ჰქონდა სექსი
თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ HIV ადამიანებში არ გავრცელებულა ადამიანი-მაიმუნის სექსით.
მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსის HIV-თან გენეტიკურ მსგავსებაზე დაყრდნობით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვირუსი ადამიანებში პრიმატების საკვებად მონადირების შედეგად გადმოვიდა.
ამ ინტერაქციის შედეგად შესაძლოა სისხლებით კონტაქტი მომხდარიყო - ალბათ მონადირის ღია ჭრილობით. ამის შედეგად ეს ახალი შტამი გადმოვიდა, რომელიც ჩუმად აინფიცირებს ხალხს.
მითი: ზვიგენი, რომელიც ცურვას შეწყვეტს, დაიხრჩობა და მოკვდება.
ხშირად მოგისმენიათ ალბათ, რომ ზვიგენებს სუნთქვა მხოლოდ ცურვისას შეუძლიათ.
ეს მრავალი ზვიგენის შემთხვევაში მართალია, თუმცა ასევე მრავალ შემთხვევაში - არა. მაგალითად, ფსკერზე მცხოვრებ მედდა ზვიგენებს შეუძლიათ ჟანგბადით მდიდარი წყლის ამოტუმბვა შეუძლიათ თავიანთი ფარფლებით, ცურვის გარეშე.
ზვიგენებს საცურაო ბუშტი არ აქვთ, თუმცა, თუ ისინი ცურვას შეწყვეტენ, ჩაიძირებიან ფსკერზე. მათდა საბედნიეროდ, ზვიგენის სხეული უკუმშვადია და სწრაფი ასვლა-ჩასვლა მათ ზიანს არ აყენებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა















კომენტარები