ტრამპი და პუტინი: ურთიერთობის ერთი წელი
ფოტო: CNN
თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლშია. პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ამ წლის მანძილზე შეიცვალა. ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში შიშობდნენ, რომ ის ვლადიმირ პუტინთან დათმობებზე წავიდოდა, თუმცა დღეს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს უმაღლეს პოსტებს რუსეთისადმი მტკიცე პოლიტიკის მომხრე პირები იკავებენ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამის დასტურია.
გამოძიება იმაზე, გაურიგდა თუ არა დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდი რუსეთს, ჯერ ისევ მიმდინარეობ. თუმცა, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში არსებული მოლოდონების საპირისპიროდ, ტრამპის პოლიტიკა რუსეთისადმი მისი წინამორბედისგან, ბარაკ ობამასგან განსხვავებით, უფრო აგრესიულია.
"ტრამპის პირველი წელი არც ისე ცუდია, როგორც მე ვშიშობდი. ჯერჯერობით იალტის მსგავსი შეთანხმება რუსეთთან არ მომხდარა, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას და პოსტ-საბჭოთა სივრცეს რუსეთს დაუთმობდა. ეს ბევრს აშფოთებდა. პირიქით, რუსეთის მიმართ პოლიტიკა უფრო ძლიერია, ვიდრე ობამას ადმინისტრაციის დროს, სანქციების პაკეტის, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებისა და პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს მისიის გაძლიერების გათვალისწინებით", - ამბობს ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის მკლევარი, ჯეიმს კირჩიკი. "თუმცა, პრეზიდენტის უარი, აღიაროს რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში და ასევე კრემლი მტრულად განწყობილ და არა პარტნიორად მოთამაშედ აღიქვას, პრობლემას წარმოადგენს. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, მისი ტექსტით თუ ვიხელმძღვანელებთ, ძლიერი დოკუმენტია. თუმცა დიდია სხვაობა იმას შორის, რასაც პრეზიდენტი და სტრატეგია ამბობს", - აცხადებს ის.
ტრამპის გუნდი ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ ფლინი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სტივ ბენონი მმართველ პოზიციებს ჩამოშორდნენ. ფლინს ბრალი წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის და მან ის აღიარა. ხოლო, ბენონი გენერალმა ჯონ კელიმ ჩაანაცვლა.
ეროვნული უსაფრთხოების მიმომხილველების ნაწილის მოწონებას, ვაშინგტონში, ტრამპის თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ეიჩ-არ მაკმასტერი და თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი იმსახურებენ. ორივე მათგანი რუსეთის მიმართ ძლიერ პოლიტიკას ემხრობა.
გასულ კვირას, თეთრმა სახლმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთი "რევიზიონისტ" რეჟიმად არის მოხსენიებული, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგისთვის. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ანჯელა სტენტი ამბობს, რომ ტრამპის მმართველობის პირველ წელს რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა.
"ტრამპის პირველი წელი ოფისში დაიწყო მისი გეგმით, რომ მიეღწია შეთანხმება რუსეთთან, თუმცა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებამ და კითხვებმა ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე, ამ პოლიტიკის ცვლილება განაპირობა. იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ ის რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას ცალმხრივად აპირებდა. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახურა რუსეთის საკონსულო სან-ფრანცისკოში, ასევე სხვა ქმედებები რუსი დიპლომატების წინააღმდეგ, რუსებმა საპასუხოდ ამერიკის დიპლომატიური მისიის 750 თანამშრომელი დაითხოვეს. ასევე აღსანიშნავია, კონგრესის სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღდეგ, რის შედეგადაც პრეზიდენტს აღარ აქვს ერთპიროვნულად სანქციების მოხსნის შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა რუსეთთან გაუარესებულ ურთიერთობამდე, თუმცა მე ვფიქრობ, ტრამპს სურს ამის გამოსწორება",- თქვა ანჯელა სტენტმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მიყიდოს საქართველოს ჯაველინების ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. თბილისის და ვაშინგტონის თანამშრომლობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"ამ დრომდე საქართველოსთვის ტრამპის ადმინისტრაცია არც თუ ისე ცუდია", - ამბობს ამერიკელი დიპლომატი, დენიელ ფრიდი, რომელიც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე, ნატოს გაფართოებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ედგა სათავეში.
"ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ შეიძლება შევაფასოთ პირველი წელი, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია ამ ადმინისტრაციის საერთო შედეგებზე მთელი ოთხი წლის განმავლობაში. ტრამპის ადმინისტრაცია იმაზე უკეთესია, ვიდრე ბევრი შიშობდა. საქართველოსთვის კი არც ისე ცუდი", - ამბობს დენიელ ფრიდი. "ამერიკის ინსტიტუტები ჯერ ისევ ძლიერია და ამერიკის მიერ მსოფლიოში საკუთარი როლის აღქმა, მიუხედავად შიდა ადმინისტრაციული წინააღმდეგობებისა, უცვლელი რჩება. მე ტრამპის ადმინისტრაციის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა ადმინისტრაციაში არიან კარგი ადამიანები, რომლებიც კარგ საქმეებს აკეთებენ და მათ საუკეთესო ნაბიჯებს, ისეთი როგორიც იყო ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა თბილისში, მე სიხარულით დავუჭერ მხარს", -აცხადებს ის.
მიუხედავად თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დადებითად შეფასებებისა, ტრამპის ადმინისტრაციას ვაშინგტოში სიფრთხილით ადევნებენ თვალს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები