გირჩი ნაციონალების პროგამის ნაწილს დადებითად აფასებს, ნაწილს - პოპულისტურად
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პროგრამას აფასებს. მათი განცხადებით, პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების ნახევარი სწორია, თუმცა არასაკმარისი. მეორე ნაწილი კი - მცდარი და საარჩევნოდ ხმების მოპოვებაზე გათლილი.
პარტია ნაცმოძრაობას ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაში გაჟღერებულ ძირითად საკითხებს ეხმაურება და თითოეულ მათგანს პასუხობს:
- ნაციონალური მოძრაობის პროგრამის მიხედვით, თავდაპირველად 45 000 სამუშაო ადგილის შეიქმნება და ყოველ მომდევნო წელს - 30 000. ახალი პოლიტიკური ცენტრის აზრით, გაუგებარია, რატომ იცვლება მომდევნო წლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია კლებისკენ. გირჩის მტკიცებით, თუ ნაციონალური მოძრაობის მიერ გადასახადების შემცირებით გამოთავისუფლებული ფული ისევ ეკონომიკაში დარჩა, ყველაზე რეალისტური გათვლით, დამატებით 8,000 სამუშაო ადგილის შექმნა იქნება შესაძლებელი.
- გირჩი დადებითად აფასებს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 10%-მდე შემცირების იდეას. მათი თქმით, გადასახადების შემცირება ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველს გახდის და ეკონომიკაში დარჩება ფული. მიუხედავად ამისა, გირჩი არასაკმარისად მიიჩნევს აღნიშნულ რეფორმას და ფიქრობს, რომ აღნიშნული ორი გადასახადი სრულად უნდა გაუქმდეს:
"საჭიროა არა მხოლოდ საგადასახადო ტვირთის ნაწილობრივი შემცირება, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება, რაც მხოლოდ ამ გადასახადების გაუქმებით მიიღწევა".
- ახალი პოლიტიკური ცენტრი მიკრო და მცირე ბიზნესის განმარტებების შეცვლას აკრიტიკებს. პროგრამით გათვალისწინებულია, რომ მიკრო-ბიზნესად ჩაითვლება 90,000 ლარის წლიური ბრუნვის მქონე ბიზნესი (ნაცვლად არსებული 30,000 ლარისა), ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლება 200,000 ლარის ბრუნვის მქონე ბიზნესი (ნაცვლად არსებული 100,000 ლარისა).
გირჩის განმარტებით, სახელმწიფო ბიზნესს გამონაკლისის სახით სასათბურე პირობებს არ უნდა უქმნიდეს და არც ბიზნესის ზომას აქვს მნიშნელობა:
"ეს ნიშნავს კერძო სექტორის ერთი ნაწილის ირიბ სუბსიდირებას, რაც გაუმართლებელია როგორც ეკონომიკური, ისე მორალური თვალსაზრისით. სასათბურე პირობების შექმნა არ მუშაობს და ასეთი მიდგომა ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის კონკრეტული სეგმენტის გულის მოგებას. ასევე ეს აჩენს ხვრელს საგადასახადო სისტემაში, თანმდევი პრობლემებით"
გირჩი მიიჩნევს, რომ სწორი გზაა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის გაუქმება ყველა ბიზნესისთვის და არა უპირატესობის მინიჭება კონკრეტული სეგმენტებისთვის ხმების სანაცვლოდ.
- ნაციონალური მოძრაობის პროგრამით, გათვალისწინებულია, რომ დღგ-ს გადახდა მოუწევთ იმ ბიზნესებს, რომელთა წლიური ბრუნვა ასცდება 200,000 ლარს (ნაცვლად დღეს არსებული 100,000 ლარისა).
გირჩის განცხადებით, სწორი იქნებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადის ყველასთვის თანაბრად შემცირება.
- ახალი პოლიტიკური ცენტრი ეკონომიკურად არასწორ ნაბიჯს უწოდებს საფოსტო გზავნილებზე დაუბეგრავი მინიმუმის აწევას 300 ლარიდან 1,500 ლარამდე:
"სასათბურე პირობების შექმნა ბიზნესის ნებისმიერი სეგმენტისთვის არის მცდარი. ასეთი გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს. კონკრეტულად ეს ნაბიჯი არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენებს უამრავ მცირე ზომის მეწარმეს, რომლებიც თავს ირჩენენ სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტით და უწევთ დღგ-ს გადახდა".
პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხში გამოსავალი დღგ-ს ყველასთვის თანაბრად შემცირებაა.
- ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევენს საგადასახადო ამნისტიასა და ფინანსური პოლიციის გაუქმებას ჰპირდება. ახალი პოლიტიკური ცენტრის აზრით, აღნიშნული ნაბიჯი სწორი და საჭიროა, რადგან ბიზნესი დღემდე შებოჭილია იმის გამო, რომ ერიცხება საგადასახადო დავალიანება და საურავები:
"მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამნისტიის გამოცხადება არათანაბარ პირობებში ჩააყენებს იმ ბიზნესებს რომლებიც იხდიდნენ გადასახადებს, ეს ნაბიჯი მაინც აუცილებლად გადასადგმელია, თუ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გვინდა".
გირჩი დადებით ნაბიჯად აფასებს ფინანსური პოლიციის გაუქმებასაც და ამატებს, რომ ასევე საჭიროა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმება, რაც ფინანსურ პოლიციას ბუნებრივად დაუკარგავს ფუნქციას.
- გირჩი ეკონომიკური სახის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის შეზღუდვას არასაკმარისად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ იგი საერთოდ უნდა გაუქმდეს.
- ახალი პოლიტიკური ცენტრი ასევე აკრიტიკებს და არასწორ გზად მიიჩნევს ნაცონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფო პენსიის 50 ლარით ზრდას. მათი აზრით, სწორი იქნება არსებული სისტემის შეცვლა და ფულის მიმართვა იმ ოჯახებისკენ, რომლებსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებათ:
"ნებისმიერი სხვა კრიტერიუმით (მათ შორის, ასაკობრივი ნიშნით) ბიუჯეტიდან ფულის დარიგება არის საფუძველშივე მცდარი და ემსახურება მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას. "
- გირჩი ასევე მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობის აღდგენა მათთვის, ვისაც ის უსამართლოდ გაუუქმეს - არასწორია. მათი განცხადებით, ეს სისტემა არის ფუნდამენტურად შესაცვლელი და ამ ცვლილების უმნიშვნელოვანესი ნაწილია არსებული საპენსიო სისტემის რეფორმა:
"დღევანდელ ბიუჯეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 10%-ზე გაცილებით მეტ ადამიანს დაეხმაროს გაცილებით უკეთ ისე, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საკვების მიღების, ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსებისა და შვილებისთვის განათლების მიცემის პრობლემა არ ჰქონდეს".
- გირჩი დადებითად აფასებს ენმ-ის პროგრამის ნაწილს, გაჭირვებულთათვის ჯანდაცვის პაკეტში, მედიკამენტების შეყვანის შესახებ.
- ნაციონალური მოძრაობის პროგრამის მიხედვით, საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია უნდა მოხდეს, სასკოლო ვაუჩერის ღირებულების 50%-მდე, საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების ხელფასები კი 650 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
ახალი პოლიტიკური ცენტრი აცხადებს, რომ ვაუჩერული დაფინანსების ზრდა სწორია, მაგრამ თუ მთავრობამ განათლების რეგულირება გააგრძელა და რეფორმები არ გაატარდა, შედეგი იქნება ნულოვანი:
"რეფორმების შედეგად მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება ბუნებრივად, რადგან განათლების სისტემა დაიწყებს გაჯანსაღებას, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა ძალამ ან მინისტრმა ასე გადაწყვიტა".
- გირჩი აცხადებს, რომ ენმ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმა საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის 5,000-ით ზრდის შესახებ, ვერ შეცვლის საუნივერსიტეტო განათლების ხარისხს. მათივე განცხადებით, საჭიროა პრივატიზაცია, დერეგულაცია, სახელმწიფო დაფინანსების სისტემის მიმართვა გაჭირვებული და ამავე დროს მონდომებული აბიტურიენტებისკენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები