მემკვიდრის წარმომავლობა: პოტერჰედებმა ვოლდემორზე ახალი ფილმი გადაიღეს
ფოტო: Tryangle Films
ალოჰომორა. კიდევ ერთხელ გიხსნით კარს ჯადოსნურ სამყაროში. 7 წიგნი და რვა ფილმი ჰარი პოტერზე, 1 პიესა და წიგნი მის შვილზე, 4 პრიკველი ჯადოსნურ ცხოველებზე და სიკვდილის საჩუქრებზე, 1 წიგნი ქვიდიჩის ისტორიაზე და 1 ჯადოსნურ ცხოველებზე - დამეთანხმებით, რომ სია გრძელია, თუმცა პოტერჰედებისთვის ესეც კი არ კმარა. მუდმივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად ფანებმა ახალ გზას მიაგნეს და საკუთარი ინტერპრეტაციით ფილმი გადაიღეს.
ვოლდემორი: მემკვიდრის წარმომავლობა ჰარი პოტერის არაოფიციალური პრიკველია, რომელიც Tryangle films-მა საკუთარი სცენარით გადაიღო. ფილმის პრემიერა 13 იანვარს შედგა და უკვე 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
თუ სპოილერებისთვის მზად ხართ, მაშინ სალაზარ სლიზერინის მემკვიდრეზე გიამბობთ.
ისტორია ჰოგვორტსის დამაარსებლების მემკვიდრეებზეა, რომლებიც მიზნად ისახავენ გვარების დიდებულება აღადგინონ წინაპრების რელიკვიების დაბრუნებით. მათ შორის კი ახალგაზრდა ტომ მარვოლო რიდლია.
ფოტო: Tryangle films
ჰოგვორტსის სტუდენტებს წინაპართა ისტორიის შესწავლით და მაგიის ოსტატობის დახვეწით გაჰყავთ დრო. თუმცა, საერთო მიზანი ყველა მათგანს არ ამოძრავებს. ისტორია მეორდება და რთული გამოსაცნობი არ არის ვინ ემიჯნება ჯგუფს.
ფოტო: Tryangle films
განდიდების მანიით შეპყრობილი ახალგაზრდა ტომი დამოუკიდებლად ეძებს დამაარსებელთა რელიკვიებს. ფილმში, ყველასთვის მოულოდნელად, გრიფინდორის მემკვიდრეს ტომი უყვარდება, სწორედ ის გვიყვება ტომის ვოლდემორამდე გარდასახვის ისტორიას. ქრონოლოგიურად, ისტორია გერალდ გრინდევალდის დაცემის შემდეგ ვითარდება. მაგიური სამყარო მსოფლიოს ყველაზე საშიში ჯადოქრის დაკავებას ზეიმობს და ყურადღებას არ აქცევს საფრთხეს, რომელიც ჰოგვორტსში ბუდობს.
ფოტო: Tryangle Films
შრომისმოყვარე და ამბიციურ ტომს, მიუხედავად კარგი აკადემიური მოსწრებისა ბნელი ძალების ლექტორობაზე უარს ეტყვიან, თუ კარგად გახსოვთ სწორედ ამის შემდეგ მიიჩნევა ეს გაკვეთილი დაწყევლილად, რადგან მისი სწავლება ერთ წელზე მეტი ხნით ვერავინ შეძლო. გაწბილებული ტომი მუშაობას მრუმე ქუჩაზე, ბორგინ და ბორსკის მაღაზიაში იწყებს, საიდანაც მარტივად მიუწვდება ხელი შავ მაგიასა და არტეფაქტებზე. ასე მიაგნებს ის ჰელგა ჰაფლეპაფის თასს და სალაზარ სლიზერინის მედალიონს და ჰორკრუქსების შექმნას იწყებს.
ერთადერთი დამაარსებლის რელიკვია, რომელსაც რიდლმა ვერ მიაკვლია, გრიფინდორის მახვილია, რომლითაც ჰარიმ და მისმა მეგობრებმა ორი ჰორკრუქსი გაანადგურეს.
რიდლის ისტორიას გრიფინდორის მემკვიდრე გვიამბობს, რომელიც ჰორკრუქსებს ეძებს ვოლდემორის შესაჩერებლად. ალბათ სიმბოლური გგონიათ, რომ სწორედ გრიფინდორის მემკვიდრე უპირისპირდება ბნელ ლორდს. თუმცა ფინალი გაგაოცებთ. ცოტაოდენ ინტრიგას დაგიტოვებთ და არ გეტყვით, როგორ სრულდება ფილმი. ერთი რამ კი ცხადია, სცენარი არ ჰგავს როულინგის სტილს.
აქ თითქმის ყველაფერია რითიც პოტერჰედის გულის გახარება შეიძლება. ჰოგვორტსის ხედები, ფორმები, შხამ-წამლები და რაც მთავარია - შელოცვები. საყვარელი მსახიობების და ტრადიციული საუნდტრეკების დანაკლისის გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ Warner Bros სპეცეფექტები ავტორებმა საკმარისად არ ჩათვალეს და ახალი შემოიტანეს. აქ განსხვავებულად ფეთქდება შელოცვები და ჯადოქრები სპიდფორსის უნარით არიან დაჯილდოებული, სლიზერინის მემკვიდრეს კი თვალები წითლად უელავს. თუმცა ამ ყველაფერთან შეგუება მარტივია, რომ არა მიუტევებელი ცოდვა, რომელიც ფილმის გადაღებისას დაუშვეს, რაც არცერთ პოტერჰედს არ გამოეპარება. ფილმში გვხვდება ცნობილი შელოცვა სეკტუმსემპრა, რომელიც ჰარიმ ნახევარპრინცის წიგნში ამოიკითხა და დრაკოს შეულოცა. რაც შეუძლებელია, ვინაიდან შელოცვის ავტორი სევერუს სნეიპი გახლავთ, რომელიც ვოლდემორის სტუდენტობის პერიოდში ჰოგვორტსშიც კი არ სწავლობდა.
უკვე რამდენი წელია პოტერიადა ყველაზე გაყიდვადი ისტორიაა. ყოველდღიურად იზრდება ფანების რიცხვი, რომელიც ეკრანებზე საყვარელი გმირების დაბრუნებას ელოდებიან, მსგავსი ფილმები კი სწორედ ამის დასტურია. მართალია ახალ ფილმს მინუსები აქვს, თუმცა დასაფასებელია ის ენთუზიაზმი, რომლითაც მაგიური სამყაროს გაცოცხლება სცადეს. სწორედ ასეთ შემთხვევებზეა ნათქვამი After all this time? Always!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები