ახალი ტექნოლოგია დაეხმარება მათ, ვინც მანქანით მგზავრობისას ცუდად ხდება
ფოტო: Waymo
მგზავრობის აუტანლობა მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აწუხებს. თვითმართული მანქანების ერის მოახლოებასთან ერთად, მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვა: როგორ მოვიქცეთ, რომ გულისრევის შეგრძნებამ კომფორტულად მგზავრობა არ ჩაგვიშალოს?
მგზავრობის დროს გულისრევის შეგრძნებას ჩვენი აღქმისა და რეალური მოცემულობების კონფლიქტი იწვევს. მანქანით გადაადგილებისას ტვინი ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებს იღებს იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს თავს (ტვინს ვერ გადაუწყვეტია, გადაავაადგილდებით თუ ვსხედვართ. სინამდვილეში, ორივეს ერთად ვაკეთებთ). ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ მძღოლებს, რომლებიც გზას შეუფერხებლად უყურებენ. სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ინსპირაცია მეცნიერებისთვის, რომლებმაც მგზავრობის აუტანლობასთან შესაბრძოლებლად საინტერესო გზა მოიფიქრეს.
ახალი ტექნოლოგია, რომლის პროტოტიპზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, მოძრაობის ოპტიკურ ილუზიას შექმნის. გამოსახულება მანქანის სიჩქარესთან იქნება სინქრონიზებული, რაც ცუდად გახდომის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. სათვალის მსგავსი მოწყობილობის დახმარებით, შესაძლებელია ტვინის "მოტყუება" იმგვარად, რომ მას ეგონოს, თითქოს სივრცეში გადავაადგილდებით.
იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელ გზაზე მანქანით გადაადგილება, ახალი ტექნოლოგია შვებისმომგვრელი იქნება.
“მომავლის ავტომობილებში ყველანი მგზავრები ვიქნებით, შესაბამისად მგზავრობის აუტანლობა უკვე მძღოლების პრობლემაც გახდება", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, მაიკლ სივაკი.
მეცნიერების პარალელურად ამ პრობლემის მოგვარებას კომპანიებიც ცდილობენ. გასულ წელს Uber-მა ე.წ სენსორული სტიმულაციის სისტემა წარმოადგინა, რომელიც ვიბრაციულ სკამებსა და ჰაერის ძლიერ ნაკადებს ეფუძნება და სალონში ჯდომისას მოძრაობის ილუზიას ქმნის. გარდა ამისა, მანქანაში იქნება ნათურები, რომლებიც უკან მსხდომ მგზავრებს სიჩქარის ცვლილების ან მოძრაობის მიმართულების შეცვლის შესახებ აცნობებს.
"ამ საკითხის გადაჭრის გარეშე, შესაძლოა, თვითმართული მანქანების რევოლუცია, არც კი შედგეს", - აღნიშნავს სივაკი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის გახდება ახალი ტექნოლოგია ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები