ნინო წილოსანი

24 Jan. 2018, 17:44

საინტერესო, საოცარი და გენიალური საზოგადოება ვართ და რაც მთავარია ყველაფერში პროფესიონალურად გათვითცნობიერებული. თან გვიკვირს ნარკომანიის მიმართ რომანტიკული განწყობები რატომ არის და ამდენი ნარკოდამოკიდებული რატომ ყავს ქვეყანას...

გავიგეთ ბახალა სახელი და უცბად აჟრიამულდა საზოგადოება, ოღონდ არც კი ვიცით რისთვის მიუსაჯეს 8 წელი... თუ 45 აბი (400 გრამამდე) სუბოტექსი გამოსაზამთრებლად შეიძინა ან ის 843 აბი მძღოლს რომ გამოატანა დიდი მარაგების გასაკეთებლად სჭირდებოდა. მაგრამ არა, ეს შინაარსი ვის აინტერესებს ან კიდევ უარესი თუ დაინტერესდით და მაინც ესეთ ამბავში ხართ...

მე პირადად საწინააღმდეგო კითხვა გამიჩნდა - წაყენებული მუხლიდან მინიმალური წელი რატომ მიუსაჯეს, მუხლი ხომ 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა?!

P.S და კიდევ, შედარებები რომ მოყავთ სამი კაცის დამჭრელს, ერთი ადამიანის დამჭრელს იგივე როგორ მიესაჯაო, აი, აქ ჩანს ზუსტად როგორი რომანტიკული დამოკიდებულება გვაქვს ნარკოგამსაღებლების მიმართ და რომ ვერც კი ვაცნობიერებთ იმ სიმძიმეს, რასაც ნარკოგამსაღებელი ჰქვია.

ქართული ოცნების დეპუტატი ბახალას, გიორგი გიორგანაშვილის განაჩენს ფეისბუკზე გამოეხმაურა. გიორგანაშვილს ბრალი არ ჰქონდა წაყენებული გასაღების მუხლით, მას პროკურატურა მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა. თავად ბახალა ამბობს, რომ მას 45 აბი სუბოტექსი პოლიციამ ჩაუდო და თავად არ ჰქონია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…