გიორგი ქადაგიძე

8 Jan. 2018, 23:06

კორპორატიული საქართველოს ისტორიიდან.

ოლიგოპოლია - არაკონკურენტული გარემო, სადაც მცირე რაოდენობის მოთამაშეები აკონტროლებენ ბაზარს.

ოლიგოპოლია შეიძლება გადაიზარდოს კარტელურ შეთანხმებაში და გამოიხატოს მომხმარებლისთვის გაზრდილ ფასში.

ამის "საუკეთესო" მაგალითია მაგთი და ჯეოსელი.

ეს ორი კომპანია ათ წელზე მეტი შეთანხმებული იყვნენ ტარიფებზე და წუთში 29 თეთრს (ეჭვი მაქვს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მაღალ ტარიფს) გვახდევინებდნენ. სტატუს-კვო მხოლოდ მესამე მოთამაშის შემოსვლამ დაანგრია. აღმოჩნდა, რომ თურმე რამდენიმე თვეში შესაძლებელი ყოფილა საცალო ტარიფის 29 თეთრიდან ჯერ განახევრება და რეგულატორის მიერ „პორტირების“ დანერგვასთან ერთად, 3-5 თეთრამდე შემცირება.

რამდენი ასეული მილიონი მოგება ნახეს ამ პერიოდში კომპანიებმა საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, რადგან არცერთი არ აქვეყნებს შესაბამის ფინანსურ ინფორმაციას.

იმისთვის რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ საჭიროა ფინანსური გამჭირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.

ჩემი მოკრძალებული აზრით, აუცილებელია დეტალური ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო გახდეს შემდეგი კომპანიებისთვის:

- ბუნებრივი მონოპოლიები (თელასი, წყალი, გაზი)
- სსიპ-ებისთვის (რეესტრები, სააგენტოები ა.შ.)
- რეგულირებული ინდუსტრიები (კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა)
- ყველა კომპანიისთვის რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს შემოსავალი წელიწადში მაგ. 5 მილიონ ლარზე მეტი

ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლებს და სხვა დაკავშირებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, რატომ გაძვირდა ტარიფი, ფასი, გადასახადი და ა.შ. ასევე შეაფასონ კომპანიების სოციალური პასუხისგებლობის ხარისხი და არა მხოლოდ კარგად გაკეთებული პრ კამპანიები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…