როგორ მოიგო ფოთელმა ანზორ მირცხულავამ 200 ათასი ლარი ევროპა-ბეთზე
ევროპა-ბეთის გათამაშება დასრულდა და მასში გამარჯვებულიც გამოვლინდა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შედეგების გამოცნობაში საუკეთესო შედეგი ფოთელმა ანზორ მირცხულავამ აჩვენა და 200 ათასი ლარი მოიგო.
იღბლიანმა მოთამაშემ არც მეტი - არც ნაკლები, 26 თამაშის შედეგი გამოიცნო სწორად!
ჩვენ მისი ბილეთი ექსკლუზიურად მოვიპოვეთ. შეგიძლიათ იხილოთ ის შედეგი, რომელმაც მას ევროპა-ბეთზე 200 ათასი ლარი მოაგებინა.
შეიძლება ითქვას, რომ A ჯგუფის თამაშები ყველაზე ადვილი გამოსაცნობი იყო. აქ იყო გამოკვეთილი ფავორიტი საფრანგეთი, დაახლოებით ერთი დონის გუნდები რუმინეთისა და შვეიცარიის სახით და გამოკვეთილი აუთსაიდერი ალბანეთი. პირველი ორი შედეგი რომ საფრანგეთისა და შვეიცარიის გამარჯვებით დასრულდებოდა, ალბათ ცხადი იყო. რუმინეთი - შვეიცარიის ფრეც საკმაოდ ადვილად გამოსაცნობი შედეგი აღმოჩნდა. ოდნავ სარისკო ამ ჯგუფის შედეგებში საფრანგეთ-შვეიცარიის ფრე და ალბანეთის მოგება იყო რუმინეთთან. ცხადია, ისიც თამაშების დაწყებამდე, თორემ უშუალოდ ჩემპიონატზე ვნახეთ, რომ რუმინეთმა როგორც საქართველოსთან 5-1 დააქუხა, საფრანგეთში ისე ვერ აწვიმა.
ანზორ მირცხულავამ B ჯგუფის პირველივე თამაში რატომღაც ვერ გამოიცნო. ეჭვი მაქვს, მაგ დროს ძალიან ეწყინებოდა, რომ უელსში მოთამაშე რამდენიმე უმაღლესი დონის ფეხბურთელის ფაქტორი ვერ გაითვალისწინა და გული დასწყდებოდა და იფიქრებდა, აწი ვეღარ მოვიგებო. როგორც ხედავთ, რუსეთი - უელსიც ამ უკანასკნელის საწინააღმდეგოდ აქვს გადაწყვეტილი და ინგლისი - უელსიც. როგორც ჩანს, ის ძალიან არ ენდობოდა გარეტ ბეილსა და აარონ რემზის, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ დანარჩენი ოთხი თამაშის შედეგი გამოიცნო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა 200 ათასის მოგებისკენ.
საერთოდ, თუ დააკვირდებით, ანზორ მირცხულავა ბრიტანულ ნაკრებებს საერთოდ არ სწყალობს. ინგლისი - უელსის თამაშში ალბათ ცუდსა და უარესს შორის ამოარჩია და მხოლოდ ამის ხარჯზე შეძლო შედეგის გამოცნობა. C ჯგუფში უკრაინასთან ძმობასა და ბრიტანელების მიმართ უნდობლობას რომ არ აჰყოლოდა, 26 თამაშის ნაცვლად 27-ს გამოიცნობდა, მაგრამ არაუშავს, მთავარია, რომ 200 ათასი მაინც მოიგო და ევროპა-ბეთის გათამაშების საუკეთესო შედეგი აჩვენა. ერთი თამაში გინდ - იქით და გინდ - აქეთ.
D ჯგუფში ესპანეთს ზედმეტად ენდო. თანაც, ალბათ, ცხადი იყო, რომ ორი მოგებული თამაშის მერე ესპანეთი ხორვატიასთან ისე ითამაშებდა, როგორც საქართველოსთან და ძირითადი შემადგენლობა მერვედფინალისთვის ძალების დასაზოგად მაინცდამაინც თავს არ მოიკლავდა. მეორე წრეში აშკარად გარისკა, როცა ჩეხეთი ხორვატიის ფრე დაწერა. ალბათ, პაველ ნედვედის ხათრით, რომელიც კარგა ხანია აღარ თამაშობს, მაგრამ ჩეხეთის ნაკრები ჯერ კიდევ მასთან ასოცირდება, როგორც დინამო და თასების თასი. რისკმა გაამართლა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. ნედვედის ექომ ვეღარ შეაჩერა თურქეთი, მაგრამ არაუშავს, ბოლო ორმა თამაშმა ვერც ვერაფერი დააკლო 200 ათასს, მთავარი ეგ არის.
F ჯგუფში ძალიან უყოჩაღია მირცხულავას - საერთოდ არ ენდო ზლატანს. არადა, ბევრს ექნებოდა მისი სიდიადის იმედი და ალბათ, ძალიან ბევრი ბილეთი გაფუჭდა მის გამო, მაგრამ აწ უკვე გამარჯვებული არ მოტყუვდა და 200 ათასისთვის ბრძოლაში ზლატანიც კი ჩამოიტოვა ევროპა-ბეთის გათამაშებაში. ყოჩაღ!
მოგებულ ბილეთში ყველაზე მეტი შეცდომა F ჯგუფშია დაშვებული. ღმერთმანი, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ჯგუფი იყო. ერთი მხრივ, რონალდუს დომინაცია უნდა ყოფილიყო, ისლანდია უშანსო აუთსაიდერი, ავსტრიას მეორე ადგილისთვის ებრძოლა და უნგრეთს - მესამესთვის, მაგრამ რონალდუმ ვერაფერი გააკეთა, ასეთ სუსტ გუნდებთანაც კი და ისლანდიამ ისეთები ჩაატარა, ბიორკიც კი გაოგნებული დატოვა. ისლანდიელების ფრე პორტუგალიასთან და მოგება ავსტრიასთან სასწაულის ტოლფასი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ ანზორ მირცხულავასთვის 200 ათასი წაერთვა. თანაც, რატომ უნდა წაერთვა? ასეთი შედეგით ისლანდია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია და ანზორ მირცხულავა - ევროპა-ბეთის გამარჯვებული.
ანზორ მირცხულავას ერთი შეხედვით საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი თამაშები აქვს “დასმული”, რომ შეხედავ, იტყვი, ეჰ, ამას ვფიქრობდი მეცო, მაგრამ ფიქრს ალღოც უნდა, ალბათ და ცოტა რისკიც. ჰოდა, ასეთი ალღოსა და რისკის ხარჯზე მოიგო ადამიანმა 200 ათასი, რასაც მთელი გულით ვულოცავთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები