ბულინგის მსხვერპლ სკოლის მოსწავლეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მხარი დაუჭირეს
რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით გავრცელდა ემოციურ ვიდეო, რომელშიც საშუალო სკოლის მოსწავლე კიტონ ჯონსი ყვება როგორ დასცინიან მას სკოლაში კლასელები და როგორი ბულინგის მსხვერპლია ის.
სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა კიტონის დედამ გაავრცელა. მისი თქმით, პარასკევს მას შვილის სკოლიდან წამოყვანა მოუწია, რადგანაც კიტონს ლანჩის დროს სასადილოში შესვლის ეშინოდა.
"ისინი დასცინიან ჩემს ცხვირს. მახინჯს მეძახიან. მეუბნებიან, რომ არ მყავს მეგობრები", - ამბობს კიტონი ვიდეომიმართვაში. ის, ასევე, ყვება როგორ აბულინგებენ მას სასადილოში, რძეს ასხამენ, ტანსაცმელზე ლორს ადებენ და პურს ესვრია.
"უბრალოდ საინტერესოა, რატომ აკეთებ ამას? რა არის ამის აზრი? რატომ გსიამოვნებთ ის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ბოროტებას უკეთებთ? ეს ნორმალური არაა. არ მომწონს, ამას რომ მიკეთებენ. და, რა თქმა უნდა, ისიც არ მომწონს ამას სხვებს რომ უკეთებენ, რადგან ეს ნორმალური არაა. განსხვავებულობის გამო ადამიანები არ უნდა გააკრტიკოთ. ეს მათი ბრალი არაა", - ამბობს კიტონი.
კიტონის ამ ვიდეომიმართვას ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ და ბიჭს თანადგომა გამოუცხადეს.
Avangers-ის ვარსკვლავმა, კრის ევანსმა კიტონი დედასთან ერთად ლოს-ანჟელესში ფილმის მსოფლიო პრემიერაზე დაპატიჟა:
"მტკიცედ დადექი, კიტონ. გპირდები ყველაფერი უკეთ იქნება. სანამ ეს პანკები გადაწყვეტენ, როგორ ადამიანებად უნდათ რომ ჩამოყალიბდნენ, იქნებ შენ და დედაშენი მომავალ წელს ლოს-ანჯელესში Avengers-ის პრემიერაზე წამოხვიდეთ?
კიტონს მხარდაჭერა გამოუცხადა Stranger Things-ის ახალგაზრდა მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმაც:
"კიტონ, ზუსტი ნათქვამია! რატომ აკეთებენ ამას ადამიანები? მგონია, რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და მინდა შენი მეგობარი ვიყო (სერიოზულად), გასაოცარი ხარ".
ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ჯარეტ გუარანტანო ტვიტერზე წერს, რომ ბედნიერია კიტონის გაცნობით, რადგან მან მისი ცხოვრება შეცვალა.
"შანსი მქონდა, რომ ჩემს ახალ მეგობართან ერთად დღე გამეტარებინა. ეს დაუჯერებელი იყო, რომ გავიცანი და გავაცნობიერე, რომ ბევრი საერთო გვაქვს. ეს ადამიანი განსაკუთრებულია და მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ახლა მყავს უმცროსი ძმა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ღმერთმა დაგლოცოს!"
კიტონის გულწრფელ ვიდეოს გამოემხაურნენ მარკ რუფალო, პატრიცია არკეტი, რიკი მარტინი, კეტი პერი, სნუფ დოგი, მარკ ჰამილი და ა.შ. ყველა მათგანი კიტონს მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები