რუსუდან გოცირიძე

18 Dec. 2017, 23:58

შევცქერი ჩემს საოცარ სტუმრებს. დედას თავისი ორი არაჩვეულებრივი შვილით. ვუსმენ როგორ ურთიერთობენ, როგორ წყვეტენ სრულებით ჩვეულებრივ და ძალიან მნიშვნელოვან რამეებს ერთად...

ვუყურებ და ხან ნერვები მეშელება... მე ხომ ჩემს შვილს მილიონჯერ მივცემდი შენიშვნას, იმის გამო, რომ კოვზით იღებს არაჟანს და მერე რაც შეიძლება ზევიდან აგდებს ისევ თეფშზე... რამდენჯერ გავაჩერებდი, როცა სკამზე თავდაყირა ჩაკიდებული ბავშვის ცუცქნა ტერფები მაგიდის ხან ერთ მხარეს გამოჩნდება და ხან მეორეზე... ათასჯერ ჩავაცმევდი ფეხზე, მოვუწმენდდი შოკოლადით მოთხუპნულ პირს და თითებს...

ვუყურებ და ხან ვტკბები იმით, როგორ ეკითხება დედა ყველაფერს, როგორ გულდაგულ უხსნის ყველაფერს, როგორ შეუძლია შეაჩეროს ნებისმიერ ადამიანთან საუბარი და შვილის კითხვას უპასუხოს, როგორ არ აძალებს არც ერთ ლუკმას....

ვუყურებ და ვფიქრობ... ეს ბავშვები საკუთარი დედისაგან იღებენ ათასპროცენტიან პატივისცემას, მიმღებლობას, გაზიარებას, აღიარებას, თანადგომას... და უკვე აღარ მიკვირს ის, რომ ეს ათი წლის ბავშვი სრულებით გამაოგნებელ დაკვირვებებს აკეთებს მისთვის უცხო ქართულ კულტურაზე და აბსოლუტურად გამაოგნებელ კითხვებს სვამს.

რამდენ რამეს ვართმევთ ჩვენს შვილებს... როგორ არ ვუგდებთ ყურს... მარტო ის გადარეული მასწავლებელი კი არ არის მონსტრი, რომელმაც გუშინ კისერი გამოღადრა ექვსი წლის ბავშვს, ყველანი მონსტრები ვართ... დიდი მაკონტროლებელი რეჟმის ჭანჭიკები და გვჯერა, რომ მტრულად გაზრდილი შვილი მოყვარედ გამოგვადგება.

ვიცი, ეხლა ბევრს მოუნდება იმის თქმა, რომ ბავშვს დისციპლინა ჭირდება, ჭირდება მითითება, ჭირდება სწავლება.... კიიი.... ზუსტადაც.... ოღონდაც ბავშვი სწავლობს, ითვისებს მხოლოდ იმ გარემოში, სადაც ლაღადაა, სადაც უყვართ და სადაც აფასებენ.

ამ ცოტა ხნის წინ ერთ სკოლაში უფროს კლასელებთან საუბრისას ახალგაზრდა ბიჭი მიხსნიდა "ქუჩის აკადემიის" სიკეთეებს და ყველაზე მეტად ის მომხვდა ყურში, რომ მან თქვა - "იქ მნიშვნელოვან საკითხებზე ვმსჯელობთ და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ და ვსწავლობთო". გული გამისკდა. ასეა, თუ ჩენ არ მოვუსმენთ ჩვენს შვილებს, სხვა მოუსმენს და სხვა აგრძნობინებს პატივისცემას...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…