როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფეისბუქი გაგიტეხეს
ფოტო: Mashable
28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირადი ინფორმაციის დაცვა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა დააჩქარა და გაამარტივა პერსონალური მონაცემების შეგროვება, განუსაზღვრელი ვადით და მოცულობით შენახვა და სხვადასხვა მიზნით გამოყენება. თუ გასულ საუკუნეში თქვენს პირად დოკუმენტებთან წვდომისათვის უცხო პირს სეიფის გატეხვა მოუწევდა, ახლა პაროლის გამოცნობაც კი საკმარისია.
მაშინ, როცა ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ფოტოები, დოკუმენტები თუ მიმოწერები ერთ ადგილას ინახება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი არაკეთილმოსურნეებისაგან. კარგი ამბავი ისაა, რომ ყველა იმ დიდ პლატფორმას, რომელსაც ჩვენს მონაცემებს ვანდობთ, კრიზისულ სიტუაციებში მომხმარებლების დახმარების დიდი გამოცდილება აქვს.
ასე რომ, თუ ფეისბუქზე შესვლა სცადეთ და ნაცნობი ნიუსფიდის ნაცვლად შეტყობინება დაგხვდათ პაროლის ცვლილების შესახებ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ყველაფერი გამოსწორდება.
ამ სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, როგორ უნდა დაიბრუნოთ გატეხილი ანგარიში.
1. დაადგინეთ, რამდენად შორს არის წასული "ჰაკერი"
ფეისბუქის გატეხვის ორი ფორმა არსებობს:
ა) როცა მხოლოდ პაროლია შეცვლილი
ბ) როცა შეცვლილია პაროლიც და ანგარიშზე მიბმული ელ-ფოსტაც
პირველ შემთხვევაში აღდგენა საკმაოდ მარტივია.
- დააჭირეთ წარწერას "პაროლი დაგავიწყდათ?"
- შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა, მობილურის ნომერი ან იუზერნეიმი გამოჩენილ ველში და დააჭირეთ ძებნას.
- ძებნის დასრულების შემდეგ, თქვენს პროფილს დაინახავთ და ფეისბუქი სპეციალური კოდის გამოსაგზავნად რამდენიმე გზას შემოგთავაზებთ (მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა).
- აირჩიეთ სასურველი გზა და დაელოდეთ უსაფრთხოების კოდს
- კოდის შეყვანის შემდეგ თქვენ ჩვეულებრივად შეძლებთ ავტორიზაციის გავლას.
2. იმ შემთხვევაში, თუ ელ-ფოსტაც შეცვლილია, მიჰყევით ამ ბმულს
3. დააჭირეთ გაგრძელებას პაროლის შეყვანის გარეშე
4. მიუთითეთ, რომ ელ-ფოსტაზე წვდომა აღარ გაქვთ
5. ფეისბუქი თქვენთან დასაკავშირებლად ახალი გზის მოძებნას შემოგთავაზებთ. მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომელზეც სხვა ადამიანს წვდომა არ აქვს. თუ ასეთი ელ-ფოსტა არ გაქვთ, შექმენით ახალი
6. ამის შემდეგ გადამისამართდებით ახალ გვერდზე, სადაც თქვენი საბუთები უნდა ატვირთოთ
ფეისბუქი უნდა დარწმუნდეს, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც ანგარიშის მართვის სადავეები უნდა გადაულოცოს. აქვე შეიძლება ფეისბუქ-მეგობრების ამოცნობაც მოგიწიოთ.
7. თქვენ მიერ მე-5 პუნქტში მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ წერილს და თავისუფლად შეძლებთ ანგარიშით სარგებლობას.
სულ ესაა. შეგიძლიათ ფართოდ გაიღიმოთ. "ჰაკერი" პირშიჩალაგამოვლებული დარჩა.
იმისთვის, რომ მომავალში ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, გირჩევთ, წინასწარ მიიღოთ შესაბამისი ზომები. ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
1. ჩართეთ შეტყობინებები ნებისმიერ ახალ ავტორიზაციასთან დაკავშირებით.
2. ჩართეთ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია - ერთჯერადი კოდის შეყვანის აუცილებლობა თავიდან აგარიდებთ უსიამოვნებას და არაკეთილმოსურნეებს ერთიორად გაურთულებს თქვენს პირად სივრცეში შემოჭრას.
3. მიუთითეთ 3-5 მეგობარი, ვისაც თვალდახუჭული ენდობით ნებისმიერი ვირტუალური თუ არავირტუალური გასაჭირისას (ეს ადამიანები ფეისბუქის გატეხვის შემთხვევაში ზემოაღნიშნულ პროცესს საგრძნობლად გაგიადვილებენ).
ამ სამი წესის დაცვა უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები