თუბა ჩაბუქის წერილი ქართველ ქალებს
თუბა ჩაბუქის ღია წერილი თეა წულუკიანს, საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას, ნინო ლომჟარიას, ეკა ბესელიას, მარიამ ჯაშს, ნინო გვენეტაძეს
ფოტო: On.ge
მოგესალმებით და მოგმართავთ საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, პედაგოგი თუბა ჩაბუქი. ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე. ჩვენ უკვე 15 წელია საქართველოში ვცხოვრობთ და გვყავს ორი არასრულწლოვანი ვაჟი. წლების მანძილზე ჩემი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში იგი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს მინდობილი პირი საქართველოში. 2002 წლიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორისაა საქართველოში ყველაზე გახმაურებული საგანმანათლებლო პროექტი IYIPO (ნორჩ მეცნერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა), რომლის ფარგლებშიც 10 წლის მანძილზე 50-ზე მეტი ქვეყნის ასობით ახალგაზრდა მეცნიერი სტუმრობდა საქართველოს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ხელმძღვანელობით 2007 წლიდან დღემდე ტარდება ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. იგი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც, 13 ივნისის ტრაგედიისას ყველაფერს აკეთებდა, რომ მოსახლეობას დახმარებოდა, უფრო მეტიც.... ფიზიკურად იყო ჩართული ფიზიკურ საქმიანობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი სტამბოლში იმყოფებოდა. 7 აგვისტოს მან შეწყვიტა შვებულება და საქართველოში დაბრუნდა. დედას კი ასე დაუბარა: "მე ასეთ რთულ დღეებში ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგე! ჩემი ადგილი საქართველოშია!" 24 მაისის დილასაც მარნეულის ქართულ სკოლაში მიიჩქაროდა, თუმცა იგი სახლთან დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებითა და თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნით.
"15 წელია საქართველოში ვარ და ერთგულად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა... განაცხადა სასამართლოზე თვალებზე ცრემლმომდგარმა ჩემმა მეუღლემ და თან დასძინა: - ეს ცრემლები შიშის კი არაა, არამედ სირცხვილის... მე მრცხვენია, რომ დღეს აქ მიწევს ჯდომა!"- განაცხადა ჩემმა მეუღლემ სასამართლოზე.
###
საქართველო ჩვენი მეორე სამშობლოა, აქ დაიბადნენ და იზრდებიან ჩვენი შვილები... ისინი ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვების გვერდით ქართულ ენაზე იღებენ ცოდნას, სწავლობენ წუთისოფლის ავსა და კარგს, ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, ჭირში თანადგომას, ტოლერანტობას... ჩვენ გულით შევიყვარეთ საქართველო... ჰუმანურობითა და ადამიანური ღირებულებებით მდიდარი ქართველი ხალხი. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონის ფარგლებში ვასრულებდით ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც მთავრობისა და საზოგადების მიერ ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლის მოღვაწეობა. სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგანაც ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო. მათ ყოველ დღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელიც აქამდე სიზმრებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად.
ახლა კი ახალი წელი დგება...სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე და მხიარულებაა.... მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე) მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება, რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება.. როცა 2017 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის შემობრძანებას მთელი ქალაქი ბედნიერი შეძახილებითა და ფეიერვერკებით შეხვდება, როცა ყველა ბედნიერების მეცხრე ცაზე იქნება, მე არ მექნება პასუხი ჩემი შვილების შეკითხვაზე თუ რატომ არ არის მათი მამა ჩვენს გვერდით, რატომ არ განვიცდით იმავეს, რასაც დიდი თუ პატარა...
მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს. მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა... ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ. ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც.. მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნევოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას. არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ... მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.... მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ, საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს.
გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს!
მრავალი ბედნიერი წელი დაგბედებოდეს, ჩემო საქართველო.
პატივისცემით, თუბა ჩაბუქი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები