ბექხან ფარეულიძე

ბექხან ფარეულიძე

14 Jan. 2018, 12:20

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად, პანკისის ხეობის მიმართ საზოგადოების არაერთგვაროვანი განწყობები გამოიკვეთა. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, პანკისელებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა და თანადგომა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გაიზიარეს თემირლანის ოჯახის ტრაგედია.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ მძიმე პერიოდში ქართული საზოგადოების, ქართველი მეგობრების მხარდაჭერა, გვერდში დგომა.

განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს და მის წარმომადგენელს თამთა მიქელაძეს, როგორც თემირლანის დაჭრის ეპიზოდის გამოძიების მხარდაჭერისთვის, ასევე, ზოგადად, პანკისში არსებული პრობლემატიკის კვლევა-აქტუალიზაციისათვის.

განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ თემირლანის სამძიმარზე ჩამოსულ ქართველ მეგობრებს გამბედაობისთვის, მხარდაჭერისთვის, ტკივილის გაზიარებისთვის.

ასევე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს სულხან სალაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს ხეობაში ჩამოსვლისთვის, მუსლიმ თემთან შეხვედრისთვის.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ყურადღება და მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ პანკისის ხეობა არ არის ცალკე განყენებული, რომ ჩვენი ტკივილი გაზიარებულია საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მიერ. თქვენი სოლიდარობა პანკისის მიმართ არის იმედის მომცემი სამართლიანობის მიღწევის საქმეში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…