OXFAM: საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უფულობის გამო საკვებს დროდადრო კრედიტით ყიდულობს
ფოტო: Foodnavigator
ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-მა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანასთან ერთად საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ოჯახების დიდი რაოდენობა დროდადრო კრედიტით ყიდულობს საკვებ პროდუქტებს.
შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 58-მა პროცენტმა ბოლო 12 თვის განმავლობაში რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა განიცადა, ყველაზე ხშირი კი ხორცის დეფიციტია. აღნიშნულის მთავარ მიზეზად ეკონომიკური ფაქტორი სახელდება:
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მიღებული საკვები პროდუქტების
ჯგუფების ანალიზი გვიჩვენებს, რომ რესპონდენტების მხოლოდ 34 პროცენტს ჰქონდა მიღებული ხორცი".
კვლევის მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე მძიმე თვეებია თებერვალი, მარტი და აპრილი.
ამასთან, ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 575 ლარს, საიდანაც თითქმის ნახევარი იხარჯება საკვებზე:
"ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად".
კვლევის თანახმად, ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის. გარდა ამისა, მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, ამასთან, რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში (33-34%), მარტოხელა პენსიონერების ოჯახებში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება კი მხოლოდ 24%-ია:
კვლევის ზაფხულში ჩატარების მიუხედავად, ხილს გამოკითხული ოჯახების მხოლოდ 46% იღებდა
"ქალების 50% (რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია) მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს,
რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ როდესაც, ოჯახის დანარჩენი წევრები
მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის
ჯგუფი, რომელსაც 1 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ".
შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ შემწვარ კარტოფილს, ლობიოს და აჯაფსანდალს. კვლევის ზაფხულში ჩატარების მიუხედავად, ხილს გამოკითხული ოჯახების მხოლოდ 46% იღებდა.
კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკითხულ სრულწლოვანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი
კვება არაჯანსაღია. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეული და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით,
რკინით და A ვიტამინით:
"საქართველოში ოჯახების მიერ მოხმარებული სურსათის ჯგუფების ანალიზი
გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის 50%-ს კვების მრავალფეროვნების საშუალო
დონე აქვს. დაბალი და საშუალო მრავალფეროვნების კვების მქონე ოჯახების
უმეტესობა იკვებება მარცვლეულით, ზეთით და ბოსტნეულით".
კვლევის შედეგების თანახმად, სურსათის ყიდვისას ძირითადი კრიტერიუმები მოქალაქეებისთვის არის ხარისხი და ფასი. მათი უმრავლესობა კითხულობს ეტიკეტებს შესასყიდ პროდუქტებზე, თუმცა მათი ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს ვარგისიანობის ვადა და ფასი:
"ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მათ არა აქვთ საკმარისი თანხები სურსათის საყიდლად".
შედეგების მიხედვით, შეიმუშავეს შემდეგი რეკომენდაციები:
- ქვეყანაში ნუტრიციასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკის
ჩამოყალიბება ეროვნული ნუტრიციის სტრატეგიის დამტკიცების
გზით. - სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემის სრულყოფა.
- სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს
რისკის ჯგუფის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას
მიკრონუტრიენტებით მდიდარ საკვებზე. - მცირე ფერმერთა ხელშეწყობა ადგილობრივი პროდუქტის
მოყვანასა და რეალიზაციაში, მოსახლეობისთვის ადგილობრივ და
იაფ სურსათზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის. - მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება დაუბალანსებელი
კვებისა და არაგადამდები დაავადებების გავრცელების
მიზეზშედეგობრივ კავშირზე. - განათლების სამინისტროს როლის გაზრდა სასკოლო პროგრამებში
ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების ინტეგრაციისთვის.
კვლევა მომზადდა ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ოქსფამის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
კვლევისას გამოიყენეს რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები