ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პატარძლების მსვლელობაზე: ქალაქი შოკშია, იმდენად კმაყოფილია
ფოტო: თამარ ჩიბურდანიძე / Facebook
ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინა ასანიძე ამბობს, რომ ქორწინების პოპულარიზაციისთვის ქალაქში საქორწინო კაბებით ქალების მსვლელობას ადგილობრივთა მხრიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. მისი თქმით, საჩუქრად კაბის მიღების სურვილი 20-მდე გოგომ უკვე გამოთქვა.
"აი, დღეს 20-მდე გოგომ დარეკა - ქორწილი გადავდეთ, კაბა რომ მეყიდა, საშუალება არ მქონდა, მართლა შეიძლება, რომ მაჩუქოთ? ვუთხარი, რიტუალების სახლში მიბრძანდებით მარხვის შემდეგ და ქალბატონი თამარ ნადირაძე [ერთ-ერთი ორგანიზატორი] პირადად გადმოგცემთ-მეთქი კაბას", - უთხრა On.ge-ს ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და დასძინა, რომ კაბასთან ერთად გოგოები საჩუქრად მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთების მომსახურებასაც მიიღებენ.
არის თუ არა მსგავსი ღონისძიებები სექსისტური?
ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური ლამაზი გოგოები, წყვილებზე არ გვქონდა იქ საუბარი.
რატომ გგონიათ, რომ სექსისტური არაა?
იმდენად მნიშვნელოვანია თემა, რომ სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, ეგ კითხვა არც კი უნდა დამისვათ იმიტომ, რომ თქვენ თემა არ გაინტერესებთ, არ გადარდებთ.
ამ ღონისძიებით თქვენ ხომ არ წაახალისეთ საზოგადოებაში ქალის როლთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები?
ჩვენ კაცის ჩაცმულობას არ ვჩუქნით. კაცის ჩაცმულობა ძალიან მარტივია ქორწილზე.
ეს რა კავშირშია?
ქალებს კაბა უჯდებათ, დაახლოებით, 500 დოლარი და არ აქვთ საშუალება, რომ იყიდონ თუნდაც 200 დოლარად, თუნდაც 200 ლარად და ამას მარიგოლდი ჩუქნის - აი, ეს იყო მხოლოდ. ოღონდაც ბედნიერი იყოს წყვილი, ოღონდაც ხელი შევუწყოთ სოფელში ადამიანს, რომელსაც კაბის ყიდვის საშუალება არ აქვს. ქალაქი შოკშია, იმდენად კმაყოფილია, რომ ეს იყო ულამაზესი. იმის ნაცვლად, რომ ეს სილამაზე თქვენ ლამაზად გამოიტანოთ, თქვენ რაღაცას ჩიჩქნით.
გენდერულ სტერეოტიპებს რაც შეეხება, ქალისა და კაცის როლებზე რომ არის საუბარი - ქალმა უნდა გააჩინოს ბავშვი...
გულღიად გეტყვით, ღმერთს და ერთ შვილს ვფიცავარ - უნდა ყოფილიყვნენ მოცეკვავე ბიჭები ჩოხებით და მოხდა ისე, რომ დაიღუპა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, წაასვენეს აქედან და მოცეკვავეთა ჯგუფი გაჰყვა. ღმერთს ვფიცავარ და ერთ შვილს - მარხვაში ვიფიცებ - არ უნდა ყოფილიყვნენ მარტო, უნდა ყოფილიყვნენ მოცეკვავე ბიჭები ჩოხებით და მოხდა ესეთი რაღაც. უცბად, ერთ საათში ვერ მოვძებნიდი ქალაქში [ბიჭებს] რომ ჩამეცმია - ფრაკი მე არ მქონდა, უნდა ჩაეცვათ ჩოხები. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ხომ? 12 საათზეც კი, გადაწყვეტილი იყო, რომ ჩოხოსნები უნდა მოსულიყვნენ და წყვილები უნდა ყოფილიყვნენ ქალაქში.
ანუ, თავიდან როცა ღონისძიება დაგეგმეთ იფიქრეთ, რომ მხოლოდ ქალების გამოჩენა საქორწინო კაბებით აღიქმებოდა სექსისტურად?
უბრალოდ, სილამაზისთვის და რადგან ქორწინებაზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ მამაკაცები ჩოხაში. ჩვენს ანსამბლს ჭიათურაში ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ მოხდა ტრაგედია, ბიჭები ვერ მოვიდნენ, პროექტი აღარ ჩავაგდე.
ყველაზე მთავარი რაც იყო, ის არ გაინტერესებთ. თეატრში გვყავდა ხანდაზმული და სულ ერთი-ორი კვირის დაქორწინებული წყვილები. ყველაზე ლამაზი ეს იყო და არა ეს მსვლელობა. [წყვილებს] გადაეცათ საჩუქრები მოსახლეობისგან. აბსოლუტურად უკაპიკო, ლარიანი რომ არ დახარჯულა, ისეთი დღე გვქონდა გუშინ და ეს იყო მარიგოლდის დამსახურება. ერთადერთი, მუნიციპალიტეტმა უსასყიდლოდ გადავეცით დარბაზი ერთი საათით.
10 დეკემბერს, ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ქორწინების პოპულარიზაციისთვის ღონისძიება "მთა და ქორწინება" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და ქართული ბრენდი - მარიგოლდი იყვნენ.
ქორწინების პოპულარიზაციისთვის ჭიათურაში კაბებით გამოსვლის იდეა ქართულ ბრენდს - მარიგოლდს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ნადირაძემ და ბიზნესმენმა ნანა ნოზაძემ, ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, გოგოები, რომლებიც მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტენ, კაბები საჩუქრად გადაეცემათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები