"იმედია, მომავალი შეხვედრები აღარ გაიმართება ბრიფინგის რეჟიმში" - მწერლების წერილი კულტურის მინისტრს
გუშინ, 28 დეკემბერს კულტურის სამინისტროში ქართველი მწერლებისა და კულტურის მინისტრის შეხვედრა შედგა, რომელზეც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საკითხი განიხილეს.
მწერლების წერილს On.ge უცვლელად გთავაზობთ.
პატივცემულო ბატონო მინისტრო,
დიდი მადლობა გუშინდელი ხანგრძლივი შეხვედრისათვის და დროისათვის, რომელიც დაგვითმეთ. სამწუხაროდ გუშინდელი შეხვედრა იმედგამაცრუებელი გამოდგა და ვერანირ კონკრეტულ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა.
ჩვენ არ მოგვეცა ყველაზე მიშვნელოვანი საკითხის, პავილიონის განხილვის შესაძლებლობა. შეხვედრის დახურვის ფორმა და გზავნილი, ჩვენი შეხედულებით, არ იყო კონსტრუქციული. შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრი პრობლემა დარჩა გადაუჭრელი და შეკითხვა პასუხგაუცემელი, რომლებიც, იძულებულები ვართ, ახლა ნაწილობრივ მაინც წერილობით ჩამოვაყალიბოთ.
- პავილიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა გუშინდელ შეხვედრაზე თქვა, რომ მან უკვე თვეზე მეტია რაც დატოვა პროექტი. ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მას პროექტზე არ უმუშავია. შესაბამისად, თუკი ის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ, თვეზე მეტია არსებობს, გვიჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ არ ჰქონდა ეს მასალა წიგნის ცენტრს.
- ამ მარტივი შეკითხვიდან და გუშინდელი შეხვედრიდან ჩანს, რომ კომუნიკაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, წიგნის ცენტრსა და პავილიონის სამხატვრო ხელმძღვანელს შორის უკიდურესოად ხარვეზიანი და პირადი ემოციებით დატვირთული იყო. ამ კომუნიკაციის გარეშე პროექტის წარმატებაზე ლაპარაკი სრულიად ზედმეტია. სამწუხაროდ, როგორც გამოჩნდა, ვერც გუშინდლამდე და არც გუშინ ამ პრობლემის აღმოფხვრა სამინისტრომ ვერ მოახერხა.
- გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაურკვეველი დარჩა საკითხი ვინ და რა ფორმით უხელმძღვანელებს პავილიონს.
- არფერი თქმულა იმის შესახებ, ეთანხმებით თუ არა ჩვენს წერილს, რომელშიც მრჩეველთა საბჭოს ფუნციებსა და შემადგენლობაზე იყო ლაპარაკი.
- არადამაკმაყოფილებელია და ჩვენი საერთო ჯამში თითქმის 18 საათიანი საერთო მუშაობის ერთადერთი ხელშესახები შედეგია მთელი პროექტის თქვენს უშუალო დაქვემდებარებაში გადმოსვლა, რასაც მივესალმებით.
ახლა რამდენიმე შინაარსობრივი შეკითხვა, რომლის დასმის საშუალებაც გუშინ, სამწუხაროდ, არ მოგვცემია.
- პავილიონის პროექტი დაუმთავრებელია. როგორც არქტიქტურულ კომპანია, ისე სამხატრვო ხელმძღვანელი ჯერ კიდევ (თავიანთივე თქმით) ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პავილიონი. შესაბამისად, იმისათვის რომ პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა წინ.
- იქიდან გამომდინარე, რომ პროექტს ქვია „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა“ და არა ქართული კულტურის დეკადა გერმანიაში, ბუნებრივია, რომ თანმხლები კულტურული პროგრამაც და პავილიონიც ა) აწყობილი იყოს ლიტერატურულ პროგრამაზე; ბ) ითვალისწინებდეს კონცეფციას (ანბანით მოთხრობილი საქართველო) და გ) PR-კონცეფციის ცენტრალურ მესიჯებს.
ეს სამი კომპონენტი, გუშინდელი პრეზენტაციიდან გამომდინარე პავილიონში ჯეროვნად ასახული არაა.
- ძალიან ზოგადმა და კონკრეტიკისაგან მაქსიმალურად დაცლილმა 2 ძირითადი PR-გზავნილმა „საქართველოს მრავალფეროვნება“ და „საქართველო ევროპული ქვეყანაა“, ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამებში, ისევე როგორც პავილიონში კონკრეტული ფორმები უნდა მიიღოს. ეს ფორმები გუშინდელ პრეზენტაციაში არ გამოჩნდა.
- პროექტის ზოგადი კონცეფცია „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ პავილიონის სამხატრვო ხელმღვანელის ინტერპრეტაციაში ხდება „საქართველო = საქართველოს ისტორიას“. ისტორია კი ფაქტიურად ქრონოლოგიურადაა მოყოლილი.
კონკრეტულ სივრცეებს რომ თავი დავანებოთ (რაზეც ასევე ბევრია სალაპარაკო), როგორც მინიმუმ ეს კონცეპტუალური მიდგომა და მისი შესაბამისობა ზოგად კონცეფციასთან და PR-სტრატეგიასთან განსახილველია. როგორც ჩანს, ეს სამინისტროში დღემდე არ მომხდარა, რომ არაფერი ვთქვათ ცენტრსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის არშემდგარ კომუნიკაციაზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მომავალი შეხვედრები აღარ გაიმართება ბრიფინგის რეჟიმში და მიმართული იქნება კონკრეტული პრობლემების გადაჭრისაკენ.
პატივისცემით,
ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, თეონა დოლენჯაშვილი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, ტორესა მოსი, ნინია მაჭარაშვილი, გვანცა ჯობავა, მარიამ კასრაძე, თინათინ მამულაშვილი, ნატო ალხაზიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, გიორგი კეკელიძე
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე ქართული წიგნის ერონვული ცენტრის დირექტორმა, დეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების წერილით კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართა. მიზეზად კი, პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბაზრობისთვის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს.
ეროვნული ცენტრი სამუშაო გუნდი აცხადებდა, რომ ბერიკაშვილი მათ საქმიანობაში ერეოდა. დეა მეტრეველმა მინისტრს წერილით მიმართა და სთხოვა, პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. თხოვნის არდაკმაყოფილების შემთვევაში კი, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. პროექტის დატოვებაზე საუბრობდნენ ცენტრი თანამშრომლებიც.
წიგნების ეროვნული ცენტრის ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მწერლებისა და გამომცემლების მხრიდან. მათ ღია წერილით მიმართეს კულტურის მინისტრსს, რომლებიც ცენტრის პოზიციას იზიარებდნენ.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ოქტომბრის ბაზრობისთვის საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები