ყველაფერი, რაც სერიალ Black Mirror-ის მეოთხე სეზონის შესახებ ვიცით
Netflix-მა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დააანონსა, რომ Black Mirror-ის მეოთხე სეზონის პრემიერა 2017 წლის 29 დეკემბერს შედგება.
წინა სეზონის მსგავსად, ახალ ნაწილშიც ექვსი სერიაა და ერთ-ერთი მათგანის რეჟისორი ჯოდი ფოსტერი იქნება.
როგორც შოუს შემქმნელები ამბობენ, მეოთხე სეზონი სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნება.
რაც შეეხებათ სერიებს.
პირველი ეპიზოდი - CROCODILE
პირველი ეპიზოდი ისლანდიაში რეჟისორმა ჯონ ჰილკოუტმა გადაიღო. ამ სერიის სიუჟეტი შოუს წინა სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდს, The Entire History of You, ჰგავს და ადამიანებს აქაც შეუძლიათ მოგონებების მართვა და მისი წაშლა, თუმცა როგორც რეჟისორი ამბობს მეოთხე სეზონის პირველ სერიაში ეს ყველაფერი უფრო მძაფრად იქნება ნაჩვენები.
მეორე ეპიზოდი - ARKANGEL
მეორე სერიის რეჟისორი ჯოდი ფოსტერია, სიუჟეტი კი შვილების აღზრდას შეეხება. ეპიზოდში ნავენები იქნება ის მეთოდები, თუ როგორ და რა გზებით ცდილობენ მშობლები საკუთრი შვილების გაკონტროლებას.
მესამე ეპიზოდი - HANG THE DJ
თუ გაინტერესებთ რა ხდება როდესაც ადამიანები ერთმანეთს სოციალურ ქსელში ან რომელიმე აპლიკაციის დახმარებით იცნობენ, მაშინ ეს სერია თქვენთვიაა. მეორე სერიაში ვნახავთ აპლიკაციას, რომელიც ერთდროულად წყვეტს იმას, თუ ვისთან გექნება პაემანი და იმასაც, თუ როგორ და რამდენ ხანში დასრულდება ეს ურთიერთობა. სერიას GOT-ის რეჟისორი ტიმ ვან პატენი გადაიღებს.
მეოთხე ეპიზოდი - USS CALLISTER
Black Mirror-ის მეოთხე ეპიზოდი Star Trek-ის სტილშია გადაღებული და მთავარ როლს How I Met Your Mother-ის მსახიობი კრისტიან მილიოტი ასრულებს. მისი პერსონაჟი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კოსმოსში გადარჩეს.
მეხუთე ეპიზოდი - METALHEAD
შავი სარკის მეხუთე სერია სერიალის ისტორიაში პირველი შავ-თეთრი ეპიზოდი იქნება. ამ სერიის რეჟისორი კი დეივიდ სლაიდია, რომელსაც ისეთ შოუებზე უმუშავია როგორებიცაა - Breaking Bad და American Gods. სერიაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მთავარი პერსონაჟი რობოტ, მკვლელ ძაღლებს გაურბის.
მეექვსე ეპიზოდი - BLACK MUSEUM
შავი მუზეუმის მეპატრონე იქ მისულ ყველა სტუმარს საშინელ, სასტიკ, სევდიან და ავადმყოფურ ისტორიებს ჰპირდება.
როგორც ხედავთ, წინა სეზონების მსგავსად ახალ სეზონშიც ერთმანეთისგან ჟანრობრივად და სიუჟეტურად განსხვავებული ეპიზოდები ექნება. ასე, რომ დაველოდოთ 29 დეკემბერს და ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის შემქმნებელი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები