თამარ ივერი ამბობს, რომ საქართველოს რესპუბლიკისთვის ჰომოფობიური ინტერვიუ არ მიუცია
საოპერო მომღერალი, თამარ ივერი ამბობს, რომ მას გაზეთ საქართველოს რესპუბლიკისთვის ჰომოფობიური ინტერვიუ არ მიუცია და რედაქციისგან ბოდიშს ითხოვს.
"მომაწოდეს ინფორმაცია რომ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში დაწერილა ინტერვიუ ჩემი სახელით, სადაც მოხუცი ჟურნალისტი საკუთარ აზრებს ჩემს ნალაპარაკებად ასაღებს. საჯაროდ ვაცხადებ რომ ამ ინტერვიუსთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ის მე არ მიმიცია და არც იქ ჩამატებულ გაჟღერებულ თემებს ვეთანხმები, რადგან ელემენტარულად, ჩემგან ინტერვიუ არავის აუღია. ვიტყვი მხოლოდ, რომ დამირეკა 85 წლის მხცოვანმა ჟურნალისტმა გიზო ზარნაძემ, მან მითხრა, რომ აღფრთოვანებულია ჩემი სტატუსით ქალისადმი მიშტერების თემაზე და მთხოვა, შეიძლება, არ შეგაწუხებთ ინტერვიუზე, თქვენს იმ სტატუსს გავშლი და ვითომ ინტერვიუ მომეცით, ისე განვავრცობო. მე, რა თქმა უნდა, ვენდე მის ასაკს და ალბათ, გამოცდილებას, და ზეპირად ვუთხარი ყურმილში, კარგით ბატონო გიზო, გააკეთეთ, გენდობით, ოღონდაც ჩემ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს არ გადაუხვიოთ მეთქი. რას ბრძანებთო. ეს იყო და ეს. ის, თუ მან რა დაამატა, რა სათაური დაურთო, რა ტექსტები მოიგონა.... ეს უკვე მე არანაირად არ მეკუთვნის და პასუხი ამ ადამიანს მოეთხოვება.
ძალიან მეუხერხულება, მაგრამ მხცოვან ადამიანს,რომელიც მეთაყვანება, როგორ ვუჩივლო? თუმცა, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ინტერვიუსთან შეხება არ მაქვს. მან, უბრალოდ, აიღო ჩემი ერთ-ერთი სახალისო სტატუსი და მას დაამატა რაღაც საკუთარი იდეები და აზრები, ჩემად გაასაღა. ასეთ ფაქტზე ამერიკაში 5 მილიონს მოვთხოვდი უფლების შელახვისთვის და მორალური კომპენსაციისათვის გაზეთის რედაქციას და აქ, იმედია, ბოდიშს მაინც მოიხდიან! თუ არადა, ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რომ ბოდიში მოიხადონ!!!", – წერს ივერი ფეისბუკის პირად გვერდზე.
მან On.ge-საც მიმართა თხოვნით, წაეშალა ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც, მისი თქმით, მას არ ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ნიუსი საიტიდან წაიშლება. საიტიდან ასევე წაიშალა ტრანსგენდერი ქალის წერილი, რომელიც საოპერო მომღერალს სწორედ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნებული სტატიის გამო აკრიტიკებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები